Forbes-ი 2021 წლის ტოპ-2000 კომპანიის სიას აქვეყნებს

Forbes-ი 2021 წლის ტოპ-2000 კომპანიის სიას აქვეყნებს

access_time2021-05-20 09:30:00

Forbes-ი 2021 წლის Global 2000-ის სიას აქვეყნებს. Global 2000 არის Forbes-ის ტოპ-2000 საჯარო კომპანიის რეიტინგი, რომელიც კომპანიების შესაფასებელ 4 თანაბარ კრიტერიუმს (გაყიდვები, მოგება, ქონება და საბაზრო ღირებულება) ეყრდნობა და 2003 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება.


2021 წლის სტატისტიკა განსაკუთრებით საინტერესოა იმის შესაფასებლად, თუ როგორ მოახერხეს კომპანიებამ 2020 წლის გამოწვევებთან გამკლავება. შედეგები არცთუ ისე სავალალო აღმოჩნდა. ცენტრალური ბანკების მიერ ნეგატიური საპროცენტო განაკვეთის დაწესების შემდეგ, ინვესტორები მიხვდნენ, რომ კაპიტალის ინვესტიციას ალტერნატივა არა აქვს: გლობალური საფონდო ბირჟა გასული წლის განმავლობაში დაახლოებით 48%-ით გაიზარდა. შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ Global 2000-ის კომპანიების უმეტესობას წინა წელთან შედარებით გაყიდვები და მოგება შეუმცირდა, ჯამური ქონებისა და საბაზრო ღირებულების მაჩვენებლები გაუმჯობესებულია. ამასთანავე, თუ საჰაერო, საცალო ვაჭრობისა და ნავთობის სექტორებმა პანდემიის შედეგად უდიდესი ზარალი განიცადეს, ზოგიერთი კომპანიისთვის 2020 საკმაოდ დატვირთული და წარმატებული აღმოჩნდა: ფარმაცევტული კომპანიები Pfizer-ი და AstraZeneca, ან Amazon-ი, რომელიც იმდენად გაზრდილი დატვირთვით მუშაობდა, რომ თანამშრომლების ნაკლებობასაც კი განიცდიდა.


რეიტინგის ტოპ-10-ეულში 5 ამერიკული და 4 ჩინური კომპანიაა. პირველ ადგილს უკვე მეოთხე წელია, ჩინური საბანკო კომპანია ICBC (Industrial and Commercial Bank of China Limited-ი) იკავებს. ICBC-ი ჩინეთის სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი კომერციული ბანკია, რომელიც $4,914.7 მილიარდის ღირებულების ქონებას ფლობს. ათეულის დანარჩენი სამი ჩინური კომპანიიდან კიდევ ორი ბანკი: China Construction Bank-ი (მე-4 ადგილი) და Agricultural Bank of China (მე-9 ადგილი), და ერთი სადაზღვევო კომპანია Ping An Insurance Group-ია (მე-6 ადგილი). ზოგადად, 2020 წლის განმავლობაში სადაზღვევო ინდუსტრია საგრძნობლად გაიზარდა როგორც შემოსავლებით, ისე Global 2000-ის სიაში წარმოდგენილი კომპანიების რაოდენობით.



რაც შეეხება აშშ-ის კომპანიებს, ლიდერობენ საინვესტიციო ბანკი JPMorgan Chase-ი, უორენ ბაფეტის კონგლომერატი Berkshire Hathaway და ამერიკის ბანკი (BAC). ტოპ-10-ეულში მოხვდნენ ტექნოლოგიური გიგანტები Apple-ი და Amazon-იც.




forbes.ge



თეგები:
Forbes



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up