სასტუმროები, სადაც ერთი ღამის გატარება 40 000 დოლარზე მეტი ჯდება - ამერიკული გამოცემა Forbes-ის რეიტინგი.
1. Grand Penthouse, The Mark Hotel - ნიუ იორკი
სასტუმროში ერთი ღამის გატარება 86 000 დოლარი ჯდება.
2. Royal Penthouse, Hotel President Wilson - ჟენევა
სასტუმროს ისეთი ცნობილი სახეები სტუმრობენ,რომელთათვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი კონფიდენციალურობაა. სტუმრებს შორის არიან ბილ გეითსი და ბილ კლინტონი. აქ ერთი ღამის გატარება 59 000 დოლარი ღირს.
3. Delana Hilltop Estate - ფიჯი
მთის წვერზე მდებარე სასტუმრო თეთრი ქვიშის პლაჟებს, ქოქოსის ჭალებს და ტროპიკულ ჯუნგლებს გადმოყურებს. მისი მფლობელი "რედ ბულის" დამფუძნებელი დიტრიხ მატეშიტსია. სასტუმროთი სარგებლობა მხოლოდ წინასწარი დაჯავშნის შემდეგ არის შესაძლებელი და ერთი ღამის ფასი 55 000 დოლარს შეადგენს.
4. The Royal Villa, Grand Resort Lagonissi - ათენი
ეგეოსის ზღვის კიდესთან მდებარე სასტუმრო მოიცავს ღია და დახურულ აუზს, პირად მოსამსახურეს, კერძო პლაჟებს, საბავშვო მოედანს, VIP-ტრანსპორტს - ვერტმფრენს და ლიმუზინს, შეგიძლიათ ისარგებლოთ კერძო ტრენერის და პიანისტის მომსახურებითაც კი. ყველაფერი ეს ღამეში 50 000 დოლარი ღირს.
5. Ty Warner Penthouse, Four Seasons Hotel - ნიუ იორკი
პანორამული ფანჯრები, შუშის ტერასები, ხბოს ტყავის ავეჯი, ჩინური ონიქსი, იაპონური აბრეშუმი, ვენეციური ხავერდი - ერთი ღამე 50 000 დოლარი ღირს .
6. Raj Palace Hotel - ჯაიპური, ინდოეთი
მდიდრული საპრეზიდენტო ლუქსი იტალიური მარმარილოს იატაკით, ლუქსში განთავსებულია 6 საძინებელი, საკუთარი სამზარეულო და მზარეულები, თეატრი, ბიბლიოთეკა და სასადილო ოთახი - აქ ერთი ღამის გატარება 45 000 დოლარი დაგიჯდებათ.
7. Grand Hyatt Cannes (Hôtel Martinez) - კანი
სასტუმროს პენტჰაუსიდან ულამაზესი ხედი იშლება, აქვს ოთხი საძინებელი, ორი მისაღები ოთახი და ორი სასადილო ოთახი. აქ ერთი ღამე 41 000 დოლარი ღირს.