Forbes-ის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 400 მილიონი დოლარით შემცირდა

Forbes-ის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 400 მილიონი დოლარით შემცირდა

access_time2016-03-01 17:46:56

Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების საიუბილეო, 30–ე რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის სათავეში ისევ ბილ გეითსია 75  მილიარდი დოლარის ქონებით. მას მოსდევს ამანსიო ორტეგა, რომლის ქონებაც ჟურნალმა 67 მილიარდ დოლარად შეფასა.

 

მესამე ადგილზე განთავსდა უორენ ბაფეტი (60,8 მილიარდი).

 

ბიძინა ივანიშვილი რეიტინგში 298–ეა 4,8 მილიარდი დოლარის ღირებულების ქონებით. შარშან „ფორბსმა“ მისი ქონება 5,2 მილიარდ დოლარად შეაფასა და 291–ე ადგილზე განათავსა.



„ფორბსი“ აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ მინისტრად 2012 წლის ოქტომბერში არჩიეს. მას შემდეგ რა მისმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო, მან თანამდებობა დატოვა, და განაცხადა, რომ უკვე შეასრულა საკუთარი ამოცანა. საქართველოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ქონება რუსეთში დააგროვა და 2003 წელს დაბრუნდა საქართველოში. წლების განმავლობაში გაყიდა ბიზნესები და რეინვესტირება გააკეთა ოქროში, რუსულ და ამერიკულ აქტივებში და ხელოვნების ნიმუშებში.

 

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ივანიშვილის კოლექცია, რომელიც მილიარდის ღირებულებისაა, მოიცავს პიკასოს ნამუშევარს „დორა მაარი კატით,“ რომელიც მან სოთბიზე 2006 წელს 95 მილიონ დოლარად შეიძინა. 2015 წლის ივნისში ივანიშვილმა ნიკო ფიროსმანის “არსენალის მთა ღამით“ შეიძინა რეკორდულ 1,5 მილიონი დოლარად და მოგვიანებით ნახატი ხელოვნების მუზეუმს გადასცა. მისი შვილი ბერა კი დაეხმარა ახალი სატელევიზიო შოუს „2030“–ის დაწყებაში, რომელშიც თავად ივანიშვილი ხშირად იღებს მონაწილეობას.



თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა

თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა
access_time2020-10-21 22:30:43
თავდამსხმელმა 3 მძევლის თანხლებით ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალის შენობა დატოვა.   ერთ-ერთი განთავისუფლებული მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას ცნობით, პოლიციელებმა თავდამსმხელს ფული მოუტანეს, რის შემდეგაც მან, სამართალდამცველებთან და მძევლებთან ერთად საქართველოს ბანკის ოფისი დატოვა.   გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელს გამოსვლისას გახსნილი ხელყუმბარა ეჭირა ხელში.   ფორმულას ინფორმაციით, თავდამსხმელი პიკაპის ტიპის...

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა
access_time2020-10-21 19:44:46
ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა 2 მძევალი გაათავისუფლა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, 2-მა ქალმა შენობა უკვე...

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა
access_time2020-10-21 19:15:40
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდის მერიაში იმყოფება. მინისტრი ხვდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ზუგდიდის მერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ თორიას, შეხვედრას ესწრება ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი. მერიის შენობის წინ სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. ასევე, სამართალდამცველები იმყოფებიან „საქართველოს ბანკის“ შენობის პერიმეტრზე და საპოლიციო...

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს
access_time2020-10-21 18:15:49
„მოგესალმებით, როგორც თქვენთვის ცნობილია, ზუგდიდში უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობს გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს მაქსიმუმს, რათა მოხდეს მძევლების გათავისუფლება და საპოლიციო ღონისძიება დასრულდეს მშვიდობიანად“ – განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ. ინფორმაციას ამის...

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-10-21 18:00:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2274 ლარი შეადგინა....


მსგავსი სიახლეები

up