Forbes: კოსმოსური ომი ილონ მასკს და ჯეფ ბეზოსს შორის გრძელდება

Forbes: კოსმოსური ომი ილონ მასკს და ჯეფ ბეზოსს შორის გრძელდება

access_time2020-08-21 20:00:17

კოსმოსური ომი ორ მილიარდერს შორის უკვე რამდენიმე წელი გრძელდება და ამ ეტაპზე ილონ მასკი იგებს, რადგან მან პილოტირებადი ხომალდი კოსმოსში პირველმა გაუშვა და სამხედროებისგან სარაკეტო ძრავების წარმოების შეკვეთა მიიღო. თუმცა, მასკი მხოლოდ ბრძოლას იგებს და არა ომს, კონკურენცია წლების მანძილზე გაგრძელდება.


7 აგვისტოს მასკის SpaceX -მა და United Launch Alliance-მა (Lockheed Martin-ის და Boeing-ის ერთობლივმა საწარმომ) ორი ხუთწლიანი კონტრაქტი მოიგეს. ისინი აშშ-ს კოსმოსური ძალებისთვის 653 მლნ. დოლარის სარაკეტო ძრავებს გამოუშვებენ. ამ კონტრაქტის მიზანია ამერიკელების მხრიდან რუსულ რაკეტებზე უარის თქმა. ასევე აშშ-ს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ კერძო კომპანიები კოსმოსური ფრენების გაიაფებას მოახერხებენ.


აშშ-ს კოსმოსური და სარაკეტო სისტემების ცენტრის სარდლის ჯონ ტომპსონის თქმით, SpaceX და ULA-სთან გაფორმებული ხელშეკრულებები „კოსმოსურ ფრენებში ამერიკული ინოვაციების ისტორიაში ახალი ათწლეულის გათენებას ნიშნავს“.


„ამ კონტრაქტის მოსაპოვებლად ჯეფ ბეზოსის BlueOrigin-იც იბრძოდა, თუმცა, წაგების მიუხედავად, ის, ისევე როგორც SpaceX, მომავალში სარაკეტო გაშვებების ბაზარზე გავლენას კვლავაც მოახდენს“  - მიიჩნევს ვენჩურული ფონდის Seraphim Capital -ის მმართველი პარტნიორი ჯეიმს ბრიუგერი.


მისი თქმით, მათ შორის ძალიან მწვავე კონკურენცია იქნება. ორივე კომპანია თანამგზავრების გაშვებას და მთელს მსოფლიოში იაფი ინტერნეტის გავრცელებას გეგმავს, ამიტომაც მათ შორის ომი კიდევ დიდხანს არ შეწყდება.



ბრიუგერს არ გაუკვირდა ტენდერში მასკის გამარჯვება. მასთან ერთად პროგრამაში ისეთი გიგანტების მონაწილეობა, როგორც Lockheed Martin და Boeing-ია კონტრაქტის ეფექტურად შესრულების მეტ შანსს იძლევა, ვიდრე სრულიად ახალ მოთამაშესთან საქმის დაჭერა.

„სამხედროები ამას ზედმეტად სარისკოდ ჩათვლიდნენ“, - მიიჩნევს ბრიუგერი.


მისი თქმით, SpaceX სადღეისოდ უფრო ავტორიტეტულია, ვიდრე Blue Origin, რადგანაც ის მთავრობასთან უკვე წლების მანძილზე წარმატებულად თანამშრომლობს. კერძოდ, ათავსებს ორბიტაზე სამთავრობო თანამგზავრებს და ახდენს ტვირთების ტრანსპორტირებას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე.


„SpaceX-მა უკვე გაუშვა კოსმოსში ადამიანების მიერ მართული რაკეტა და ამით კომერციული კოსმონავტიკის ეპოქა გახსნა,“ - ამბობს ვენჩურული ფონდის IQ Capital-ს დირექტორი დენიელ კერიუ.


ტენდერის შედეგებთან დაკავშირებით Blue Origin-მა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კომპანია „გულაცრუებულია მის შემოთავაზებაზე უარის თქმით“.


„ჩვენ დავამუშავეთ წარმოუდგენლად მიმზიდველი პროექტი, რომელშიც უპრეცედენტო კერძო ინვესტიციები - 2,5 მლრდ. დოლარი ჩაიდო. ჩვენმა რაკეტამ New Glenn-მა დიდი ტვირთამწეობა და მაღალი კონკურენტუნარიანობა ფასის თვალსაზრისით არაერთხელ აჩვენა“ - ნათქვამია Blue Origin-ის განცხადებაში.


forbes.com

თენგიზ აბლოთია

თეგები:
ილონ მასკი



Wall Street Journal: კორონავირუსით გარდაცვალების 821 000 შემთხვევა, რომელიც კოვიდ-სტატისტიკაში არ ფიგურირებს

Wall Street Journal:  კორონავირუსით გარდაცვალების 821 000  შემთხვევა, რომელიც კოვიდ-სტატისტიკაში არ ფიგურირებს
access_time2021-01-18 19:30:18
მსოფლიოში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ 2 მლნ.-ს მიაღწია, თუმცა, ეს მხოლოდ ოფიციალურად - რეალობა კი ბევრად უფრო მძიმეა  - 59 ქვეყნაში შექმნილი მდგომარეობის ანალიზი ცხადყოფს, რომ პანდემიის გამო 2,8 მლნ. ადამიანი გარდაიცვალა.   ამ 59 ქვეყანაში სიკვდილიანობა წინა წლებთან შედარებით 12%-ით გაიზარდა და  ამ შემთხვევების ნაწილი ერთი შეხედვით პანდემიასთან კავშირში არაა. მაგრამ ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჭარბი სიკვდილიანობის მიზეზია...

620 კილომეტრი საათში – ჩინეთმა ჩქაროსნული მატარებლის ახალი პროტოტიპი წარადგინა

620 კილომეტრი საათში – ჩინეთმა ჩქაროსნული მატარებლის ახალი პროტოტიპი წარადგინა
access_time2021-01-18 18:35:17
ჩინეთმა ახალი ჩქაროსნული მაგლევის მატარებლის პროტოტიპი წარადგინა, რომელსაც CNN–ის ინფორმაციით, საათში 620 კილომეტრის დაფარვა შეუძლია.   21 მეტრის სიგრძის მატარებელი მაღალი ტემპერატურის სუპერგამტარ (HTS) სიმძლავრით მუშაობს, ერთი შეხედვით ეს მაგნიტიზირებულ ლიანდაგებზე მოძრაობას გავს. მატარებლის პროტოტიპი მედიას სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში, 13 იანვარს წარუდგინეს, რომლის საჩვენებლად უნივერსიტეტის მკვლევარებმა 165 მეტრიანი ტრასა სპეციალურად ააშენეს, – წერს Xinhua...

ავსტრალიაში ქართული ღვინის მუზეუმი იხსნება

ავსტრალიაში ქართული ღვინის მუზეუმი იხსნება
access_time2021-01-18 17:30:45
კომ­პა­ნია “მუ­კა­დო ვა­ი­ნის” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და მთა­ვა­რი მეღ­ვი­ნე ლადო უზუ­ნაშ­ვი­ლი ავ­სტრა­ლი­ა­ში ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მუ­ზე­უმს ხსნის. ბა­ტო­ნო ლადო, მოგ­ვი­ყე­ვით უფრო ვრცლად ამ ამ­ბის შე­სა­ხებ: 25 წე­ლია ვცხოვ­რობ და ვსაქ­მი­ა­ნობ ავ­სტრა­ლი­ა­ში. ჩემი წას­ვლა მოხ­და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის...

ანბანის ფორმის კოტეჯები და გალერეები - როგორი იქნება ქართული ანბანის ტურისტული ცენტრი (ფოტოები)

ანბანის ფორმის კოტეჯები და გალერეები - როგორი იქნება ქართული ანბანის ტურისტული ცენტრი (ფოტოები)
access_time2021-01-18 16:20:26
ქართული ანბანის ასო-ბგერებისგან შემდგარი, საქართველოს რუკის ფორმის ახალი ტურისტული ცენტრის გეგმა არქიტექტურულ კომპანია „არტიტექს“ ეკუთვნის. როგორც იდეის ავტორმა არქიტექტორმა დადუნა შათაშვილმა კომერსანტთან ისაუბრა, ეს არის პროექტი, რომელიც უცხოელ ტურისტს საშუალებას აძლევს არა მხოლოდ გაიცნოს ქართული ანბანი, არამედ ასო ბგერების კონსტრუქცია გათვლილია სასტუმროს ნომრის სივრცეზე, ანუ მას კოტეჯის დანიშნულება ექნება. ასევე ეს კონსტრუქციები შესაძლებელია საგამოფენო ან კომერციულ ფართებად...

ნიკორა: კარანტინის დროს სავაჭრო ქსელებში ხილ-ბოსტნეულის გაყიდვები გაიზარდა

ნიკორა: კარანტინის დროს სავაჭრო ქსელებში ხილ-ბოსტნეულის გაყიდვები გაიზარდა
access_time2021-01-18 15:10:31
„ნიკორა“ - საქართველოში სასურსათო მაღაზიების რაოდენობის მიხედვით ყველაზე მსხვილი ქსელია.ბოლო 10 წლის მანძილზე მისი ბრენდის ქვეშ მომუშავე მაღაზიების რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა და 330-ს მიაღწია, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.საიტი EastFruit „ნიკორა ტრეიდის“ დირექტორს დავით ურუშაძეს გასული წლის შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე გაესაუბრა.რა გავლენა მოახდინა პანდემიამ ზოგადად ქსელურ ვაჭრობაზე და კერძოდ „ნიკორაზე“?კორონავირუსთან დაკავშირებულმა...


მსგავსი სიახლეები

up