Forbes: ევროპასა და ამერიკაში უძრავი ქონების ბაზარმა ზრდა დაიწყო

Forbes: ევროპასა და ამერიკაში უძრავი ქონების ბაზარმა ზრდა დაიწყო

access_time2021-02-16 19:00:03

პანდემიამ განვითარებულ ქვეყნებში უძრავ ქონებაზე ფასები ვერ ჩამოშალა, იმის მიუხედავად, რომ ასეთი მოლოდინები ნამდვილად იყო. 2020 წლის ბოლოსთვის, თითქმის ყველგან, მოთხოვნის შესაბამისად ფასების ზრდა დაფიქსირდა.

 

ეს ტენდენცია 2021 წელსაც გაგრძელდა. ძირითადი მიზეზია ე.წ. „გადადებული მოთხოვნაა“ - ბაზარზე ისინი დაბრუნდნენ, ვინც 2020 წელს ბინის ან სახლის ყიდვას აპირებდა, თუმცა, პანდემიის გამო ვერ მოახერხა.

 

კრიზისს ეკონომიკური მიზეზები არ ჰქონდა. პოტენციურ მყიდველებს ფული არ შემოაკლდათ და პანდემიის შესუსტებასთან ერთად, უძრავი ქონების ბაზარიც გამოცოცხლდა.

 

ამას ხელი რამდენიმე ფაქტორმაც შეუწყო კერძოდ, განვითარებული ქვეყნების მთავრობების მხრიდან მოსახლეობის და ბიზნესისთვის უპრეცედენტო მასშტაბის ფინანსური დახმარების გაწევამ და იპოთეკაზე დაბალმა პროცენტებმა - 1,5-2,5% წელიწადში. ევროპაში დეპოზიტებზე თითქმის ნულოვანი მოგება უძრავი ქონების შეძენისთვის ერთ-ერთი საუკეთესო არგუმენტია ამიტომაც, ვისაც დანაზოგები აქვს, ყველა არა ბანკში ფულის ჩადებას, არამედ ბინის ან სახლის ყიდვას ცდილობს.

 

თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ პროცესის დასაწყისია, როდესაც ევროპაში საზღვრები ბოლოს და ბოლოს გაიხსნება, გარიგებების რაოდენობა უცხოელების ხარჯზეც მკვეთრად გაიზრდება - პირველ რიგში ეს საკურორტო ქალაქების და ისეთ მსხვილ მეგაპოლისებს შეეხებათ, როგორიც არის ლონდონი, პარიზი, ან ნიუ-იორკი.

 

შტატებში ამჟამად უძრავი ქონების ყიდვა აქტიურად განახლდა. მიწოდების დეფიციტმა და იაფმა იპოთეკამ მოთხოვნის სწრაფი ზრდა გამოიწვიეს. Realtor.com-ის ინფორმაციით, აშშ-ში უძრავი ქონება 2020 წლის იანვართან შედარებით 15%-ით გაძვირდა. პარალელურად იპოთეკის პროცენტულმა განაკვეთმა 50 წლიან მინიმუმს, 2,75%-ს- მიაღწია.

 

დეფიციტი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მიწოდება 43%-ით შემცირდა, რაც მოთხოვნის მატების პირობებში, ფასებსაც ავტომატურად ზრდის.



ბრიტანეთში 1 წლის მანძილზე უძრავი ქონება 7.35-ით გაძვირდა, რაც ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 6 წლის მანძილზე.

 

ესპანეთში ზრდამ 1,6% შეადგინა და დღეს ქვეყანაში 1 კვ.მ. საშუალოდ 1786 ევრო ღირს. ექსპერტების აზრით, ზრდა 2021 წელსაც გაგრძელდება. დღეისთვის მადრიდში 1 კვ. მ. საშუალოდ 3700 ევრო ღირს, ხოლო ბარსელონაში - 4000.

 

საგულისხმოა, რომ ქვეყნის მასშტაბში გაძვირების მიუხედავად, მადრიდსა და ბარსელონაში ფასები მცირედით - 1,3% და 2,6%-ით გაიაფდა.

 

2020 წლის იანვართან შედარებით საფრანგეთში სახლები საშუალოდ 6,1%-ით, ბინები კი 6,65-ით გაძვირდა.

 

მარტში, ლოკდაუნის გამოცხადების შემდეგ, უძრავი ქონების ბაზარზე გარიგებების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, აპრილ-ივლისის პერიოდში კი 460%-ით ავარდა, მაგრამ სექტემბრის მონაცემებით საბოლოოდ ვარდნამ 14% შეადგინა.

 

თუმცა, წლის ბოლოსთვის ბაზარი გამოცოცხლდა, ხოლო პარიზში უძრავი ქონება 7,6%-ით გაძვირდა, საშუალოდ 1 კვ.მ.-ზე 12 873 დოლარამდე.

 

რიელტორები ასევე აღნიშნავენ, რომ პანდემიის პირობებში მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა კერძო სახლებზე პროვინციაში. კერძოდ, სახლის აშენების მიზნით მიწაზე მოთხოვნა 63%-ით გაზრდილია.

 

გერმანიაში მოთხოვნა კვლავაც მიწოდებას აჭარბებს. რიელტორული კომპანია Guthmann-ის ინფორმაციით, ბერლინში დეფიციტი 200 000 ბინას შეადგენს, მაშინ, როდესაც ბოლო 12 თვის მანძილზე გასაყიდად გატანილ იქნება მხოლოდ 35 000 ბინა.

 

ფასები როგორც ახალ, ასევე მეორად ბინებზე გაზრდილი. ბერლინის ახალ ბინებში 1 კვ. მ.-ს ღირებულება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,5%-ით, 6800 ევრომდეა გაზრდილი, ხოლო მეორად ბაზარზე   6,15-ით, 5000 ევრომდე.

 

 

წყარო: forbes.ru





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up