Forbes: იმუშავე კურორტიდან - რას სთავაზობენ ტურისტული ქვეყნები დისტანციურად მომუშავეებს?

Forbes: იმუშავე კურორტიდან - რას სთავაზობენ ტურისტული ქვეყნები დისტანციურად მომუშავეებს?

access_time2020-08-31 20:45:59

როგორც ცნობილია, საქართველო დისტანციურად დასაქმებულ მოქალაქეებს ქვეყანაში ეპატიჟება - იმისთვის, რომ მათ საქართველოდან იმუშაონ.

 

თუმცა შეძლებული უცხოელების მოზიდვის ამ შანსი გამოყენებას სხვებიც აპირებენ.

  • ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემა Forbes-ი წერს.

 

სანამ მთელ მსოფლიოში ოფისების ნახევარი დაკეტილია, პოპულარული კურორტები უცხოელებს 1 წლით მათთან გადმოსვლას სთავაზობენ. კუნძულოვან სამოთხეებს, რომლებიც ტურისტების მწვავე დეფიციტს განიცდიან, უცხოელები ჰაერივით სჭირდებათ- ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების და უმუშევრობის ზრდის თავიდან არიდებისთვის.

 

საზღვრების გახსნას და საერთაშორისო მიმოსვლის აღდგენასთან ერთად, პოპულარული კურორტები უცხოელებს სპეციალურ პირობებს სთავაზობენ - კერძოდ, იმათთვის ვინც მოისურვებს ამ ქვეყნებში მინიმუმ 1 წლით  ჩამოსვლას და მათი ტერიტორიებიდან დისტანციურად მუშაობას.

 

პირველმა ეს ბარბადოსმა გააკეთა - ჯერ კიდევ ივლისში ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უცხოელებს გადასახადების გადახდის გარეშე კუნძულზე  1 წლის მანძილზე ცხოვრება და მუშაობა შეეძლებათ.

 

წლიური ვიზა ამ პროგრამის ფარგლებში საკმაოდ ძვირია - 2000 დოლარი ერთი ადამიანისთვის და 3000 - ოჯახისთვის.

 

სახელმწიფო სააგენტო Barbados Tourism-ის დირექტორის იოში სკიტის თქმით, პროგრამის მიზანია ეკონომიკის სტიმულირება ქვეყანაში, სადაც ტურიზმზე მშპ-ს 14% მოდის.

 


რამდენიმე კვირის შემდეგ, ბარბადოსს  სხვა ქვეყანამაც მიბაძა - ყველა იყენებს ერთადერთ ლოზუნგს  - იმის ნაცვლად, რომ სახლიდან იმუშაოთ კომპიუტერით, რომელზეც  პლიაჟის სურათია დაყენებული - ჩამოდით, და ნამდვილი პლიაჟებიდან იმუშავეთ,“.

 

აგვისტოდან დისტანციური თანამშრომლებისთვის პროგრამა ბერმუდის კუნძულებმა აამუშავა. ვიზის ღირებულება მნიშვნელოვნად უფრო იაფია, ვიდრე ბარბადოსზე - ის 263 დოლარი ღირს.

 

პროგრამის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია საშემოსავლო გადასახადისგან განთავისუფლება.

 

ბერმუდის კუნძულების პრემიერ-მინისტრმა დევიდ ბერტმა განაცხადა - „არაა აუცილებელი მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში საკუთარი ბინის ტყვეობაში დარჩენა, თანაც შეზღუდვების და დაინფიცირების მაღალი რისკის პირობებში“.

 

პროგნოზების მიხედვით, 2021 წელს ბერმუდის კუნძულებს სერიოზული რეცესია ელის, ამიტომაც, ტურიზმის სააგენტოს უფროსის გლენ ჯონსის თქმით, ახალი პროგრამა ეკონომიკაში ასე საჭირო ფულს დააბრუნებს.

 

ასეთი სტუმრები ადგილობრივი მოქალაქეების და ტურისტების ერთგვარი ჰიბრიდები იქნებიან. ისინი ფულს ჩვენს რესტორნებში და სპა-სალონებში დახარჯავენ, ეს კი უმუშევრობის ზრდის შეჩერების საშუალებას მოგცემს - განაცხადა მან.

 

ექსპერტების შეფასებით, უახლოეს თვეებში დასაქმებულთა 30% მთელს მსოფლიოში დისტანციურად მუშაობას გააგრძელებს, მილიონობით სკოლის მოსწავლე სწავლას ონლაინ-რეჟიმში იწყებს, ხოლო ტურისტული სექტორი უმძიმეს ვარდნას განაგრძობს.

 

დისტანციურად მომუშავე უცხოელების მოსაზიდად კურორტები სპეციალური პროგრამებს ამუშავებენ, მათ შორის მათი შვილების სწავლების კუთხით.

 

 მაგალითად სასტუმრო Riviera Nayarit მექსიკის ქალაქ პუნტა-მიტაში სტუმრებს რეპეტიტორების და ადგილობრივი სკოლების მასწავლებლების მომსახურეობას სთავაზობს, ხოლო დომინიკას რესპუბლიკაში მდებარე სასტუმრო  Eden Roc Cap Cana უცხოელებს ესპანური ენის და ფორტეპიანოს უფასო გაკვეთილებით იზიდავს.

 

 forbes.com


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
forbes



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up