Forbes: კორონავირუსმა მწარმოებლები დააზარალა

Forbes: კორონავირუსმა მწარმოებლები დააზარალა

access_time2020-02-04 19:45:37

ახალმა ჩინურმა ვირუსმა მწარმოებლების აქციების ღირებულება გააუფასურა. სწორედ აღნიშნულმა ვირუსიმა ჩამოართვა ფრანგული კონცერნის LVMH-ს მფლობელს ბერნარ არნოს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის წოდება.

 

 ზოგადად, ფუფუნების საგნები კარგად იყიდება აზიაში, სადაც ბოლო ათწლეულებში ეკონომიკურმა ზრდამ   ბევრი ახალგამდიდრებული ადამიანი წარმოშვა, რომლებსაც სწყურიათ მოხმარება  - მაშინ როდესაც ევროპაში ლუქს-საქონელი ნაკლებად იყიდება იმის გამო, რომ ევროპაში ცუდ ტონად ითვლება სიმდიდრის დემონსტრირება და ჭარბი მოხმარება.ანალიტიკური კომპანიის  Bain&Company-ს ინფორმაციით, პერსონალური ლუქს-საქონლის  (ტანსაცმელი, ჩანთები, საათები, და სამკაულები) ბაზარზე ჩინეთის წილმა 2019 წელს  35%-ს მიაღწია, თანაც ამ პროდუქციის დიდი ნაწილის შეძენა  მოგზაურობების დროს ხდება.

 

2019 წელს ლუქს-კლასის გაყიდვები  4%-ით  310 მლნ. დოლარამდე გაიზარდა. თუ ჩავთვლით იაპონიას  და სხვა მდიდარ აზიურ ქვეყნებს, სწორედ აზიაზე მოდის ამ ბაზრის 50%-ზე მეტი.დღეს ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მუშაობს ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და ჩანთების მწარმოებელი ქარხნები ჩინეთში, ბანგლადეშში, ვიეტნამში, კამბოჯაში, და ა.შ.

 

ამჟამად მილიონობით ჩინელი იმყოფება კარანტინში, ბევრმა ჩინელმა გადაიფიქრა მოგზაურობაში წასვლა, ხოლო ძირითადმა ლუქს-ბრენდებმა  მაღაზიები ეპიდემიის ეპიცენტრში დახურეს.პარიზში მოდური მაღაზიების თანამშრომლები აღნიშნავენ გაყიდვების მკვეთრ ვარდნას, ხოლო ჩინურ პლათფორმა WeChat-ზე მომუშავე მოვაჭრეები ფუფუნების საგნების ნაცვლად, დღეს  დეზინფექციის საშუალებებს ყიდიან.

 

ზოგადად, ეპიდემიები  და ეკონომიკური კრიზისები პირველ რიგში  სწორედ ლუქს-საქონლის ბაზარს აზარალებენ. როგორც ჩანს, ამ აზრს იზიარებენ ინვესტორებიც. ისინი იშორებენ და ყიდიან ამ ტიპის კომპანიების აქციებს, რაც აისახა მათ ღირებულებაზე  - ფუფუნების საგნების მწარმოებლების აქციები ამ დროისთვის საშუალოდ 15%-ით  გაიაფდა.ეს ხდება მაშინ, როდესაც კორონავირუსის გამოჩენამდე მათი აქციები პირიქით, სწრაფად ძვირდებოდა -  LVMH, Kering, Hermes, Moncler-ის კაპიტალიზაციამ მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს, ხოლო  LVMH-ს მფლობელი ბერნარ არნო გახდა ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში.

 

თუმცა, არნოს ბედნიერება  სულ რაღაც 3 დღე გაგრძელდა - შემდეგ მოვიდა კორონავირუსი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა.ანალიტიკოსები   დღევანდელ სიტუაციას 2003 წელს ადარებენ, როდესაც ასევე ჩინეთში  ატიპიურმა პნევმონიამ იფეთქა.

 


 Citi-ს ექსპერტების თქმით, მაშინ ეპიდემიასთან დაკავშირებულ ქვეყნებში ტურიზმი  80%-ით ჩამოიშალა, ხოლო ლუქს-გაყიდვები   10%-ით შემცირდა.თუმცა, შვეიცარიული ბანკის UBS-ის ინფორმაციით, 2003 წელს ფუფუნების საგნების ბაზარი გაცილებით ნაკლებად იყო დამოკიდებული ჩინელებზე. მათზე მოდიოდა გაყიდვების მხოლოდ 10%.

 

UBS  პროგნოზირებს ლუქს-ბაზრის ვარდნას 2020 წლის მხოლოდ  პირველ კვარტალში. თუ ამ პერიოდში ვარდნა 20%-ის ფარგლებში  იქნება, ეს   დარგის წლიურ მოგებას 15%-ით შეამცირებს. თუ კვარტალური გაყიდვები შემცირდება 30%-ით, წლის ბოლოსთვის ლუქს-კორპორაცოიები   მოგების 24%-ს დაკარგავენ.

 

ყველაზე მეტად დაზარალდებიან ძვირადღირებული საათების მწარმოებლები -  Swatch და Richemont,  რომელთა გაყიდვების 50%, ხოლო შემოსავლის 45%   სწორედ ჩინეთზე მოდის. ყველაზე მდგრადები იქნებიან LVMH (ძირითადი ბრენდები  Louis Vuitton და Dior), Kering (ბრენდი Gucci) და Hermes   -  მათი დამოკიდებულება ჩინელ მომხმარებელზე შეადგენს 30-35%-ს.

 

გაყიდვების გეოგრაფიის და პროდუქტების დივერსიფიკაციის გამო, LVMH ყველაზე ნაკლებადაა დამოკიდებული ჩინელ მომხმარებლებზე - ამბობს Bloomberg Opinion-ის ექსპერტი  ანდრეა ფელსტედი.„LVMH- ასევე შეუძლია აზიაში ზარალის შემცირება იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია  უარყოფითი სცენარით განვითარდა. ერთი სიტყვით,ისინი გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე, მაგალითად, Swatch,  რომლი ყოველ მეორე საათს  ჩინელები ყიდულობენ  - აღნიშნავს ფელსტედი.

 

თავად კომპანიები ამ ეტაპზე იმედოვნებენ, რომ ეპიდემია დიდხანს  არ გაგრძელდება.ბერნარ არნომ ივარაუდა, რომ ეპიდემია  მაქსიმალურ სიმწვავეს მომდევნო 2-3 კვირაში მიაღწევს. სიტუაციის გაუმჯობესება  კი  მარტის ბოლოდან დაიწყება.

 

„თუ ეპიდემია გაგრძელდება 2-3 თვე - ეს არც ისე ცუდი იქნება“  - მიიჩნევს  LVMH -ს მფლობელი.თუმცა, მისი თქმით, თუ კორონავირუსის ეპიდემია 2 წლით გაჭიანურდა, ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა იქნება.Swatch-ს დირექტორმა ნიკ ჰაიეკმა ასევე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემია  რამდენიმე თვეში დასრულდება, კომპანია ზარალის ანაზღაურებას წლის დარჩენილ პერიოდში შეძლებს.

 

 Citi-ს ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ახალი ვირუსი  გავლენას მოახდენს გაყიდვებზე ძირითადად ჩინეთში.ისინი ასევე მიიჩნევენ, რომ მოსალოდნელ ზარალს ასევე შეამცირებს ინტერნეტ-გაყიდვების გააქტიურება და ხარჯების შემცირება.

 

 თუმცა,  Bain&Company-ს  ინფორმაციით, ფუფუნების საგნების მხოლოდ 12% იყიდება ინტერნეტით. სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ჩინელი მომხმარებლები შეცვლიან თავიანთ ჩვევებს.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up