Forbes: ინვესტორების 65% მხარს ტრამპს უჭერს

Forbes: ინვესტორების 65% მხარს ტრამპს უჭერს

access_time2020-10-15 19:00:04

სააგენტო Investing.com-მა გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა 1164-მა ინვესტორმა მიიღო. აღმოჩნდა, რომ მათ შორის 65% მიიჩნევს, რომ ტრამპის გამარჯვება ფინანსური ბაზრისთვის უკეთესი იქნება.

 

თუმცა, მთლიანობაში ბაზარი სიმშვიდეს ინარჩუნებს - გამოკითხულთა 60% არჩევნების წინ  ინვესტირების სტრატეგიაში არავითარი ცვლილებების შეტანას არ გეგმავს, ხოლო 86% თვლის, რომ არჩევნების შედეგები საფონდო ბაზრებში მცირე გავლენას მოახდენს.

 

სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად,  ჯო ბაიდენი დამაჯერებლად იმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა, ტრამპის მომხრეები არ ნებდებიან - დღევანდელი პროგნოზები ხომ თითქმის ისევე გამოიყურება, როგორც 2016-ში, როდესაც ჰილარი კლინტონი ცალსახად იმარჯვებდა

 

ბაიდენის შესაძლო არჩევასთან დაკავშირებით ინვესტორებს აშინებთ მდიდრებისთვის და კორპორაციებისთვის გადასახადების შესაძლებელი ზრდა - როგორც ცნობილია, დემოკრატრმა-კანდიდატმა უკვე დააანონსა საშემოსავლო გადასახადის ზრდა იმათთვის, ვისი შემოსავალიც წელიწადში 400 000 დოლარს აღემატება.

 

ბაიდენი ასევე კორპორაციებისთვის მოგების გადასახადის 28%-მდე გაზრდას გეგმავს. ის ასევე  სტრატეგია „შეიძინე მხოლოდ ამერიკული“-ს დანერგვას აპირებს. თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, ეს პროგრამა გაყიდვების მნიშვნელოვან ზრდას არ გამოიწვევს,  რადგანაც მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვებს გულისხმობს.

 

გადასახადების ზრდა აქციების მომგებიანობაზე ნეგატიურად აისახება, მაგრამ  ზოგიერთი სექტორისთვის, კერძოდ, ნავთობის და გაზის მოპოვებისთვის პირობები თითქმის იდეალური იქნება.

 

„გადასახადების ზრდისგან შემოსავლების კლების კომპენსირებას ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურება გამოიწვევს“ - მიიჩნევს კომპანია Hightower-ს ანალიტიკოს სტეფან ლინკი.


 

„ბაიდენის გამარჯვებას სავარაუდოდ ეკონომიკური დახმარების უფრო მასშტაბური პროგრამა მოჰყვება, რომელიც სარისკო აქტივებზე დადებითად აისახება“ - ამბობს ის.

 

მსხვილი საინვესტიციო კომპანიები დღეს ბაიდენის გამარჯვების შესაძლო შედეგებზე ბჭობენ, რადგანაც ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ყველაფერი ისედაც გასაგებია.

 

საინვესტიციო კომპანია  BlackRock-მა ამერიკულ აქციებს ნეიტრალური სტატუსი მიანიჭა, ანალიტიკოსებმა კი ბაზრის ფუნქციონირებისთვის მთავარ საფრთხეებად პანდემიას და ეკონომიკის სტიმულირების სუსტ პაკეტს თვლიან.

 

ამერიკული კომპანიების აქციებზე ასევე ნეგატიურად ჩინეთთან კონფლიქტი აისახა.

 

პარალელურად BlackRock ევროპული კომპანიების აქციების რეიტინგს ზრდის.

 

არჩევნების შედეგების მიუხედავად, ინვესტორები დარწმუნებულები არიან, რომ 2021 წელს ვითარება გაუმჯობესდება. Investing.com-ის გამოკითხვაში მონაწილეთა 60%  იმედოვნებს, რომ 2021 წლის 2020-ზე გაცილებით უკეთესი იქნება.

თუმცა, არსებობს განსხვავებული აზრები 2021 წელს ამერიკის ეკონომიკის აღდგენის თაობაზე    - მხოლოდ 43% დარწმუნებულია, რომ  2021 წელს აშშ-ს ეკონომიკა ბოლომდე აღდგენას მოახერხებს. უმრავლესობის აზრით, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს საპრეზიდენტო არჩევნებში, მომავალ წელს ეკონომიკური აღდგენა მხოლოდ ნაწილობრივი იქნება.

 

ინვესტორების 65% თვლის, რომ ტრამპის გამარჯვება საფონდო ბაზრისთვის უკეთესი იქნება და მხოლოდ 16%-ა  ბაიდენის მომხრე.

 

Forbes.ru


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

თეგები:
Forbes



ლარის კურსი დოლართან 0.78 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი 2.72 თეთრით გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან 0.78 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი 2.72 თეთრით გაუფასურდა
access_time2022-10-04 17:00:26
4 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.78 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8150 ლარი გახდა. სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.72 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7860 ლარი გახდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი ლარით და რეგიონალური ვალუტებით ვაჭრობა დღის განმავლობაში მცირედი ცვლილებებით გამოირჩეოდა. ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზე კი დილიდან...

ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ

ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ
access_time2022-10-04 15:36:57
ნობელის კომიტეტმა 4 ოქტომბერს გამოაცხადა 2022 წლის ლაურეატები ფიზიკის დარგში. ისინი არიან ფრანგი ალენ ასპე, ამერიკელი ჯონ კლაუერი და ავსტრიელი ანტონ ცაილინგერი. მათ ნობელის პრემია მიენიჭათ ჩახლართული ფოტონების სფეროში ექსპერიმენტებისთვის, ბელის უტოლობის დარღვევის კვლევისთვის და ნაშრომებისთვის კვანტურ ინფორმატიკაში.   მეცნიერებმა ნოვატორული ექსპერიმენტების ჩატარება შეძლეს ჩახლართული კვანტური მდგომარეობებით, როცა ორი ნაწილაკი იქცევა როგორც ერთი მთელი, მაშინაც კი, როცა...

ბოლო წლებში სარეკლამო შემოსავლის ყველაზე დიდი კლება მანამდე ლიდერ „რუსთავი 2-ს“ ჰქონდა - ანგარიში

ბოლო წლებში სარეკლამო შემოსავლის ყველაზე დიდი კლება მანამდე ლიდერ „რუსთავი 2-ს“ ჰქონდა - ანგარიში
access_time2022-10-04 15:00:18
2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი 7.8 მლნ ლარით გაიზარდა (10.4%) და 83.1 მლნ ლარი შეადგინა. ამის შესახებ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ახალ ანგარიშს აქვეყნებს. 2021 წლის სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ყველაზე მეტი რეკლამა, ტრადიციულად „იმედის“ ჰოლდინგმა მიიღო. მისმა შემოსავალმა 2021 წელს 31.1 მლნ ლარი (სარეკლამო ბაზრის 37.4%) შეადგინა. მეორე ადგილზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ „მთავარმა არხმა“ ჩაანაცვლა...

დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია POS TV -ის წილების 52% შეიძინა

დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია POS TV -ის წილების 52% შეიძინა
access_time2022-10-04 14:45:32
დეპუტატმა და ხალხის ძალის“ წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია POS TV -ის წილების 52% შეიძინა. სიახლის შესახებ დღეს უ,რავლესობიდან წასული დეპუტატებიდან ერთ-ერთმა, სოზარ სუბარმა მოძრაობის ახალი წევრების წარდგენაზე ისაუბრა. გარიგების საფასური 520 000 ლარია. ახლა პოსტვ“-ის მეწილეების სია ასე გამოიყურება: ვიქტორ ჯაფარიძე - 52%;შალვა რამიშვილი -24%;თემურ ჭარელაშვილი - 24%.

2023 წლიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება

 2023 წლიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება
access_time2022-10-04 16:00:54
მთავრობა საჯარო სექტორის ხელფასის არასახელმწიფო სექტორის ხელფასებთან დაახლოებას ცდილობს. ამიტომ 2023 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია. ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი არასდროს არ უნდა უსწრებდეს არასახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასს, თუმცა მათ შორის დიდი განსხვავებაც...


მსგავსი სიახლეები

up