Forbes: კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მილიარდებს იყოფენ

Forbes: კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მილიარდებს იყოფენ

access_time2021-02-28 20:00:27

ამჯერად უკვე ოფიციალურად- კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ერთმანეთს შორდებიან.


ჭორები ამ თემაზე დიდხანს ვრცელდებოდა, თუმცა, ამჯერად საქმემ ოფიციალური ხასიათი მიიღო - კიმ კარდაშიანმა 7-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაყრაზე განაცხადი უკვე შეიტანა.


ინფორმაცია ამის თაობაზე პირველმა საიტმა TMZ-მა გაავრცელა, კარდაშიანის წარმომადგენელმა ის დაადასტურა. მეუღლეები მშვიდობიან შორდებიან, და მათ 4 შვილზე ერთობლივ მეურვეობაზე შეთანხმდნენ.


თავის დროზე წყვილმა საქორწინო კონტრაქტი დადო რაც მათი ერთობლივი 2,1 მლრდ. დოლარის ღირებულების ქონების გაყოფას მნიშვნელოვნად გაამარტივებს. ორივე ცოლ-ქმარ საკუთარსაც და ერთობლივ აქტივებსაც ფლობს. სავარაუდოდ, მათი კერძო საკუთრება მათვე დარჩებათ, ისევე, როგორც ამ აქტივებიდან მიღებული შემოსავალი.


მაგალითად, კანიე უესტი ბრენდ Yeezy-ს, ხოლო კიმ კარდაშიანი - კოსმეტიკის მწარმოებელს KKW Beauty-ს ფლობს.


უფრო რთულადაა საქმე საერთო ქონების გაყოფის კუთხით, მათ შორისაა სასახლე კალიფორნიის საკურორტო ქალაქ კალაბასასში, სადაც მხოლოდ ერთი ნიჟარა 30 000 დოლარი ღირს. თუმცა, საერთო აქტივები მათი ჯამური ქონების მხოლოდ 5%-ს შეადგენს.


გაყრამდე ბოლო 6 თვე წყვილისთვის საკმაოდ მ მძიმე იყო. მათი ოჯახური პრობლემები სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა, კანიე უესტი კი ცეცხლზე ნავთს თავისი საპრეზიდენტო კამპანიით ასხამდა.


ამ დროისთვის ისინი უკვე ცალ-ცალკე ცხოვრობენ - კიმ კარდაშიანი - ბავშვებთან ერთად კალაბასასში, ხოლო კანიე უესტი - სახლში შტატ ვაიომინგში. ბოლო თვეების მანძილზე ისინი თერაპევტთან დადიოდნენ, და ოჯახის შენარჩუნებას ცდილობდნენ.



Forbes -მა დაითვალა სავარაუდოდ, ვის რა ღირებულების ქონება დარჩება.


კანიე უესტის ქონება 1,3 მლრდ. დოლარს შეადგენს. ის თავის მეუღლეზე მდიდარი, თუმცა მისი აქტივების დიდი ნაწილი არალიკვიდურია.


მისი მთავარი აქტივია ფეხსაცმლის ბრენდი Yeezy, რომელიც 200-დოლარიანი სპორტული ფეხსაცმლითაა ცნობილი. თუმცა, პროდუქტს უშუალოდ აწარმოებს და ყიდის Adidas, ხოლო კანიე უესტი ბრენდის მოგების 11%-ს იღებს.


სადღეისოდ ბრენდის ღირებულება 1,26 მლრდ. დოლარია.



კიმ კარდაშიანის ქონება ნაკლებია - 780 მლნ. დოლარი, თუმცა, მისი აქტივები ბევრად უფრო ლიკვიდურია, და მომხმარებელთა განწყობებზე ნაკლებადაა დამოკიდებული.


ისევე როგორც უესტის შემთხვევაში, კარდაშიანის ქონების დიდი ნაწილი საკუთარ ბრენდზე მოდის - კერძოდ, ის ფლობს 500 მლნ. დოლარად შეფასებულ წილს კოსმეტიკურ კომპანიაში KKW Beauty-ში.


კიდევ 250 მლნ. სხვა ინვესტიციებში და საბანკო ანგარიშებშია.


კარდაშიანმა მრავალმილიონიანი კაპიტალი ტელეშოუ „კარდაშიანების ოჯახი“-ს წყალობით დააგროვა. პროგრამა 13 წელი გაგრძელდა.


მეუღლეები რამდენიმე სახლს ფლობენ, და რამდენიმი იპოთეკური სესხი აქვთ აღებული. მათ უძრავ ქონებაში შედის უკვე ხსენებული მამული კალაბასასში, ორი რანჩო ვაიომინგში, და ბინა მაიამიში.


წყვილი ასევე 5 მლნ. დოლარის ხელოვნების ნიმუშებს, 4 მლნ. დოლარის ავტომობილებს, და 300 000 დოლარის მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს ფლობს.


მთელი ამ ქონების გაყოფა საქორწინო კონტრაქტის პირობებზეა დამოკიდებული, და სამშვიდობო შეთანხმებაზე ყოფილ მეუღლეებს შორის, რომლის მიღწევასაც მათი იურისტები მოახერხებენ.


სავარაუდოდ, ქონება 50-50-ზე გაიყოფა. ყოველ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ ნაწყენი არავინ დარჩება.


Forbes.com


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up