Forbes: მდიდარმა ქვეყნებმა პანდემიის პიკი უკვე გაიარეს

Forbes: მდიდარმა ქვეყნებმა პანდემიის პიკი უკვე გაიარეს

access_time2020-04-30 20:00:22

ბრიტანული ჟურნალის The Economist-ის გათვლებით, ევროპის მდიდარი ქვეყნების უმეტესობაში ეპიდემიის პიკმა უკვე ჩაიარა, და ისინი გამოჯანმრთელების გზას დაადგნენ.თუმცა, ბევრ სხვა ადგილას, მაგალითად, რუსეთში, დაავადებულთა რაოდენობის ზრდის პროცესი გრძელდება.


როგორც ცნობილია, კორონავირუსის გავრცელების გამო მსოფლიოს ქვეყანათა უდიდესმა ნაწილმა ჯერ კიდევ მარტში საგანგებო ზომების მიღება დაიწყო. ოქსფორდის უნივერსიტეტთან არსებული მართვის სკოლის გათვლებით, მარტ-აპრილში, მსოფლიოს 92 ქვეყანაში 3,9 მლრდ. ადამიანი იზოლაციაში იმყოფებოდა.თუმცა, უკვე აპრილის ბოლოს ქვეყნებმა შეზღუდვების მოხსნა დაიწყეს.


მაგალითად, წინა კვირას ჩეხეთმა საზღვრებიც გახსნა და თავისი მოქალაქეებისთვის გადაადგილების ყოველგვარი შეზღუდვებიც მოხსნა.


ესპანეთში ქარხნების ნაწილმა და სამშენებლო კომპანიებმა მუშაობა განაახლეს, 4 მაისიდან კარანტინის პირობებს იტალიაც გადახედავს.კერძოდ, ზაფხულის დასაწყისისთვის მუშაობას ბარები, რესტორნები, სილამაზის სალონები, მაღაზიები და მუზეუმები განაახლებენ.


თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ ბოლომდე არაა გასაგები, რეალობაში ვირუსის გავრცელების ინტენსიურობა რამდენად შემცირდა. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემები ნაკლებად სანდოა, რადგანაც ტესტირების მასშტაბები სხვადასხვა ქვეყნებში ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება.


თუმცა, ამ მონაცემებით შესაძლებელია ზოგადი ტრენდის დაფიქსირება. მნიშვნელოვანია ინფექციის გავრცელების გრაფიკი და როგორც ჩანს, ბევრ ქვეყანაში ყველაზე ცუდი პერიოდი უკანაა.



The Economist-ის მიერ შედგენილი ცხრილი არაა იდეალური, თუმცა, ბოლომდე სანდო და ობიექტური მონაცემების დეფიციტის პირობებში, ის დიდ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს.


გათვლა ეფუძნება კორონავირუსის დღე-ღამეში ახალი დაინფიცირებულების რაოდენობის მოსახლეობის რიცხოვნობასთან შეფარდების დადგენას. ასეთი კორელაცია ქვეყნების ერთმანეთთან შედარების საშუალებას იძლევა.გარდა ამისა, ასევე დღიურ დაინფიცირებასთან ერთად კვირეულიც დგინდება, რაც შექმნილი ვითარების უფრო ფართო სურათს გვაძლევს.


23 აპრილისთვის 1 მლნ. მოსახლეზე ვირუსის ყოველდღიური გავრცელების მხრივ ლიდერებს შორის შტატები (89), ესპანეთი (86), ბრიტანეთი (73), ბელორუსია (72), და შვედეთი (61) აღმოჩნდნენ.ხუთეულიდან 2 ქვეყანამ - შვედეთმა და ბელორუსიამ - ვირუსთან ბრძოლის მკაცრ მეთოდებზე უარი თქვეს, ხოლო ბრიტანეთმა კარანტინი გარდაცვალების ასობით ფაქტის შემდეგ შემოიღო.


თუმცა, გავრცელების ციფრების მიხედვით, ლიდერმა ქვეყნებმა ეპიდემიის პიკი უკვე გაიარეს. იმის მიუხედევად, რომ იქ დაავადებულთა რაოდენობა კვლავაც დიდია, აშკარაა გავრცელების ინტენსიურობის შემცირება.


ზრდის ტენდენცია მხოლოდ ბელორუსიაში და შვედეთში გრძელდება, დანარჩენ ლიდერ-ქვეყნებში პიკმა უკვე ჩაიარა. აქედან გამომდინარე, The Economist -ს კვლევის თანახმად, შტატებში, ესპანეთში, ბრიტანეთში და იტალიაში პანდემიიდან გამოსვლის პროცესი უკვე დაიწყო.ჩინეთში სადღეისოდ დაინფიცირება თითქმის შეწყდა, სხვა ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები 1 მლნ. მოსახლეზე უკრაინას (10), ირანს (15), გერმანიას (25), საფრანგეთს (26), და რუსეთს (31) აქვთ.


თუმცა, ამავე დროს, ირანში, გერმანიაში, და საფრანგეთში ინფიცირების შემთხვევების შემცირება ფიქსირდება, ხოლო რუსეთში და უკრაინაში ჯერჯერობით ზრდას აქვს ადგილი.მათ ჯერ პიკი არ გაუვლიათ.


წყარო: forbes.ru

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up