Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის

access_time2020-06-05 20:00:48

საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში აშშ-ს უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებს - Facebook, Google, Amazon და Apple-ს ანტიმონოპოლური დავები ემუქრება, რის გამოც მათ შესაძლოა მილიარდობით დოლარი დაკარგონ. შტატებში კორონავირუსის დაწყებამდე, უმსხვილესი IT-კომპანიები ვაშინგტონში საკუთარი ინტერესების ლობირებაზე რეკორდულ თანხებს ხარჯავდნენ.


დემოკრატი სენატორი ემი კლობუშარი Uber-ის მიერ საკვების მიტანის სერვისის Grubhub-ის შეძენის სურვილს აპროტესტებს, ხოლო რესპუბლიკელი ტედ კრუზის თქმით, Google-ს და Facebook-ის წინაამღდეგ გამოძიება დიდი ხნის წინ უნდა ჩატარებულ იყო.
ივნისის ბოლოს კონგრესში ტექნოლოგიურ კომპანიებთან დაკავშირებული მოხსენება გამოქვეყნდება, ხოლო ანალიტიკოსები კომპანიებისთვის დიდი ფინანსური დანაკარგების რისკებზე ალაპარაკდნენ.


საკონსულტაციო სააგენტო Morningstar-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, ჯარიმების და რეგულაციის გამკაცრების შედეგად Google ღირებულების 15%-ს, ხოლო Facebook – 11%-ს დაკარგავენ. აქციების დღევანდელი ფასების მიხედვით ესაა შესაბამისად 150 მლრდ. და 70 მლრდ. დოლარი. სერიოზული ანტიმონოპოლური გამოძიებები ასევე Amazon-ს და Apple-საც ემუქრება.


ამერიკისთვის ანტიმონოპოლური დავები უჩვეულო არაა, თუმცა, ბოლო პერიოდში მაღალტექნოლოგიური კომპანიების მიმართ ეს პროცესი აშკარად გააქტიურდა. ამის მიზეზი კი მათი არნახული ზრდა და ბაზრის სულ უფრო დიდი წილის გაკონტროლებაა.



Google ონლაინ-ძიების გლობალური ბაზრის 90%-ს და ონლაინ-რეკლამის ბაზრის 41%-ს აკონტროლებს, Facebook კი სოციალური ქსელების ბაზრის 59%-ს ფლობს. რაც შეეხება Amazon-ს და Apple-ს თავიანთ სფეროებში შტატებში ბაზრის ძირითადი მოთამაშეები არიან.


ეს დიდ უკმაყოფილებას როგორ შტატების, ასევე ფედერალურ დონეზე იწვევს - ამ დროისთვის გიგანტების მხრიდან კონკურენციის ხელოვნური შეზღუდვის და ფასებით მანიპულირების გარშემო რამდენიმე გამოძიება უკვე მიმდინარეობს. პარალელურად, უახლოეს კვირაში წარმომადგენელთა პალატის სასამართლო კომიტეტი ინტერნეტ-გიგანტების მიერ ანტიმონოპოლური კანონმდებლობის შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით ერთწლიანი გამოძიების შედეგებს წარადგენს.


კომპანიები მოვლენათა ასეთი განვითარებისთვის დიდი ხნის მანძილზე ემზადებოდნენ - Washington Post-ის ინფორმაციით, 2010 წლიდან მათ თავიანთი ინტერესების ლობირებაზე თითქმის 500 მლნ. დოლარი დახარჯეს - მხოლოდ 2019 წელს ამ მიმართულებით Facebook-მა 17 მლნ, Google-მა – 12 მლნ, Amazon-მა – 16 მლნ., Apple-მა კი 10 მლნ. დოლარი დახარჯეს. დახმარებისთვის მათ შესაძლოა თავიანთ კონკურენტს, Microsoft-ს მიმართონ, რომელსაც 20-წლიანი ანტიმონოპოლური დავის გამოცდილება აქვს. საბოლოოდ კომპანიამ სასამართლო წააგო, თუმცა, ჯარიმების დაკისრების გარეშე.


მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს ჯარიმების გადახდა ევროკავშირშიც მოუწიათ - Microsoft-ს 1 მლრდ., Google-ს 9 მლრდ., Facebook-ს კი - 122 მლნ. დოლარი დაეკისრა. თუმცა, შესაძლოა შტატებში მათ წინაამღდეგ მიღებული ზომები გაცილებით უფრო მკაცრი აღმოჩნდეს. Morningstar ვარაუდობს, რომ Google შესაძლოა 13 მლრდ., ხოლო Facebook 6 მლრდ. დოლარით დაჯარიმდნენ.
ასევე მათ შეეზღუდებათ ახალი კომპანიების შეძენის უფლება, რის გამოც კვლევებზე დანახარჯების გაზრდა მოუწვეთ. საბოლოო ჯამში, თუ ყველაფერი ასე წარიმართა, ეს მაღალტექნოლოგიური კომპანიების კაპიტალიზაციას საგრძნობლად შეამცირებს.



წყარო Forbes.ru

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

თეგები:
Facebook Google Amazon Apple



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up