Forbes-მა ბილ გეითსი ამერიკის უმდიდრეს ადამიანად ზედიზედ 23-ედ დაასახელა

Forbes-მა ბილ გეითსი ამერიკის უმდიდრეს ადამიანად ზედიზედ 23-ედ დაასახელა

person access_time2016-10-05 20:30:00

Forbes-მა ბილ გეითსი ზედიზედ 23-ედ ამერიკის უმდიდრეს ადამიანად დაასახელა. გავლენიანმა ჟურნალმა შეერთებულ შტატებში მცხოვრები უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური ჩამონათვალი გამოაქვეყნა.

 

გთავაზობთ 400–კაციანი რეიტინგის ტოპ–ათეულს:

 

ბილ გეითსი


ქონების ოდენობა: $81 მილიარდი
შემოსავლის წყარო: Microsoft
ასაკი: 60 წლის

უკვე მრავალი წელია Microsoft-ის დამაარსებლისა და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მეცენატის გადასწრებას მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში ვერცერთი ბიზნესმენი ვერ ახერხებს. გეიტსის შემოსავლების წყაროს არამარტო Microsoft-ის აქციები, არამედ კანადის ეროვნულ რკინიგზაში განხორციელებული ინვესტიცია, კომპანია Ecolab-ი და ამერიკული მანქანათმშენებელი კომპანია Deere & Co. წარმოადგენს. ბილ და მელინდა გეიტსების საქველმოქმედო ფონდი კი განვითარებად ქვეყნების დახმარებაზეა ორიენტირებული.

 

 

ჯეფ ბეზოსი


ქონების ოდენობა: $67 მილიონი
შემოსავლის წყარო: Amazon.com
ასაკი: 52 წლის

2015 წელს Amazon-მა რეკორდული $107 მილიარდი გამოიმუშავა. ამის შემდეგ კომპანიამ თავისი ღირებულების ნახევარი დაკარგა. თუმცა აღნიშნულს ჯეფ ბეზოსისთვის ხელი არ შეუშლია, გამხდარიყო მსოფლიოში სიმდიდრის მიხედვით რიგით მეორე ადამიანი.

 

 

 

 

უორენ ბაფეტი


ქონების ოდენობა: $65.5 მილიარდი
შემოსავლის წყარო: Berkshire Hathaway
ასაკი: 85 წლის

2015 წელს საინვესტიციო იმპერია Berkshire Hathaway-მ მეტალურგიული კომპანია Precision Castparts-ის შეძენის შედეგად თავისი ისტორიის განმავლობაში უმსხვილეს გარიგებას მოაწერა ხელი. გარიგების ღირებულებამ $37 მილიარდი შეადგინა.

 

 

 

მარკ ცუკერბერგი


ქონების ოდენობა: $55.5 მილიარდი
შემოსავლების წყარო: Facebook
ასაკი: 31 წლის

სექტემბერში მარკ ცუკერბერგმა და მისმა მეუღლემ, პრისცილმა ჩანმა განაცხადეს, რომ ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით კვლევებისათვის $3 მილიარდს დახარჯავდნენ. ეს იქნება მათ მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდ Chan Zuckerberg Initiative-ის პირველი მასშტაბური საქველმოქმედო ნაბიჯი. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, Chan Zuckerberg Initiative მსოფლიოში უმსხვილეს საქველმოქმედო ფონდად ითვლება და არაერთი სამომავლო მიზანი აქვს დასახული.


 

 

 

 

ლარი ელისონი


ქონების ოდენობა: $49,3 მილიარდი
შემოსავლების წყარო: Oracle
ასაკი: 71 წლის

ლარი ელისონმა კომპანია Oracle ჯერ კიდევ 1977 წელს დააარსა და გენერალური დირექტორის პოსტი 2014 წელს დატოვა. ამ ეტაპზე იგი ტექნოლოგიური განვითარების მიმართულების დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა.

 

 

 

მაიკლ ბლუმბერგი


ქონების ოდენობა: $45 მილიარდი
შემოსავლების წყარო: Bloomberg LP
ასაკი: 74 წლის

ნიუ-იორკის ყოფილი მერს, მაიკლ ბლუმბერგს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურდა, თუმცა მოგვიანებით კანდიდატურა არ წამოაყენა და მხარი ჰილარი კლინტონს დაუჭირა. მიუხედავად ამისა, ბლუმბერგმა საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებით უკმაყოფილება არაერთხელ გამოთქვა. გასულ წელს ბლუმბერგმა ფინანსურ-საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის გენერალური დირექტორის პოსტი კიდევ ერთხელ დაიკავა, რათა კომპანიის ისტორიაში ახალი ცხოვრება დაწყებულიყო.

 

 

 

 

ჩარლზ კოხი


ქონების ოდენობა: $42 მილიარდი
შემოსავლების წყარო: Koch Industries
ასაკი: 80 წლის

ჰოლდინგ Koch Industries-ის თანამფლობელი ჩარლზ კოხი 1967 წლიდან დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებს. მისი მთავარი ყურადღება ბიზნესის ზრდას ეთმობა. ამას გარდა, კოხი რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი უმთავრესი მეცენატია, თუმცა წლევანდელ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე მან ტრამპს მხარი ღიად არ დაუჭირა და მისი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე უარი განაცხადა.

 

 

 

 

დევიდ კოხი


ქონების ოდენობა: $42 მილიარდი
შემოსავლების წყარო: Koch Industries
ასაკი: 75 წლის

დევიდ კოხი ჩარლზის უმცროსი ძმა და Koch Industries-ის ერთ-ერთი თანამფლობელია. როგორც მისი ძმა, დევიდიც რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერია და ამასთან, საგანმანათლებლო პროექტებს აქტიურად აფინანსებს.

 

 

 

ლარი პეიჯი


ქონების ოდენობა: $38,5 მილიარდი
შემოსავლების წყარო: Google
ასაკი: 43 წლის

გასულ წელს Google-ის დამაარსებელმა და გენერალურმა დირექტორმა ლარი პეიჯმა არაერთ მნიშვნელოვან გარიგებას მიაღწია. ამ ეტაპზე იგი Google-ის სტრატეგიის დაგეგმვასა და განვითარებაზეა ორიენტირებული, ხოლო ოპერაციული სამუშაოს ძირითადი ნაწილი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტ სუნდარ პიჩაის აქვს გადაცემული.

 

 

 

სერგეი ბრინი


ქონების ოდენობა: $37.5 მილიარდი
შემოსავლების წყარო: Google
ასაკი: 43 წლის

Google-ის მეორე დამაარსებელი ამ ეტაპზე Google X-ის განყოფილებაში მუშაობს და ახალი პროდუქტების შექმნით არის დაკავებული. Smart (ჭკვიანი) სათვალე და კონტაქტური ლინზები, უპილოტო ავტომობილები და მსოფლიოში ინტერნეტის გავრცელება, ინოვაციური მფრინავი აპარატები და სხვ. - აღნიშნული მიმართულებების შექმნასა და განვითარებაში სერგეი ბრინს დიდი წვლილი მიუღძვის.

 

 

 



მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა

მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა
access_time2021-04-14 19:45:54
უმსხვილესი საინვესტიციო კონსულტანტი მანჰეტენის ისტორიაში ბერნარდ მედოფი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედოფი ცნობილია იმით, რომ ის კლიენტებს ინვესტირებისას კოლოსალურ შემოსავლებს ჰპირდებოდა  და ამასობაში მათ ჯამში 19 მილიარდი  დოლარი გამოსტყუა „პონცის“ თაღლითური სქემის მეშვეობით.   მისი გარდაცვალება  „ სავარაუდოდ ბუნებრივი მიზეზებითაა გამოწვეული“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. მედოფის საცხოვრებელი 2009 წლიდან ბატნერის ფედერალური კოლონია იყო. მან ნაადრევი...

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2021-04-14 18:00:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-14 21:00:38
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა და ფასები გაზარდა კითხვას, რატომ ძვირდება წამალი საქართველოში „კომერსანტი“ კიდევ ერთხელ დასვამს, პასუხს კი ამავე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილი წევრი ლევან კობერიძე...

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10
access_time2021-04-14 20:25:28
პანდემიური ჩამოშლის შემდეგ ბაზრების სწრაფმა აღდგენამ რეკოდრულ ტემპებს მიაღწია. თუმცა, ეკონომიკის ვერც ერთი დარგი აღდგენის ისეთი სისწრაფით ვერ დაიკვეხნის, როგორც მაღალი ტექნოლოგიები.   IТ-მეწარმეთა ჯამური კაპიტალი  2,5 ტრლნ. დოლარს შეადგენს, რაც 80%-ით მეტია, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ამ მაჩვენებელმა 1,4 ტრლნ. შეადგინა.   2020 წელს Forbes-მა მაღალ ტექნოლოგიებზე გამდიდრებული 241 მილიარდერი დაითვალა, 2021-ში კი - 365. ამ კუთხით ეს...

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს  მიაღწია
access_time2021-04-14 19:00:57
საიტი EastFruit-ი ამ სეზონში საქართველოს კარტოფილის ბაზარზე შექმნილ ვითარებას აანალიზებს და ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს - კერძოდ, ბაზარზე ახალი კარტოფილი სათბურებიდან უკვე გამოჩნდა, ფასები კარტოფილზე წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, მარაგები საკმაოდ დიდია, ხოლო იმპორტი 2020 წლის მაჩვენებელს აღემატება.   საიტის ექსპერტების აზრით, 2021 წელი კარტოფილზე მომუშავე ქართველი ფერმერებისთვის ნაკლებად მომგებიანი...


მსგავსი სიახლეები

up