Forbes: iPhone-ის გაყიდვები  20%-ით შემცირდა - რას აპირებს Apple?

Forbes: iPhone-ის გაყიდვები 20%-ით შემცირდა - რას აპირებს Apple?

access_time2019-05-02 20:00:09


კორპორაცია Apple-ის სუფთა მოგება 2019 წლის პირველ კვარტალში 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  16%-ით შემცირდა და  11,5 მლრდ. დოლარი შეადგინა- ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.


შემოსავალი კი  5%-ით - 58 მლრდ. დოლარამდე შემცირდა.


ამის მთავარი მიზეზი გახდა კომპანიის მთავარი პროდუქტის - iPhone-ის მიმართ მყიდველთა ინტერესის შემცირება - სმარტფონების გაყიდვამ  კორპორაციას 31 მლრდ. დოლარი მოუტანა, რაც 17% ნაკლებია, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში.


ეს წელი შესაძლებელია გახდეს ყველაზე სუსტი ტიმ კუკის Apple-ის გენერალური დირექტორობის პერიოდში - წერს The Wall Street Journal.


წლის დასაწყისში, ტექნოლოგიურმა გიგანტმა, ბოლო 10 წლის მანძილზე შემოსავლის და სუფთა მოგების რეკორდულ ვარდნაზე  ინფორმაცია გაავრცელა.


როგორ ცდილობს Apple სმარტფონებისადმი მყიდველთა ინტერესის დაბრუნებას?


პირველ რიგში, კომპანია იყენებს ამისთვის ტრადიციულ მეთოდებს - მაგალითად, სხვადასხვა ქვეყნებში და რეგიონებში იმართება პროგრამა trade-in,  რომელიც გულისხმობს მცირე თანხის დამატებით ძველის ნაცვლად ახალი ტელეფონის შეძენას. ასევე სპეციალისტები სერვის-ცენტრებში სთავაზობენ გაფუჭებული ტელეფონების მფლობელებს არა მათ შეკეთებას, არამედ ამ პროგრამის მეშვეობით ახალი აპარატის ყიდვას.


Trade-in ამცირებს მოგებას და რენტაბელობის დონეს, თუმცა აფართოებს კლიენტთა ბაზას, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული მომსახურეობის ყიდვა.



„Apple მსოფლიოში პრემიალური სმარტფონების, პლანშეტების და ჭკვიანი საათების მომხმარებელთა ყველაზე დიდ ბაზას ფლობს. მის განკარგულებაშია მილიარდი ადამიანი, რომელსაც შეუძლია მომსახურეობის შეძენა,“  - ამბობს Strategy Analytics-ს აღმასრულებელი დირექტორი ნილ მოუსტონი.


სატელეფონო კონფერენციის დროს გენერალურმა დირექტორმა ტიმ კუკმა და ფინანსურმა დირექტორმა ლუკა მაესტრიმ  დააყენეს საკითხი ზოგიერთ ბაზარზე iPhone-ის ფასის შემცირების თაობაზე. ეს შესაძლებელია იყოს ერთ-ერთი გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან. მაგალითად,  ჩინეთში რამდენიმე ონლაინ-რითეილერმა iPhone-ის გაყიდვები 22%-ანი ფასდაკლების მეშვეობით გაზარდა.


ტიმ კუკის აზრით, იგივეს გაკეთება შეუძლია თავად Apple-ს - როგორც მინიმუმ, ბაზრების რეაქციის შესასწავლად.  თუ ამან იმუშავა ჩინეთში, შესაძლებელია, იმუშაოს სხვა ქვეყნებშიც.


ბოლო კვირებში გაყიდვების მაჩვენებელმა ცოტათი მოიმატა, რაც ტიმ კუკის თქმით, იძლევა სიტუაციის გაუმჯობესების იმედს.


სერვისების გაყიდვები იზრდება


მთლიანობაში Apple-ის პროდუქტების გაყიდვებისგან მიღებული შემოსავალი  2018 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 4,7 მლრდ. დოლარით შემცირდა. თუმცა, ამავე დროს რეკორდულად - 1,6 მლრდ. დოლარით გაიზარდა შემოსავალი მომსახურეობის გაყიდვისგან.


გაყიდვების შემცირებამ ასევე  ნეგატიური გავლენა მოახდინა კორპორაციის აქციების კვარტალურ მომგებიანობაზე, რომელმაც ერთ აქციაზე  2,46 დოლარი შეადგინა, რაც 10%-ით ნაკლებია, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში.


ის, რომ კორპორაციაში  მეტ ყურადღებას მიაქცევენ სერვისს გამოჩნდა 25 მარტს,  2019 წლისთვის დაგეგმილი სიახლეების პრეზენტაციის დროს - აღმოჩნდა, რომ მათ შორის არ იქნება არც ერთი მოწყობილობა და ძირითადი აქცენტი კეთდება სწორედ მომსახურეობაზე - მათ შორის იყო სტრიმინგული ვიდეო სერვისი TV+, გამოწერების პროგრამა  News+, საკრედიტო ბარათი Apple Card  და სათამაშო პროექტი Arcade.


ის, რომ მსოფლიოს მოწინავე მაღალტექნოლოგიურმა კომპანიამ არც ერთი ახალი სმარტფონი, კომპიუტერი, ნოუთბუკი ან პლანშეტი არ წარადგინა, ნიშნავს თუ არა ეს ფაქტი იმას,  რომ მოწყობილობების მუდმივი განახლების ეპოქა  წარსულს ჩაბარდა?


შესაძლებელია ასეც იყოს, რადგანაც 2018 წელს მოგება ყველაზე მეტად გაიზარდა  სწორედ სერვისში - 35%, მაშინ როდესაც მოწყობილობებში  24% შეადგინა. საუბარია ფინანსურად წარმატებულ 2018 წლამდე. მით უმეტეს, ეს ტენდენცია აქტუალურია 2019 წლისთვის, როდესაც, როგორც უკვე აღინიშნა, სმარტფონების გაყიდვები არათუ გაიზარდა, არამედ შემცირდა.


Apple-ის სერვისების გაფართოების ყველაზე ლოგიკური ახსნა ისაა, რომ კორპორაცია ცდილობს დაეწიოს წარმატებულ კონკურენტებს, მოახდინოს ბიზნესის დივერსიფიცირება. მოგების ახალი დრაივერების შექმნას, ეს მაშინ, როდესაც  iPhone-ის მაგია დასასრულს უახლოვდება, ხოლო აქსესუარებს არ მოაქვთ სასურველი მოგება.


როგორც ჩანს, მოწყობილობებში რევოლუციური გარღვევების და სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების ტალღამ ჩაიარა. ადამიანებს არ აინტერესებთ ტელეფონების ფუნქციების უსასრულო გაფართოება.


სამაგიეროდ, მოდის სერვისების და ახალი მომსახურეობის განვითარების ხანა.


Forbes



თეგები:
iPhone



BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი
access_time2019-10-22 16:54:10
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ,...

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“
access_time2019-10-22 15:30:11
„თუ ბიძინა ივანიშვილი პატიობს შეცდომას, ჩვენ რა პრობლემა გვაქვს.  დღეს ასე იტყვის, ხვალ ისე, მთავარია ის იყოს კმაყოფილი.“ - ასე აფასებს მაია ცქიტიშვილის „შეცდომას“ FDI-ს მაჩვენებლებთან დაკავშირებით ექსპერტი გია ხუხაშვილი. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველომ “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) მიიღო”, თუმცა ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგანაც 2018...

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“
access_time2019-10-22 14:51:39
„ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა, დიდი იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ამ პროექტს უკვე დავძრავთ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველა პრეზენტაციაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up