Forbes: ილონ მასკის კოლეგები მისი კონკურენტები ხდებიან

Forbes: ილონ მასკის კოლეგები მისი კონკურენტები ხდებიან

access_time2021-02-28 19:00:32

კომპანია PayPal მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილია არა მხოლოდ როგორც ფულადი გზავნილების პირველი ონლაინ სერვისი, არამედ თავისი ე.წ. „მაფიით“ - ანუ, ყოფილი თანამშრომლებით, რომლებმაც მოგვიანებით მრავალი წარმატებული სტარტაპი ან დააარსეს, ან დააფინანსეს.


ამ „ბანდის“ ყველაზე ცნობილმა ბოსმა - ილონ მასკმა - „მაფიოზების“ ახალი თაობა აღზარდა, რომელიც დღეს უკვე მას კონკურენციას უწევს.



მასკის ყოფილმა თანამშრომლებმა ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორც Yelp, LinkedIn, Palantir და Affirm შექმნეს, ასევე ისინი ელექტრომობილების მწარმოებელ სხვა კომპამიებში მუშაობენ.



მათი მიზანია - გლობალური საავტომობილო ინდუსტრიის შეცვლა.



„მასკი ამას მარტო ვერ მოახერხებს“ - ამბობს Tesla Model S-ის პროექტის ყოფილი მთავარი ინჟინერი, დღეს კი ელექტრომობილების მწარმოებლის Lucid-ის დამაარსებელი და დირექტორი პიტერ როულინსონი.



„ეს ძალიან კარგი წრეა. ძალიან მიხარია, როდესაც ვხედავ, რომ ჩემმა ყოფილმა კოლეგებმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს“ - ამბობს მასკის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი, უპილოტო ელექტრომობილების მწარმოებლის Aurora-ს დამაარსებელი სტერლინგ ანდერსონო.



როულინგი და ანდერსონი მზად არიან მასკთან კონკურენციისთვის. მათი კომპანიების ჯამურმა ღირებულებამ უკვე 30 მლრდ. დოლარს მიაღწია, და ეს - მხოლოდ დასაწყისია, და წვეთი ზღვაში Tesla-ს კაპიტალიზაციასთან შედარებით (780 მლრდ. დოლარი).




სტერლინგ ანდერსონმა ბოსტონის ტექნოლოგიური ინსტიტუტი დაამთავრა, და Tesla-ში 2013 წელს მივიდა. ის კროსოვერ Model X-ის და უპილოტო ტარების ტექნოლოგია Autopilot-ის შექმნაზე მუშაობდა.

„ეს ისევეა, როგორც ფრონტის ხაზზე სანგრებში ერთად ყოფნა. მძიმე პირობებში ადამიანებს შორის ყველაზე მჭიდრო კავშირები მყარდება“ - განაცხადა მან.



ანდერსონმა Tesla 2016 წელს დატოვა, და უპილოტო ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Aurora Innovation შექმნა. სტარტაპმა 1 მლრდ. დოლარის ინვესტიციები მიიღო, და 2020 დეკემბერს Uber-ის უპილოტო მანქანების მიმართულება შეიძინა. ამ გარიგების შემდეგ მისი ღირებულება 10 მლრდ. დოლარამდე გაიზარდა.



ილონ მასკის მაფიის კიდევ ერთი თვასაჩინო წარმომადგებეკია Sila Nanotechnologies დამაარსებელი და დირექტორი, უკრაინელი ჯინ ბედიჩევსკი, რომელიც Tesla-ში 2004 წელს, აკუმლატორების წარმოების განყოფილებაში მოვიდა.



მისი ძირითადი ინტერესი იყო ახალი, უფრო ეფექტური ლიტიუმ-იონური აკუმლატორების შექმნა, ვიდრე ის, რომელსაც იმ დროს Tesla აწარმოებდა.



ის კომპანიის პირველი ავტომობილის - Roadster-ის შექმნაშიც მონაწილებდა.

„Roadster-ის შექმნის შემდეგ არჩევანი მქონდა - წასვლა და საკუთარი სტარტაპის შექმნა, თუ დარჩენა და Model S-ზე მუშაობა» — ყვება ის.



ბოლოს და ბოლოს 2008 წელს ბერდიჩევსკიმ მასკის კომპანია დატოვა, და სტარტაპი
Sila Nano დააარსა, რომელიც აკუმლატორებისთვის საჭირო მასალებს აწარმოებს.



კომპანიამ 930 მლნ. დოლარის ინვესტიციები მიიზიდა, მისი ღირებულება კი 3,3 მლრდ. დოლარამდე გაიზარდა.



2024 წელს კომპანია მსხვილ ქარხანას ააშენებს.


Forbes.ru


 მოამზადა თენგიზ აბლოთია 

თეგები:
ილონ მასკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up