Forbes-ის Top 100: ძვირადღირებული ბრენდების ასეულს Phillips-ი და  Nissan-ი გამოეთიშა

Forbes-ის Top 100: ძვირადღირებული ბრენდების ასეულს Phillips-ი და Nissan-ი გამოეთიშა

access_time2020-07-29 19:15:30

როდესაც საუბარია ბრენდების ღირებულებაზე - მოწინავე  IT-კომპანიები უპირობო ლიდერები არიან - რეიტინგში მათ პირველი 5 პოზიცია უჭირავთ ისევე, როგორც 2019 წელს.

 

2020 წლის ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების ათეული ასე გამოიყურება:

 

Apple — $241,2 მლრდ. (+17%);

Google — $207,5 მლრდ. (+24%);

Microsoft — $162,9 მლრდ. (+30%);

Amazon — $135,4 მლრდ. (+40%);

Facebook — $70,3 მლრდ. (-21%);

Coca-Cola — $64,4 მლრდ. (+9%);

Disney — $61,3 მლრდ. (+18%);

Samsung — $50,4 მლრდ. (-5%);

Louis Vuitton — $47,2 მლრდ. (+20%);

McDonald's — $46,1 მლრდ. (+5%).

 

მთლიანი რეიტინგი 100 ბრენდისგან შედგება, მათი ჯამური ღირებულება წლის მანძილზე 2,3 ტრლნ.-დან 2,5 ტრლნ.-მდე გაიზარდა. მათ შორის 50 - ამერიკულია, 6 იაპონური, 10 გერმანული, 5 - შვეიცარიული.

 


ლიდერ-ბრენდებს შორის 20-ი  მაღალ ტექნოლოგიებს, 14 ფინანსებს, 11 ავტომრეწველობას, 8 - ვაჭრობას წარმოადგენს.

 

ზრდადი ბრენდები

 

რამდენიმე ბრენდის პოზიციები წლის მანძილზე მნიშვნელოვნად შეიცვალა  -  Visa 25-დან მე-18-მდე, Adidas — 61-დან 51-მდე,  Netflix -  38-დან  26-ემდე, Chanel 79-დან  52-მდე,  Cartier —  64-დან  56-მდე დაწინაურდნენ.

 

პოზიციები მნიშვნელოვნად Walmart-აც გაიუმჯობესა  ბრენდი 12%-ით 29,5 მლრდ. დოლარამდე გაძვირდა.

 

«Walmart მიწოდების სისტემის მოდერნიზებაზე აქტიურად მუშაობს, და ამ ბაზარზე მას კონკურირება Amazon-თან უწევს. ეს ძალიან რთული საქმეა, თუმცა Walmart მარტივად არ ნებდება“  - განაცხადა კომპანის დირექტორმა დუგლას მაკმილონმა.

 

გამარჯვებულები და დამარცხებულები

 

ამ წლის რეიტინგში რამდენიმე ახალბედა ბრენდიც გამოჩნდა - Nintendo, Hennessy, Burger King და AXA. პრესტიჟული სია ისეთმა ბრენდებმა დატოვეს,  როგორც Phillips, Hewlett Packard Enterprise,  Nissan და  Kellogg’s.

 

ჩამორჩენილები

რამდენიმე ბრენდი, განსაკუთებით ავტომრეწველები, სიაში დარჩნენ, თუმცა, პოზიციები გაიუარესეს - მაგალითად,  Mercedes-Benz  21-დან 27-ე პოზიციამდე ჩამოქვეითდა.

 

პოზიციები გაიუარესა  ბანკმა Wells Fargo-მ  ( 42-დან 69-მდე) და ფასტ-ფუდების ქსელმა KFC ( 86-დან 96-მდე).

დაზარალებულებს შორის ლეგენდარული IT-კომპანიებიც არიან - GE, HP და IBM, რომელთა ღირებულება 14%, 12% და  10% გაიაფდა.

 

ღირებულების ნაწილი ახლებთან კონკურენციაში ისეთმა ძველმა ბრენდებმა დაკარგეს, როგორც  Gillette, რომელსაც სტარტაპ Harry’s-სთან მძიმე ბრძოლა უწევს.

 

კორონავირუსი და გლობალური კრიზისი ბიზნესზე ზემოქმედების მოხდენას კვლავ აგრძელებს, შესაბამისად, მომავალი წლის რეიტინგი შესაძლოა სხვანაირი იყოს. თუმცა, დღევანდელი ტენდენციის მიხედვით, სავარაუდოდ, კორონაკრიზისიდან გამარჯვებულები ისევ ის კომპანიები გამოვლენ, ვინც 2019 წელს იზრდებოდა -  პანდემიის დროს ონლაინ-ვაჭრობის, სტრიმინგის, და საგადამხდელო სისტემების პოპულარობა არათუ არ დაეცა, არამედ გაიზარდა.

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

 

forbes.ru


თეგები:
forbes



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up