Forbes: ევროპის უმდიდრესმა ადამიანმა Tiffany-სთან გარიგება შეაჩერა

Forbes: ევროპის უმდიდრესმა ადამიანმა Tiffany-სთან გარიგება შეაჩერა

access_time2020-09-29 21:00:58

გასულ კვირას კომპანია LVMH-მა, რომელიც ევროპის უმდიდრეს ადამიანს ბერნარ არნოს ეკუთვნის, ამერიკულ Tiffany-სთან შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკებები შეაჩერა. ფაქტს წინ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან კე დრიანის გამოსვლა უძღოდა, რომელიც აშშ-ს მხრიდან ფრანგულ პროდუქციაზე მაღალი ტარიფების დაწესებას ეხებოდა.

 

მინისტრმა არნოს გარიგების გადავადება ურჩია, მინიმუმ 2021 წლის 6 იანვრამდე.


თუმცა, წყაროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების ჩაშლის მთავარი მიზეზი მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ Tiffany-ს აქციონერებისთვის გულუხვი დივიდენდების გადახდა გახდა.


LVMH-ს მენეჯმენტის აზრით, მაის-აგვისტოში 140 მლნ. დოლარის დივიდენდების გადახადა „სრული სიგიჟე და ფულის დაწვა იყო“. ნოემბრისთვის დაგეგმილია კიდევ 70 მლნ. დოლარის გამოყოფა და ეს შტატებში კარანტინის გახანგძლივების მიუხედავად.

 

ასობით მილიონის დივიდენდებზე გაფლანგვა კიდევ უფრო აღმაშფოთებელი აღმოჩნდა მაშინ, როდესაც კომპანია წამგებიანია და ბერნარ არნოსთვის მიჰყიდვა მისი გადარჩენის შანსია.

 

2020 წლის პირველ ნახევარში Tiffany-ს წაგებამ 32,7 მლნ. დოლარი შეადგინა და ეს მაშინ, როდესაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში მოგება 261 მლნ. აღწევდა.

 

LVMH  დივიდენდებთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარებისგან თავი შეიკავა და ოფიციალური განცხადებით შემოიფარგლა, სადაც რბილად გამოხატა გაკვირდება მრავალმილიონიანი დივიდენდების გადახდის შესახებ მაშინ, როდესაც კომპანია ზარალს ითვლის.


 

Tiffany & Co-ს წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ ბერნარ არნოს კომპანიამ მათი სადივიდენდო პოლიტიკის თაობაზე წინასწარ იცოდა და ეს დიდი მოულოდნელობა არ ყოფილა.

 

ჯერ კიდევ 2019 წის ნოემბერში, როდესაც მოლაპარაკებები დაიწყო, კომპანიის მმართველებმა განაცხადეს, რომ კვარტალურ დივიდენდების გადახდა კვლავაც გაგრძელდებოდა.

 

„ჩვენ ყოველთვის ვასრულებდით ვალდებულებებს აქციონერების წინაშე და დივიდენდების გადახდა არასდროს, კრიზისების დროსაც კი არ შეგვიჩერებია“ - ამბობენ Tiffany-ში.

 

გარიგება ჯერ ბოლომდე ჩაშლილი არაა, თუმცა შეთანხმებას ხელს ნიუ-იორკში გაყიდვების მკვეთრი შემცირება უშლის.

 

9 სექტემბერს LVMH 16 მლრდ. დოლარად შეფასებული გარიგების გადადების შესახებ განაცხადა, რასაც Tiffany & Co-ს მხრიდან სასამართლოში საჩივარი მოჰყვა. ამერიკული კომპანია ფრანგებისგან ნოემბერში მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებას ითხოვს.

 

საპასუხოდ, LVMH საკუთარი საჩივრის შეტანას გეგმავს, რომელშიც Tiffany & Co-სგან დივიდენდებთან დაკავშირებული მიდგომის შეცვლას მოითხოვს.

 

თუმცა, თავად Tiffany & Co საკუთარ სადივიდენდო პოლიტიკას პრობლემად არ მიიჩნევს.

„ჩვენი ბიზნესის ფუნდამენტალური მდგრადობა იმდენად ცხადია, რომ კარანტინმა მას დიდი ზიანი ვერ მიაყენა და წაგება დროებითია. ჩვენ 2020 წლის მეორე კვარტალში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდზე მეტ მოგებას ველით“ - განაცხადა Tiffany & Co-ს გენერალურმა დირექტორმა ალესანდო ბოლიოლომ.

  

Forbes.ru


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
tiffany



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up