Forbes: ილონ მასკის ცხოვრების და ბიზნესის წესები

Forbes: ილონ მასკის ცხოვრების და ბიზნესის წესები

access_time2021-03-13 20:00:25

ილონ მასკი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საკულტო მილიარდერია, რომელსაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.

 

რა წესების მიხედვით ცხოვრობს და მუშაობს ადამიანი, რომელმაც თავის მიზნად მარსის დაპყრობა დაისახა?

 


აი მისი რამდენიმე ციტატა სხვადასხვა ინტერვიუდან:

 

  • მირჩევნია ვიყო ოპტიმისტი და ვცდებოდე, ვიდრე ვიყო პესიმისტი და მართალი

  • ადამიანს მიმზიდველი და შთაგონების მიმცემი მომავალი უნდა ჰქონდეს. თუ მომავალში ვარსკლავებს შორის, სხვადასხვა პლანეტებზე სიცოცხლე არ იქნება, ასეთი მომავალი მე უკიდურესად დეპრესიული მეჩვენება.


  •  რთული ამოცანების გადასაწყვეტად ბევრი ადამიანის დაქირავება შეცდომაა. სწორი გადაწყვეტილებების მიღების კუთხით, რაოდენობა ხარისხს ვერასდროს შეცვლის. ეს პროცესს მხოლოდ გაწელავს და ამოცანის გადაწყვეტას წარმოუდგენლად გააძვირებს.


  •  თუ თქვენ კომპანიის გენერალური დირექტორი ხართ, ყველა ამოცანა უნდა შეასრულოთ, მაშინაც კი, როდესაც ამის გაკეთება არ გსურთ. თუ თქვენ ამას არ აკეთებთ ბიზნესი წარმატებული ვერ იქნება. ზედმეტად შავი და არაპრესტიჟული სამუშაო არ არსებობს.


  •  სტარტაპის კეთება ეს შუშის ღეჭვა და ხრამში ყურებაა. დრო გავა და ხრამში ყურებას შეწყვეტთ, თუმცა, შუშის ღეჭვა სულ მოგიწევთ.


  •  ერთ კალათაში ყველა კვერცხის შენახვა ნორმალური მოვლენაა მანამ, სანამ კალათას თქვენ აკონტროლებთ.


  • ჩვენს დროში პატენტები არა გამომგონებლების არამედ კორპორაციების და იურისტების გამდიდრებას ემსახურებიან.


  •  ადამიანები ფიქრობენ, რომ ტექნოლოგიები ყოველწლიურად თავისით, ავტომატურად უმჯობესდება, მარგამ ასე არაა. ტექნოლოგია მხოლოდ მაშინ მიდის წინ, როდესაც ჭკვიანი ადამიანები მათზე გიჟურად მუშაობენ.


  •  ნუ დაკარგავთ ზედმეტ დროს ფინანსებზე და კონფერენციებზე, მეტი ყურადღება მცდელობებს მიაქციეთ, რომლებიც თქვენს გამოგონებებს მაქსიმალურად დაუჯერებელს გახდიან.


  • თუ თქვენ ახალ კომპანიას აშენებთ, რესურსების კონცენტრირება მოახდინეთ, წინაამღდეგ შემთხვევაში წარმატების შანსები მცირდება. არ შეეცადოთ ერთდროულად 2 ან მეტი კომპანიის შექმნა.  მეტი დრო ერთ კონკრეტულ კომპანიაზე დახარჯეთ, კვირაში 7 დღე, შესვენების და ძილის გარეშე.


  •  მაქსიმალურად მკაცრები იყავით იმის მიმართ, რასაც აკეთებთ. ყურადღება მიაქციეთ ნეგატიურ შეფასებებს, განსაკუთრებით მეგობრების მხრიდან, სცადეთ შეცდომები გამოავლინოთ და გამოასწოროთ.


  •  მე არ ვუყურებ საგნებს ბიზნეს-შესაძლებლობების კუთხით. ვინმეს ჩემთვის, რომ ეთხოვა ეკონომიკის სხვადასხვა დარგების მომგებიანობის რეიტინგის შედგენა, მანქანათმშენებლობას და კოსმოსურ ინდუსტრია სიის ბოლოში იქნებოდა. როდესაც მე SpaceX და Tesla-ს ვიწყებდი, წარმატების შანსს 10%-ით ვაფასებდი.


  •  პირველი, რაც უნდა ვაღიაროთ ადამიანებმა ისაა, რომ ჩვენ ძალიან უტვინოები ვართ. ამიტომაც შეგვიძლია ბევრი ჩვენზე ჭკვიანი რამ შევქმნათ.


  •  ყველაზე მძიმე არჩევანის წინაშე 2008 წელს დავდექი. 30-40 მლნ. დოლარი დამრჩა და ინვესტირებისთვის 2 კომპანია. ფული ან ერთში უნდა ჩამედო, ან თანხა ორზე გამეყო, მაგრამ მაშინ ერთ-ერთი გარანტირებულად გაკოტრდებოდა. მაგრამ მაშინ ორივე კომპანიის გაკოტრების ალბათობა იყო. ეს იმას წააგავს, რომ ორ შვილს შორის არჩევანი გააკეთო, რომელი გადარჩეს და რომელი მოკვდეს შიმშილით. ეს ძალიან რთულია.


  •  ჩემი კაპიტალის ნახევარი დედამიწაზე არსებული პრობლემების გადაწყვეტას ემსახურება, მეორე კი  მარსზე ქალაქების შექმნას იმ შემთხვევისთვის, თუ დედამიწას ასტეროიდი შეეჯახება ან პლანეტას ბოლოს ჩვენვე მოუღებთ.


forbes.ru

თეგები:
ილონ მასკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up