Forbes: ლარი კინგი - ინტერვიუს მეფე

Forbes: ლარი კინგი - ინტერვიუს მეფე

access_time2021-01-30 20:30:36


 

ლარი კინგი ინტერვიუს მეფედ დამსახურებულად ითვლებოდა. მისი შეკითხვები მწვავე, მაგრამ არა აგრესიული და არა პროვოკაციული იყო. ის თავის რესპოდენტებთან საერთო ენას მარტივად პოულობდა და საკუთარი ინტელექტის წარმოჩენა არასდროს უცდია.

 

ის მოსაუბრეებს თითქმის არასდროს აწყვეტინებდა, ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი - ქვეყნების პრეზიდენტები თუ სპეციალისტი უცხოპლანეტელების საკითხებში.

 

ლარი კინგი ყოველთვის ამბობდა - ის, ვინც ყოველთვის ლაპარაკობს და არავის უსმენს - არასდროს არაფერს სწავლობს.

 

საკუთარ საქმეს ლარი კინგი infotainment-ს უწოდებდა - ინფორმაციის და გართობის (entertainment) შერწყმა. ამის გამო მას კოლეგები ხშირად აკრიტიკებდნენ, თუმცა მილიონობით ტელემაყურებელს დიალოგის წარმართვის მისი მანერა ძალიან მოსწონდა.

 

ლარი კინგი ამერიკაში, ებრაულურ ოჯახში დაიბადა. მამამისი ავსტრიიდან, დედა კი ბელორუსიიდან იყო. მისი ნამდვილი სახელია ლორენს ჰარვი ზეიგერი, და მისი პირველი ეთერი ფლორიდაში შედგა, ერთ-ერთ რადიოსადგურში, სადაც ის დამლაგებლად მუშაობდა.

 

დიჯეი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და მისი შეცვლა მომავალ ტელევარსკლავს შესთავაზეს. სწორედ მაშინ გაჩნდა მისი ფსევდონიმი - კინგი, ანუ მეფე.

 

ამის შემდეგ მისმა კარიერამ სწრაფი ზრდა დაიწყო, 1985 წელს კი მედია-მაგნატმა ტედ ტერნერმა მას  CNN-ზე მუშაობა შესთავაზა.  მისი პირველი რესპოდენტი ნიუ-იორკის გუბერნატორი მარიო კუომო გახდა, რომლის შვილიც, ენდრიუ კუომო, იგივე პოსტს დღესაც იკავებს.

 

ამის შემდეგ კინგის შეჩერება შეუძლებელი იყო - ის სტატიებს, წიგნებს, და მემუარებს წერდა, კვირაში 5 დღე ეთერში გადიოდა,  მონაწილეობას ათობით ფილმში იღებდა, სადაც საკუთარ თავს თამაშობდა.  მის გადაცემაში მოპატიჟებას დიდ პატივად პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, მონარქები და გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები მიიჩნევდნენ.


 

თავის კარიერის მანძილზე ის ისეთ ცნობილ ადამიანებს ესაუბრა, როგორც ბილ გეითსი, ლიზ ტეილორი, მარგარეტ ტეტჩერი, ნელსონ მანდელა და მიხაილ გორბაჩოვი.  მისი პროგრამის სტუმარი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იყო - წყალქვეშა ნავის „კურსკის“ კატასტროფის შემდეგ 1 თვეში.

 

მან პრეზიდენტს ჰკითხა - „მითხარით, წყალქვეშა ნავს რა მოუვიდა?“, რაზეც პრეზიდენტმა მოკლედ და ლაკონურად უპასუხა - „ის ჩაიძირა“. ეს გამონათქვამი პუტინის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ცნობილ ციტატად იქცა.

 

ლარი კინგი მაყურებლებთან მძიმე პერიოდებშიც - მაგალითად, 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ის 700-ზე მეტ ადამიანს გაესაუბრა - მაშველებს, მეხანძრეებს, პოლიციელებს, დაზარალებულებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მსოფლიო ლიდერებს.

 

2010 წელს, როდესაც ლარი კინგს 77 წელი შეუსრულდა, მისი პროგრამა CNN-ზე საკუთარი სურვილით შეწყვიტა - ტელესივრცე უფრო მწვავე და პოლარიზებული გახდა, მაუწყებლები კი მემარჯვენეებად და მემარცხენეებად გაიყო. ახალ რეალობაში თითიდან გამოწოვილი სკანდალები და ფათოსური გამოსვლები ჭკვიან და ზომიერ საუბრებზე მეტ მაყურებლებს იზიდავდა.

 

თავად ლარი კინგს თავისი კარიერის მანძილზე არც ერთხელ არ გაუმხელია მისი პოლიტიკური სიმპატიები და დღემდე არავინ იცის, ვინ იყო ის - დემოკრატი, თუ რესპუბლიკელი.

 

CNN-ზე მისი ბოლო პროგრამა 2010 წლის 16 დეკემბერს გავიდა. მისი ბოლო სტუმარი არნოლდ შვარცნეგერი იყო.

 

2012 წელს კინგი ტელეეკრანზე დაბრუნდა - შოუ Larry King Now პარალელურად 3 ტელეარხზე გადიოდა - Ora TV, Hulu, და RT America.

 

მის ცხოვრებაში დიდი ტრაგედიებიც იყო - ლეგენდარულმა ტელეწამყვანმა ორივე შვილი დაკარგა -  65 წლის ენდი კინგი 2020 წელს გულის შეტევით  გარდაიცვალა, რამდენიმე კვირის შემდეგ კი კაია კინგი 52 წლის ასაკში ფილტვების კიბოს შეეწირა.

 

თავად ლარი კინგის გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად არ გამოცხადდა, თუმცა, ცნობილია, რომ მან ფილტვების და პროსტატის კიბო, ასევე გულის შეტევა გადაიტანა, ავად იყო მეორე ტიპის დიაბეტით და სტენოკარდიით, რამდენიმე წლის  წინ თითქმის 2 კვირა კომაში გაატარა.

 

რამდენიმე კვირის წინ კინგმა კორონავირუსიც გადაიტანა.

 

Larry King Live  გინესის რეკორდების წიგნში  მოხვდა, როგორც ყველა ხანგძლივი ტელეშოუ უცვლელი წამყვანით - პროგრამა 25 წელი გაგრძელდა, მის ფარგლებში 50 000-ზე მეტი ინტერვიუ შედგა.

 

CNN-ს მფლობელმა ტედ ტერნერმა მისი გარდაცვალების შემდეგ განაცხადა, რომ ლარი კინგი არა მხოლოდ მისი ერთ-ერთი უახლოესი პირადი მეგობარი, არამედ მსოფლიოში უდიდესი ტელეწამყვანი იყო. ამ განცხადებს მთელი მსოფლიო ეთანხმება, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებების განურჩევლად.

 

Forbes.com

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
ლარი კინგი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up