Forbes: Duty Free-ს მაღაზიების ქსელების დამაარსებელმა ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დახარჯა

Forbes: Duty Free-ს მაღაზიების ქსელების დამაარსებელმა ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დახარჯა

access_time2020-09-20 20:35:56

ჩაკ ფინი მაღაზიების ქსელის Duty Free-ს წყალობით მილიარდერი გახდა, თუმცა, ამან მისი მოკრძალებული, და ასკეტური ცხოვრების წესი ვერ შეცვალა.

მან სპეციალური ფონდი Giving While Living შექმნა, რომლის მიზანიც იყო აქტიური საქველმოქმედო საქმიანობის წარმოება სიცოცხლეში, და არა ფულის გადაცემა ფონდებისთვის გარდაცვალების შემდეგ,
ბოლო 40 წლის მანძილზე ფინიმ ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დოლარი გაიღო.

2012 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ 2 მლნ. დოლარი გადადო იმისთვის, რომ მას და მის მეუღლეს პენსიაზე მშვიდად ცხოვრება შეეძლოთ.

საგულისხმოა, რომ ყველა შემოწირულობებს ის ახორციელებდა ანონიმურად, მაშინ, როდესაც სხვა მდიდარი ადამიანები პიარის ასაგორებლად მათ საქველმოქმედო საქმიანობას მას-მედიით დიდი სიამოვნებით აშუქებენ.

ამიტომაც, პრესამ მას „ქველმოქმედების ჯეიმს ბონდი“ შეარქვა.

ბიზნესმენი, რომელმაც მილიარდები ფუფუნების საგნების გაყიდვით იშოვა, ამჟამად მოკრძალებულ ბინაში სან-ფრანცისკოში ცხოვრობს. მისი ბინა ოთახს სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში უფრო წააგავს, ვიდრე მილიარდერის ვილას.

მის საძინებელში ხის უბრალო მაგიდა დგას, მაგიდაზე კი წარწერაა - „ვულოცავთ ჩაკ ფინის 8 მლრდ. დოლარის ქველმოქმედებაზე დახარჯვას“.


ამაშია მთელი ჩაკი ფინი - ის ცდილობდა ანონიმურობის შენარჩუნებას, თუმცა სხვა ფილანტროპებისთვის სამაგალითო გახდა. მისი ხელგაშლილობით აღფრთოვანებულმა ბილ გეითსმა დააარსა ინიციატივა The Giving Pledge, რომელიც სიცოცხლეში ქველმოქმედებაზე მთელი ქონების 50% მოხმარებას გულისხმობს.

ფინი უზარმაზარ თანხებს ისეთ პრობლემებზე ხარჯავდა, როგორც ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, ვიეტნამის ჯანდაცვის სისტემის მოდერნიზება, ნიუ-იორკში ახალი ტექნოლოგიური ცენტრის შექმნა, და ა.შ.

ფინი ქველმოქმედებას აუცილებლობად სწორედ სიცოცხლეშივე მიიჩნევდა და ამასთან დაკავშირებით ერთხელ განაცხადა:

„ვერ ვხედავ მიზეზებს, რომელთა გამო შესაძლებელია საქველმოქმედი საქმიანობის გადადება მაშინ, როდესაც შეიძლება დიდი შედეგების მიღება ღირებული ინიციატივების მხარდაჭერით. გარდა ამისა, გაცილებით უფრო სახალისოა ფულის ხარჯვა კეთილ საქმეზე დღესვე, და არა სიკვდილის შემდეგ“ - განაცხადა მან.

2020 წლია 14 სექტემბერს ფინიმ თავისი მთავარი, 40 წლიანი ოცნება შეასრულა - იშოვა მილიარდები და დახარჯა მთელი თავისი ქონება ქველმოქმედებაზე.

მას უკვე არაფერი დარჩა - პირადი მოხმარებისთვის გადადებული 2 მლნ. დოლარის გარდა. 14 სექტემბერს ჩაკ ფინიმ ოფიციალურად დახურა თავისი საქველმოქმედო ფონდი Atlantic Philanthropies.

ეს იყო მისი გეგმის ნაწილი - მთელი მისი ქონება ქველმოქმედებაზე ოფიციალურად დაიხარჯა.

მისი ბოლო შემოწირულობა იყო 350 მლნ. დოლარი, რომელიც ნიუ-იორკში სასწავლი და მეცნიერულ-ტექნიკური ცენტრის შექმნას მოხმარდა.

ფინი მოკრძალებული ცხოვრების წესით გამოირჩეოდა, თუმცა, ის ყოველთვის მზად იყო დიდი თანხის გაღებაზე, თუ გრძნობდა, რომ პროექტის პოტენციური სარგებელი რისკებზე მაღალია.

forbes

თეგები:
duty free



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-22 21:00:21
1. ბანკებზე თავდასხმის ქრონიკა საქართველოში   ბანკების ძარცვა ტექნოლოგიების ერაში ბევრს ყველაზე მოძველებულ კრიმინალურ აქტად მიაჩნევა, თუმცა ფინანსურ ინსტიტუტებზე შეიარაღებული თავდასხმა პლანეტის ერთერთ მთავარ გადაუჭრელ პრობლემად დღემდე რჩება....

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-22 18:10:25
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, კურსის ცვლილებამ 0.93 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი...

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა
access_time2020-10-22 20:00:48
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ის წინაამღდეგ სასამართლოში ანტიმონოპოლური სარჩელი შეიტანა.   უწყების აზრით, კორპორაცია ონლაინ-ძიების ბაზარზე ხელოვნულ მონოპოლიას აჩენს.   Google არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებაც 1 ტრლნ. დოლარია. ის თითქმის მონოპოლოსტია მილიარდობით ინტერნეტ-მომხმარებლისთვის, კომპანია ისეთ სერვისებს ფლობს, როგორც  Chrome,  YouTube, Google maps, Google translate და...

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები
access_time2020-10-22 17:30:00
2020 წლის სამ კვარტალში, საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 499 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ეს 81%-იანი დანაკლისია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. PMC Research-ის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 94.2%-ით შემცირდა. აპრილის შემდეგ, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ყოველ თვეში, მოგზაურების, ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა 90%-ზე მეტად მცირდებოდა. კვლევაში მითითებულია, რომ COVID-19...

ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე

 ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე
access_time2020-10-22 17:00:34
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ნოემბრის პროგნოზი ახლიდან გაკეთდება.   მისივე ინფორმაციით, აქამდე გაკეთებული პროგნოზის თანახმად, ვირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში დადგება და ამ პიკის დროს დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა 4-5 ათას შემთხვევას მიაღწიოს.   „პროგნოზირება ძალიან უმადური რამ არის. არ არსებობს არც ერთი...


მსგავსი სიახლეები

up