Forbes: კვიპროსი „ოქროს პასპორტების პროგრამას“ ხურავს

Forbes: კვიპროსი „ოქროს პასპორტების პროგრამას“ ხურავს

access_time2020-10-18 21:00:58

კვიპროსის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ინვესტიციების სანაცვლოდ პასპორტების გაცემის პროგრამას ხურავს. ის უკვე 2013 წლიდა ნმოქმედებს და საეჭვო წარმოშობის მილიონების მფლობელებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. დახურვის მიზეზი გახდა ის, რომ არსებულ ფორმაში პროგრამის მიმართ ძალიან ბევრი პრეტენზია დაგროვდა, ამიტომაც ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო.


კვიპროსი უკვე წლების მანძილზე კრიტიკის ობიექტი იმის გამო იყო, რომ ფულის სანაცვლოდ ევროკავშირის მოქალაქეობა უამრავმა თაღლითმა და კორუმპირებულმა მაღალჩინოსანმა მიიღო.


2019 წელს „ოქროს პასპორტებთან დაკავშირებით სპეციალური ანგარიში ევროკომისიამ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ პროგრამა „მოქალაქეობა ინვესტიციების სანაცვლოდ" 20-მდე ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს, თუმცა, მომხსენებლების განსაკუთრებული ყურადღება კვიპროსს, მალტას და ბულგარეთს დაეთმო.


ევროკომისიის აზრით, ეს ქვეყნები პასპორტებით ვაჭრობენ, თანაც პასპორტების დიდი თანხების სანაცვლოდ თითქმის შეუმოწმებლად არიგებდნენ.


ცეცხლი ნავთზე არაბულმა ტელეარხმა „ალ-ჯაზირამ’ დაასხა თავისი სკანდალური გამოძიებით, რომელშიც კვიპროსი პასპორტების მფლობელი 100 კონკრეტული კორუმპირებული მაღალჩინოსნის და დიქტატორულ რეჟიმებთან დაახლოვებულ ბიზნესმენთა სია გამოაქვეყნა. ტელეარხი ამტკიცებდა, რომ არც თუ ისე სუფთა ბიოგრაფის მქონე ადამიანებისთვის კვიპროსის და შესაბამისად, ევროკავშირის პასპორტის მიღება არავითარ სირთულეს არ წარმოადგენდა.


პრობლემის არსებობას თავად კვიპროსზეც აღიარებდნენ - „ალ-ჯაზირა“-ს გამოძიების შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლებამ 18 წლის მანძილზე პასპორტების გაცემის ყველა შემთხვევა განიხილა და 33 „ოქროს პასპორტი“ გააუქმა.



როგორ მუშაობდა პროგრამა?


მოქალაქეობის მიღების მსურველს მინიმუმ 2 მლნ. ევროს ღირებულების საცხოვრებელი ან კომერციული ფართი უნდა ეყიდა. პროცედურა ასევე თავად მსურველის და მისი ოჯახის წევრების, მათი შემოსავლების წყაროების და საქმიანობის შესწავლას გულისხმობდა.


რა მოელის იმათ ვინც განაცხადი უკვე შეიტანა და გადაწყვეტილებას ელოდება?


ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. შესაძლოა, დაშვებულ იქნება მცირე პერიოდი იმათთვის ვინც უკვე იყიდა ქონება, ფული ჩადო და დადებითი გადაწყვეტილების იმედი აქვს. შესაძლოა, პროგრამა, კორექტივების შეტანის შემდეგ ისევ ამოქმედდეს, თუმცა ყველა შემთხვევაში ის გაცილებით უფრო რთული და კონსერვატიული იქნება.


რატომ იყო პროგრამა პოპულარული?


სიძვირის მიუხედავად, პროგრამაზე დიდი მოთხოვნა იმის გამო იყო, რომ ის მარტივი და სწრაფი იყო, ხოლო კვიპროსის პასპორტი 174 ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას იძლევა. კვიპროსის მოქალაქეობა ასევე ბიზნესისთვის იყო მომგებიანი მიმზიდველი საგადასახადო სისტემის და კარგი ბიზნეს-კლიმატის გამო.


რა ინტერესი აქვს კვიპროსს?


ქვეყანამ პროგრამა მაშინ შეიმუშავა, როდესაც მწვავე კრიზისში იმყოფებიდა. „ოქროს პასპორტების“ გაცემამ ეკონომიკურ ზრდას ბიძგი მისცა - უძრავ ქონებაზე ფასები უცხოელების მხრიდან ინტერესის გამო მკვეთრად გაიზარდა. პროგრამის მოქმედების პერიოდში ოქროს პასპორტი 4000-მა უცხოელმა მიიღო, მათ კვიპროსის ეკონომიკაში 7,9 მლრდ. დოლარი შემოიტანეს და ეს მაშინ, როდესაც კვიპროსის მშპ 20 მლრდ. დოლარია.


Forbes

თენგიზ აბლოთია


თეგები:
კვიპროსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up