Forbes: გაიცანით ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი მსოფლიოში - ოსტინ რასელი

Forbes: გაიცანით ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი მსოფლიოში - ოსტინ რასელი

access_time2020-12-13 15:00:20

უპილოტო ავტომობილების ტექნოლოგიაში დიდი ინვესტიციები ჩაიდო, თუმცა, ამ დარგში მხოლოდ ერთი მილიარდერია - კომპანია Luminar-ის დირექტორი ოსტინ რასელი, რომელმაც სტარტაპი 17 წლის ასაკში შემქნა.

 

დღეს ის 25 წლისაა,  კომპანია უპილოტო ავტომობილებისთვის ლაზერულ მოწყობილობას აწარმოებს, მისი აქციები კი Nasdaq-ზე წარმატებით იყიდება,

 

კომპანიაში მისი წილის ღირებულება 2,4 მლრდ. დოლარს შეადგენს, მთლიანობაში კი, რამდენიმე წარმატებული შერწყმის შედეგად 3,4 მლრდ. დოლარი ღირს.

 

რასელი სტენფორდში სწავლობდა, თუმცა, 2012 წელს მან უნივერსიტეტი მიატოვა და სტარტაპი შექმნა. მისი კონსულტანტი და დამფინანსებელი იყო Paypal-ს დამფუძნებელი სტივენ ტილი, რომელმაც  ახალგაზრდა სტარტაპების მხარდამჭერი ფონდი შექმნა.

 

რასელი არ ცდილობს კონკურირებას IТ-გიგანტებთან, რომლებიც უპილოტო ავტომობილებს ქმნიან. ამის ნაცვლად Luminar სპეციალურ სენსორებს აწარმოებს, რომლებიც უპილოტო მანქანებს გარემოს „დანახვაში“ ეხმარებიან. ამ ფუნქციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თვითმავალი ავტომობილების უსაფრთხოებისთვის.

 

ბოლო წლებში რასელის კომპანია ისეთ გიგანტებთან თანამშრომლობს, როგორც  Volvo Cars, Daimler, და  Intel Mobileye, რომელიც პროცესორების მწარმოებელს   Intel -ა ეკუთვნის.

 

2020 წელს Luminar-ის გაყიდვები მხოლოდ 15 მლნ. დოლარი იქნება, თუმცა, 2026 წლისთვის ეს მაჩვენებელი 1,3 მლრდ. დოლარამდე გაიზრდება.


 

რასელ ოსტინს მნიშვნელოვანი მიღწევები ჯერ კიდეც ადრეულ ასაკში ჰქონდა. 2 წლის ასაკში მან მენდელეევის მთელი ტაბულა შეისწავლა, ხოლო მე-6 კლასში, როდესაც მშობლებმა მობილური ტელეფონი არ უყიდეს, მან  სათამაშო კონსოლი Nintendo DS მარტივ მობილურ ტელეფონად გადააკეთა.

 

მომავალი მილიარდერი მხოლოდ 13 წლის იყო, როდესაც პირველ პატენტი მიიღო - მან წყლის ცირკულირების მიწისქვეშა სისტემა შექმნა, რომელიც სარწყავი წყლის მრავალჯერადად გამოყენების საშუალებას იძლეოდა.

 

უფროს კლასებში ის უფრო ხშირად დადიოდა კალიფორნიის უნივერსიტეტის ლაზერის ინსტიტუტში,  ვიდრე სკოლაში, სტენფორდი კი პირველ კურზსე მიატოვა, იმის შემდეგ, რაც სტივენ ტილის ფონდისან 100 000 დოლარის გრანტი მიიღო.

 

ლაზერული ტექნოლოგია მისი მთავარი გატაცებაა, რადგანაც მას სჯერა, რომ ამ ტექნოლოგიას ადამიანების სიცოცხლეების გადარჩენა შეუძლია, პირველ რიგში სწორედ მისი კომპანიის მიერ წარმოებული სენსორების მეშვეობით.

 

ბავშვობაში ის აქტიურად ინტერესდებოდა სხვა კომპანიების მიერ წარმოებული უსაფრთხოების სენსორებით, მაგრამ ამავე დროს მან პრინციპულად განსხვავებული მიდგომა გამოიყენა, რომელმაც სენსორები მნიშვნელოვნად გააიაფა.

 

„იდეაში ასეთი ბიზნესის შექმნა შეუძლებელია 17, ან თუნდაც 25 წლის ასაკში. ასეთი სწრაფი განვითარება შესაძლებელი მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ ასეთი რამ აქამდე ჯერ არავის გაუკეთებია“ - თვლის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი მსოფლიოში.

 

მისი უპირატესობა ასევე ისიცაა, რომ რასელი დროს არც სოციალურ ქსელებზე, და არც განათლებაზე არ ხარჯავს. მას არა აქვს აქაუნტები Twitter-ში, Facebook-ში, ან  Instagram-ში, თუმცა, აღიარებს, რომ ცოდნების დიდი ნაწილი  ვიკიპედიიდან და YouTube-ს მეცნიერულ-პოპულარული არხებიდან აქვს.

 

რასელ ოსტინი ასევე ბევრს სოციალური პასუხისმგებლობაზე ფიქრობს, თუმცა,  მასშტაბურ საქველმოქმედო საქმიანობას ჯერ არ გეგმავს. ის მიიჩნევს, რომ მისი ყველაზე დიდი საჩუქარი კაცობრიობას ავტოავარიებში სიკვდილიანობის  შემცირება იქნება.

 

„როდესაც ჩემო ლაზერული სენსორები ყველა მანქანაში იქნება დაყენებული, მაშინ დარწმუნებით ვიტყვი, რომ ჩემს მიზანს მივაღწიე“ - თვლის ოსტინ რასელი.

 

forbes.ru




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up