ჟურნალმა Forbes აშშ-ის ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა.გამოცემის ინფორმაციით, პირველ ადგილზე, ისევე როგორც შარშან, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მოხვდა. მისი ქონება 114 მილიარდ დოლარს შეადგენს.
შარშან ბიზნესმენის ანგარიშზე 160 მილიარდი იყო. ქონების ნაწილი მან განქორწინების გამო დაკარგა. სამაგიეროდ, პირველად სიაში მისი ყოფილი ცოლი მაკენზი ბეზოსი მოხვდა. 36,1 მილიარდით ის 15-ე ადგილზეა.მეორე ადგილზე კი Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი აღმოჩნდა, რომელიც ბეზოსს 8 მილიარდი დოლარით ჩამორჩება.
ლიდერთა სამეულში მოხვდა ინვესტორი უორენ ბაფეტი, რომლის ანგარიშზეც 80,8 მილიარდი დოლარია. ის 10 მილიარდით უსწრებს მეოთხე ადგილზე მყოფ Facebook-ის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს.
Forbes-ი ყველაზე მდიდარი ამერიკელების რეიტინგს 1981 წლიდან აქვეყნებს.
imedinews.ge