Forbes: IT-გიგანტების აქციების ფასი მკვეთრად შემცირდა

Forbes: IT-გიგანტების აქციების ფასი მკვეთრად შემცირდა

access_time2021-10-06 20:00:07

Facebook, Amazon, Apple, Netflix და Alphabet-ის აქციების ფასის ჩამოშლის შემდეგ ამერიკულ ბაზრებზე სხვა მსხვილი კომპანიების კაპიტალიზაციაც მკვეთრად შემცირდა.

 


ყველა კომპანიას ამის თავისი მიზეზები გააჩნია, თუმცა ინვესტორები ამაში დიდი სურათის ნაწილს ხედავენ და უახლოეს თვეებში არასტაბილურობას პროგნოზირებენ.

 


მაღალტექნოლოგიური გიგანტების შემდეგ 2%-ით დაეცა ინდექსი S&P 500, რომელიც 500 უმსხვილესი ამერიკული კომპანიის მაჩვენებლებს ასახავს, გარდა ამისა 1%-ით დაეცა მაღალტექნოლოგიური ინდექსი Nasdaq 100, ხოლო Dow Jones - 2%-ით.

 


ე.წ. FAANG-მა — Facebook, Amazon, Apple, Netflix и Alphabet — ჯამურად  1 დღის მანძილზე 243 მლრდ. დოლარის კაპიტალიზაცია დაკარგეს.

 


„ისინი ბაზრის დიდ ნაწილს წარმოადგენენ. S&P 500-ში შემავალი დანარჩენი 495 კომპანიის აქციებით ამ დანაკარგის კომპენსირება რთულია“, - ამბობს Adams Funds-ის ექსპერტი მარკ სტოკლი.

 


ვარდნის ერთ-ერთი მიზეზია ზედიზედ რამდენიმე ცუდი ამბავი სიაში შემავალი კომპანიებისთვის. წლის დასაწყისში დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ვარდნის შემდეგ, ბოლო კვირები მერყეობით გამოირჩეოდა. და ეს ცუდი ამბები საერთო სურათის მხოლოდ ერთი ნაწილია.


 


ინვესტორები ხედავენ, რომ ინფლაცია იზრდება, სახელმწიფო ობლიგაციებზე მოთხოვნა კი მატულობს, რაც ახლო მომავალში მაღალტექნოლოგიური კომპანიების აქციებზე მოთხოვნას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

 


სხვა ტექნოგიგანტებზე მეტად Facebook-ის აქციები გაიაფდა - ვარდნამ 5% შეადგინა, რის შედეგადაც სოციალური ქსელის კაპიტალიზაცია 50 მლრდ. დოლარით შემცირდა. ამას ორი მიზეზი აქვს - ერთია WhatsApp, Instagram და Facebook-ის მუშაობის მრავალსაათიანი და უპრეცედენტო შეფერხება.

 


მეორე კი - კომპანიის ყოფილი თანამშრომლის ფრენსის ჰაგენის განცხადება Facebook-ის შიდა დოკუმენტაციის გაჟონვის თაობაზე. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის კომპანიის წინააღმდეგ კონგრესს ჩვენებებს მისცემს.

 


სხვა ტექნოგიგანტების ვარდნა შედარებით მოკრძალებული იყო - Alphabet-მა 3%, Amazon-მა 2,85%, Netflix-მა 2,6%, Apple -მა 2,4%, Microsoft -მა 2% დაკარგეს.

 


ზოგადად წნეხი მაღალტექნოლოგიურ კომპანიებზე  განაკვეთების მატებამაც გაზარდა - ინვესტორები მათ ფასიან ქაღალდებს ყიდიან, მაგრამ ვარდნა იმდენად ძლიერია არაა რომ კომპანიებისთვის კრახით დასრულდეს - მიიჩნევს Dakota Wealth-ის მენეჯერი რობერტ პავლიკი.

 


Deutsche Bank-ის ანალიტიკოსის ჯიმ რაიდის აზრით, ინვესტორებს ბევრი საკითხი აწუხებთ.

 


„დღეს ევროპაში და ამერიკაში ენერგოკრიზისია, მიწოდების ჯაჭვში შეფერხება, სუსტი ზრდის ნიშნები და ბევრი საუბრები სტაგფლაციის თაობაზე“, - ამბობს ის.

 


პოსტპანდემიური ზრდა, როგორც ჩანს შენელდა - ფასები იზრდება, ენერგოკრიზისი ღრმავდება, ოპტიმიზმი კლებულობს. ინვესტორების გამწყობებზე ნეგატიურად აისახება ასევე ინფორმაცია ამერიკის სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდის თაობაზეც. შედეგად, ბაზრები მერყეობამ მოიცვა და ინვესტორების პროგნოზით არასტაბილურობა მომდევნო თვეებში კიდევ უფრო გაიზრდება.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up