Forbes: გაიცანით - ჯილ ბაიდენი, აშშ-ს მომავალი პირველი ლედი

Forbes: გაიცანით - ჯილ ბაიდენი, აშშ-ს მომავალი პირველი ლედი

access_time2020-11-15 19:00:04

მელანია ტრამპი მთელს მსოფლიოს დახვეწილი ჩაცმულობით დაამახსოვრდა,  ახალი პირველი ლედი კი - საზოგადოებრივი რეფორმების მომხრე და აქტივისტია, რომელსაც არაერთი მიღწევა აქვს როგორც სოციალურ, ასევე საგანმანათლებლო სფეროში.

 მის შესახებ ბევრი რამ უცნობია: გთავაზობთ მთავარ ფაქტებს აშშ-ს მომავალი პირველი ლედის შესახებ:

 

1.ჯილ ბაიდენი პედაგოგიური მეცნიერებების დოქტორია

ჩემი ძირითადი საქმიანობა სწორედ პედაგოგიკაა, ეს არის ჩემი, როგორც პიროვნების მთავარი განმსაზღვრელი“ - განაცხადა მან.

 

ის სახელმწიფო სკოლაში, საზოგადოებრივ კოლეჯში  და მოზარდებისთვის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ასწავლიდა. 2007 წელს, 55 წლის ასაკში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა - ინგლისური ენის და ლიტერატურის დარგში.

 

2. ბოლო 40 წლის მანძილზე მუშაობა არც ერთი დღით არ შეუწყვეტია - მაშინაც კი, როდესაც მე-2 ლედი იყო

 მცირეხნიანი შესვენება მხოლოდ 1981 წელს ჰქონდა - ქალიშვილის ეშლის დაბადების შემდეგ.

 რამდენიმე წლის შემდეგ, მხოლოდ 2020 წელს, მეუღლესთან საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღებისთვის, შვებულება აიღო.

 არჩევნების დასრულების შემდეგ ის თავის სამუშაოს ისევ დაუბრუნდა.

 2009-2016 წლებში ჯო ბაიდენი ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტი იყო, მისი მეუღლე კი ამ დროს ვირჯინიის უნივერსიტეტში ინგლისურ ენას და ლიტერატურად ასწავლიდა.

 „ჩემმა მეუღლემ არჩევნები რომც მოიგოს, მე მაინც პეგადოგად მუშაობას გავაგრძელებ - ეს ჩემი მთავარი მიზანია ცხოვრებაში“   - თქვა ჯილ ბაიდენმა


 

3. საზოგადოებრივი კოლეჯების სისტემას მხარს უჭერს

საზოგადოებრივი კოლეჯები შტატებში ახალგაზრდებს უფასოდ პროფესიული  განათლების მიღების საშუალებას აძლევენ. სწავლება 2 წლის მანძილზე გრძელდება და შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში განათლების მიღების შესაძლებლობასაც იძლევა.

 სწორედ ამ დარგის სპეციალისტია ჯილ ბაიდენი - მისი ერთ-ერთი დისერტაცია საზოგადოებრივი კოლეჯების საქმიანობას მიეძღვნა. ის მიიჩნევს, რომ რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ უნდა მიიღოს პირველადი პროფესიული განათლება კოლეჯებში, რადგანაც იქ მიღებული პროფესია შესაძლოა მათ ცხოვრებაში გამოადგეთ.

 ჯილ ბაიდენი ასევე მიიჩნევს, რომ კოლეჯები დიდი როლს ახალგაზრდებში კრიმინალის წინაამღდეგ ბრძოლაში თამაშობენ, თანაც ისინი სოციალურ ლიფტებს წარმოადგენენ.

 

4. იბრძვის სამხედროების უფლებებისთვის

ბაიდენების ოჯახის ერთ-ერთი შვილი - ბო - სამხედრო იყო, ჯილი კი - არასამთავრობი ორგანიზაცია Delaware Boots on the Ground-ის აქტივისტია. ეს ორგანიზაცია სამხედროების ინტერესებს იცავს.

 მეორე ლედის სტატუსში ის ამერიკულ სამხედრო ბაზებს ხშირად სტუმრობდა, მათ შორის შტატებს გარეთ. მან ასევე დაწერა საბავშვო წიგნი „არ დაივიწყოთ ჩვენი ჯარისკაცები, ფარავდეთ მათ ღმერთი“  (Don’t Forget, God Bless Our Troops).

 სამწუხაროდ, ბო ბაიდენი 2015 წელს  ტვინის კიბოთ გარდაიცვალა.

 

5. დააარსა მკერდის კიბოს წინააღმღდეგ ბრძოლის პროგრამა

პროგრამა შეიქმნა მომავალი პირველი ლედის მშობლიურ შტატ დელავერში. მისი მეშვეობით 10 000-მა მოზარდმა გოგონამ მკერდის კიბოს ადრეული დიაგნოზი დაიდგინა.

 ჯილ ბაიდენი ასევე ამ დაავადების პროფილაქტიკასთან დაკავშირებულ კვლევებს მხარს აქტიურად უჭერს.

 

6. მიშელ ობამა მას მაგალითად მიიჩნევს

ამერიკის პირველი და მეორე ლედი ბევრ  რამეს ერთად აკეთებდნენ, მაგალითად მათ სამხედროების საზოგადოებაში მეტი ინტეგრაციისთვის პროგრამა Joining Forces Initiative დაარსეს.

 

მიშელ ობამას თქმით, ის ყოველთვის აღტაცებული იყო იმით, ჯილ ბაიდენი მეორე ლედის ფუნქციებს თავის სამუშაოსთან ათავსებს.

 თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, სავარაუდოდ ჯილი და მიშელი ერთობლივ საქმიანობას კვლავაც გააგრძელებენ. ექსპერტებს აზრით, მათი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განათლება და სამხედროების სოციალური მხარდაჭერა იქნება.

Forbes.ru

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up