Forbes: კრიპტორბოლის მთავარი გამარჯვებულები

Forbes: კრიპტორბოლის მთავარი გამარჯვებულები

access_time2021-01-23 19:00:32

კრიპტოვალუტების პოპულარობასთან ერთად იმ ადამიანების ქონებაც იზრდება, ვინც თავის დროზე გარისკა და ვირტუალურ ფულში მილიონები ჩადო. დღეს მათი ქონება უკვე მილიარდებს შეადგენს.


1.კემერონ და ტაილერ უინკლვოსები - კრიპტოვალუტის აქტივების სავარაუდო მოცულობა 1,4-14 მლრდ. დოლარი

ეს მეწარმეები მსოფლიომ იმით გაიცნო, რომ მათ სოციალური ქსელის შექმნისთვის იმ დროს დამწყები პროგრამისტი მარკ ცუკერბერგი დაიქირავეს. შემდეგ მათ უჩივლეს Facebook-ის დამაარსებელს იდეის მოპარვის ბრალდებით და სავარაუდოდ, 11 მლნ. დოლარის კომპენსაციაც მიიღეს. მთელი თანხა მათ 2012 წელს ბიტკოინებში ჩადეს, რაც იმ დროს ძალიან დიდი რისკი იყო.


ვინკლვოსებმა კრიპტობირჟა Gemini დააარსეს, სადაც დღეში 300 მლნ. დოლარის გარიგებები ხორციელდება. 2013 წელს ტყუპები 11 მლნ . დოლარის ბიტკოინებს ფლობდნენ. მაშინ ერთი ბიტკოინი 120 დოლარ იღირდა. თუ დავუშვებთ, რომ მათ იმ აქტივების დიდი ნაწილი შეინარჩუნეს, გამოდის რომ ყოველი მათგანი 1,4 მლრდ. დოლარი კრიპტოაქტივებს ფლობს.


2. მეტიუ როსზაკი - კრიპტოვალუტის აქტივების სავარაუდო მოცულობა 1,2 მლრდ. დოლარი

2000-ნ წლებში როსზაკი ვენჩურული ინვესტიციების დარგში მუშაობდა და პირველი ბიტკოინები 2012 წელს იყიდა. დღეს ის კრიპტოვალუტების მომსახურეობის დარგში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის Bloq-ს ფლობს.


Forbes-ის შეფასებით, მისი კრიპტოვალუტური კაპიტალი წლის მანძილზე 300 მლნ.-დან 1,2 მლრდ. დოლარამდე გაიზარდა.



3. ტიმ დრეიპერი, კრიპტოვალუტის აქტივების სავარაუდო მოცულობა 1,1 მლრდ. დოლარი

1985 წელს ის სილიკონის ველის ერთ-ერთი პირველი ვენჩურული ოჯახური ფონდის Draper Fisher Jurvetson-ის პარტნიორი გახდა. ფონდმა ინვესტიციები მრავალ სტარტაპში ჩადო, მათ შორის Tesla-ში.


2014 წელს დრაიპერმა 29 656 ბიტკოინი შეიძინა, თითო 632 დოლარად, ანუ ჯამურად 18,7 მლნ. დოლარად, დღეს ამ აქტივების ღირებულება 1.1 მლრდ.-მდე გაიზარდა.


„დოლარი - წარსულის, ხოლო ბიტკოინი - მომავლის ვალუტაა. დღეს ჩვენ დოლარიდან ბიტკოინზე გადასვლის პროცესს ვხედავთ, შესაბამისად, მებიტკოინების აქტივების ყიდვას ვაგრძელებ“ - განაცხადა დრაიპერმა.


4. მაიკლ სეილორი, კრიპტოვალუტის აქტივების სავარაუდო მოცულობა 600 მლნ. დოლარი

ანალიტიკური ფირმა MicroStrategy-ს დირექტორი მაიკლ სეილორი კრიპტო ბაზარზე 2020 წელს შემოვიდა, როდესაც კოლეგები 1,1 მლრდ. დოლარის ბიტკოინების ყიდვის მომგებიანობაში დაარწმუნა. 11 აგვისტოდან, როდესაც MicroStrategy-მ ბიტკოინების ყიდვა დაიწყო, მისი აქციები 400%-ით გაძვირდა. სეილორის თქმით, მან 17 732 ბიტკოინი 174 მლნ. დოლარად შეიძინა. დღეს ეს აქტივი 600 მლნ. დოლარამდე გაიზარდა და თუ გავითვალისწინებთ მის წილს MicroStrategy -ში, აშკარაა, რომ საქმე მილიარდერთან გვაქვს.


5. მარკ ნოვოგრაცი, კრიპტოვალუტის აქტივების სავარაუდო მოცულობა 487 მლნ. დოლარი

Goldman Sachs-ის ყოფილმა ტოპ-მენეჯერმა ნოვოგრაცმა 2013 წელს 7 მლნ. დოლარის ბიტკოინები იყიდა და ამ აქტივებით კრიპტოვალუტების სერვისის და ინვესტიციების კომპანია Galaxy Investment Partners შექმნა.


ღია ინფორმაციის თანახმად, კომპანიის კრიპტოაქტივების მოცულობა 621 მლნ. დოლარია, რაც 300%-ით მეტია, ვიდრე 3 თვის წინ. ნოვაგრაცი Galaxy-ის 77%-ს ფლობს, რაც შესაძლებელია 478 მლნ. დოლარად შეფასდეს. ეს მაჩვენებელი მის პირად საკუთრებაში მყოფ ბიტკოინებს არ ითვალისწინებს, რადგანაც მეწარმე ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.


6. ვიტალიკ ბუტერინი, კრიპტოვალუტის აქტივების სავარაუდო მოცულობა 300 მლნ. დოლარი

პოპულარობით მეორე კრიპტოვალუტის, ეთერიუმის შემქმნელი ვიტალიკ ბუტერინიც გამდიდრდა. ეთერიუმის კაპიტალიზაცია დღეს 123 მლრდ. დოლარად ფასდება. ბუტერინი მის მიერ შექმნილი კრიპტოვალუტის 360 მლნ. დოლარის ღირებულების აქტივებს ფლობს. 2019 წელს იგივე აქტივები 45 მლნ. დოლარი ღირდა.


თენგიზ აბლოთია

წყარო: forbes.ru






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up