Forbes: კორონავირუსის მეორე ტალღის შიშით, აშშ-ს საფონდო ბაზარზე საბირჟო ინდექსები მვეთრად დაეცა

Forbes: კორონავირუსის მეორე ტალღის შიშით, აშშ-ს საფონდო ბაზარზე საბირჟო ინდექსები მვეთრად დაეცა

access_time2020-06-12 21:00:31

11 ივნისს აშშ-ში ყველა საბირჟო ინდექსი მკვეთრად დაეცა - ეს მაშინ, როდესაც სულ რაღაც 2 დღის წინ ბაზრებე  რეკორდული ზრდა დაფიქსირდა .მაგალითად, 10 ივნისს Apple-ის კაპიტალიზაციამ პირველად კომპანის არსებობის მანძლზე 1,5 ტრლნ.-ს გადააჭარბა, თუმცა, უკვე მეორე დღეს მისი აქციები 3,3%-ით გაიაფდა. ასევე 10 ივნისს Tesla-ს აქციების ფასმა 1000 დოლას გადააჭარბა. 


ბაზრების ვარდნის ძირითადი მიზეზია კორონავირუსის მეორე ტალღის რეალური საფრთხე. რამდენიმე შტატში 3 დღის მანძილზე დაინფიცირების შემთხვევების რეკოდრული ზრდა საკარანტინო შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დაფიქსირდა. მაგალითად, რეგულაციები ტეხასმა ერთ-ერთმა პირველმა შეარბილა, 10 ივნისს კი ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა 2500-ით გაიზარდა.



მეორე ტალღის მოლოდინში ყველაზე მეტად იმ კომანიების აქციები დაეცა, რომლებიც კარანტინის მოხსნისგან ყველაზე მეტი მოგება უნდა მიეღოთ - არასასურსათო სავაჭრო ქსელები, ავიაკომპანიები და ტურისტული ბაზრის მოთამაშეები.მათ ღირებულების 9-დან 14%-მდე დაკარგეს.ინვესტორებზე ნეგატიურად ასევე აშშ-ს ეკონომიკის პროგნოზემა იმოქმედა. 


გასულ კვირას უმუშევრობის შემწეობის მიღების თხოვნით შესაბამის ორგანოებს 1,5 მლნ ამერიკელმა მიმართა.ეს ძალიად დიდი ციფრებია, ხოლო ბოლო 3 თვის მანძილზე შემწეობა 44 მლნ. ამერიკელმა მოითხოვა.ასევე 9%-ით გაიაფდა  ნავთობიც. იგივე მიზეზით  ინვესტორები შიშობენ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში დაწყებული ეკონომიკის გახსნის პროცესი კორონავირუსის მეორე ტალღის გამო შეჩერდება. ეს კი შავი ოქროს ღირებულების ვარნდნას კიდევ ერთხელ გამოიწვევს.თანაც აშშ-ს ნავთობის მარაგები მაქსიმუმამდეა ასული, ხოლი ეკონომიკის აღდგენის პროცესი ჯერ კიდევ საეჭვოა.



„კარანტინის შერბილებისითანავე ბაზრის სწრაფი აღდგენა დაიწყო, დღეს კი ჩვენ უკუსვლას ვხედავთ. ამის მთავარი მიზეზია ვირუსის შემოტევის მეორე სერია.“ - განაცხადა საინვესტიციო კომპანია UBS Global Wealth Management-ს დირექტორმა სოლიტა მარჩელიმ.




წყარო: forbes.ru

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up