Forbes: ევროკავშირში „ნახშირბადის გადასახადის“ შემოღება ყველაზე მეტად რუსეთს დააზარალებს

Forbes: ევროკავშირში „ნახშირბადის გადასახადის“ შემოღება ყველაზე მეტად რუსეთს დააზარალებს

access_time2021-09-02 20:00:59

ევროკავშირის სხვა სავაჭრო პარტნიორებთან შედარებით „ნახშირბადის გადასახადისგან“ ყველაზე მეტად რუსეთი დაზარალდება, მიაჩნიათ ევროპული ანალიტიკური ცენტრების Sandbag და E3G-ის ექსპერტებს.

 

მათი გათვლებით, 2026 წლისთვის რუსულ საქონელზე საგადასახადო ტვირთი წელიწადში 442 მლნ, ხოლო 2035-სთვის - 1,9 მლრდ ევრომდე გაიზრდება.

 

ყველაზე მეტად ეს რკინას, ფოლადს და სასუქებს შეეხება. ევროკავშირის პარტნიორებს მიერ გადასახადის გადახდა  ნაწილობრივ ევროპული მექანიზმის ხარჯზე მოხდება,  თუმცა, ეს გაზრდილი გადასახადებისგან მიღებულ ზარალს ვერ აანაზღაურებს - 2026 წელს  თანხა 313 მლნ, ხოლო 2035-ში 602 მლნ ევრო იქნება.

 

ეს უმნიშვნელო შეღავათია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ანალიტიკური ცენტრების დასკვნით, 2019 წელს რუსულმა ექსპორტმა 91,4 მლრდ ევრო შეადგინა. თუმცა, თავად რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო გაცილებით უფრო დიდ თანხას ასახელებს  - 159.7 მლრდ ევრო.

 

ყველაზე ნაკლებად ეკოლოგიური გადასახადი ამერიკულ საქონელს შეეხება - 2026 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 17 მლნ ევრო იქნება.

 


სამხრეთ კორეას ევროკავშირში თავისი საქონლის შეტანისთვის 96 მლნ ევროს გადახდა მოუწევს, ჩინეთს  - 174 მლნ, თურქეთს – 206 მლნ, ხოლო უკრაინას - 353 მლნ ევრო.

 

2026 წელს რუსეთის და უკრაინის ეკონომიკებზე ნახშირბადის გადასახადის გავლენა თითქმის ერთნაირი იქნება - 313 და 307 მლნ ევრო შესაბამისად.

 

ახალი გადასახადი ევროკავშირში იმპორტირებული საქონლის მხოლოდ 3,2% შეეხება - საუბარია ისეთ პროდუქციაზე, როგორც რკინა, ფოლადი, სასუქები, ალუმინი, ცემენტი, და ელექტროენერგია. თუმცა, სწორედ ამ პროდუქციაზე ნაწილდება ევროპაში მოქმედი ნახშირბადის უფასო კვოტების 47%.

 

ევროკავშირი ამ კვოტებზე უარის თქმას და მათზე გადასახადის დაწესებას გეგმავს, რაც ფასების ზრდას აუცილებლად გამოიწვევს. ასე რომ, გადასახადის სიმძიმე პირველ რიგში ევროპელ მომხმარებლებს დააწვება - სწორედ მათ მოუწევთ გაძვირებული პროდუქციის ახალ ფასებში შეძენა.

 

ნახშირბადის გადასახადი მსოფლიოში პირველი მსგავსი პრეცედენტი იქნება. ივლისში გეგმა ევროკომისიამ წარადგინა და ის 2030 წლისთვის ევროკავშირში სასათბურე გაზების 1990 წელთან შედარებით 55%-ით შემცირებას გულისხმობს.

 

2050 წლისთვის ევროპა იქნება დედამიწის პირველი რეგიონი, რომელიც „კლიმატურ ნეიტრალურობას“ მიაღწევს - ეს ნიშნავს, რომ ატმოსფეროში გამოიყოფა ზუსტად იმდენი მავნე ნივთიერებები, რამდენის გადამუშავება და გაუვნებელყოფა ბუნებას ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლია.

 

ნახშირბადის გადასახადი ამ პაკეტში შემოთავაზებული მხოლოდ ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთად-ერთი ზომაა.

 

რუსეთი ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი გადასახადი რუსეთის 7,6 მლრდ დოლარის ღირებულების ექსპორტს შეეხება - კონკრეტულად კი ისეთ საქონელს, როგორცაა რკინა, ფოლადი, ალუმინი, მილები, ელექტროენერგია და ცემენტი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up