Forbes: ჯო ბაიდენმა აშშ-ს ინფრასტრუქტურის განახლების გეგმა წარადგინა

Forbes: ჯო ბაიდენმა აშშ-ს ინფრასტრუქტურის განახლების გეგმა წარადგინა

access_time2021-04-01 20:00:53

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი ადმინისტრაციის მეორე მსხვილი ინიციატივა წარადგინა - ეკონომიკის განვითარების და ინფრასტრუქტურის განახლების გეგმა, რომლისთვისაც 2 ტრლნ. დოლარზე მეტი გამოიყოფა.

 

„1960-ანი წლების შემდეგ ყველაზე მასშტაბური გეგმა“ ინფრასტრუქტურის განახლებას, მრეწველობის გამოცოცხლებას, მეცნიერებაში ინვესტიციების ზრდას და სოციალური პროგრამების  დაფინანსებას გულისხმობს.

 

მსხვილი პროექტების ფულს ძირითადად ბიზნესი გადაიხდის - ბაიდენის ადმინისტრაცია კორპორაციული გადასახადის მესამედით გაზრდას გეგმავს, რაც ბილ კლინტონის პერიოდის შემდეგ გადასახადების  ყველაზე მასშტაბური ზრდაა.

 

2 ტრლნ. დოლარის დახარჯვა 8 წლის მანძილზე იგეგმება. ამ თანხიდან 621 მლრდ. დოლარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში  ჩაიდება. ადმინისტრაცია გზების, პორტების, აეროპორტების, ხიდების აშენება-განახლებას და ელექტროტრანსპორტის განვითარებას გეგმავს.

 

650 მლრდ. დოლარი ამერიკის სახლებში ცხოვრების ხარისხის გაზრდაზე დაიხარჯება, მათ შორის 111 მლრდ. დოლარი სასმელი წყლის მიწოდების სისტემის მოდერნიზებაზე, 100 მლრდ. ინტერნეტის და ელექტროქსელების გაფართოვებაზე, 137 მლრდ. სკოლების აშენებაზე და განახლებაზე.

 

580 მლრდ. დოლარი ამერიკული მრეწველობის განახლებაზე დაიხარჯება, მათ შორის 180 მლრდ. მეცნიერულ-კვლევით და საკონსტრუქტორო სამუშაოების მოხმარდება. 300 მლრდ. დოლარი უშუალოდ მრეწველობაზე, ხოლო 100 მლრდ, დოლარი პროფესიულ  გადამზადების და კარიერული განვითარების პროგრამების რეალიზებაზე გამოიყოფა.


 

400 მლრდ, დოლარი მოხუცების და ავადმყოფების მოვლის პროგრამებზე  და ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ფინანსურ დახმარებაზე წავა.

 

როგორც უკვე ითქვა, ამ მასშტაბური გეგმის რეალიზებისთვის კორპორაციებისთვის გადასახადების ზრდაა გათვალისწინებული. 2017 წელს დონალდ ტრამპმა კორპორაციული გადასახადი 35%-დან 21%მდე შეამცირა, ამჯერად კი ბაიდენის ადმინისტრაცია მის 28%-მდე ზრდას გეგმავს.

 

მსხვილი პროექტებისთვის  სახსრების მოზიდვა ასევე ამერიკული კომპანიების ოფშორებში გადასვლის წინაამღდეგ ბრძოლით იგეგმება.  კორპორაციების საერთაშორისო მოგების გადასახადი 21%-მდე გაიზრდება - რაც ასევე ყველაზე მასშტაბური ზრდაა ბოლო 28 წლის მანძილზე.

 

ეს ჯო ბაიდენის მასშტაბური ინიციატივის მხოლოდ პირველი ნაწილია, რამდენიმე კვირაში მეორეც გამოქვეყნდება. ის უფრო სოციალური ხასიათის იქნება, და ისეთ საკითხებს შეეხება, როგორც განათლება, ჯანდაცვა, ბავშვების მოვლა, საგადასახადო შეღავათები მშობიარობის შემდეგ, და ა.შ.

 

ორივე პაკეტის ჯამური მოცულობა 4 ტრლნ. დოლარს მიაღწევს.

 

ეს ჯო ბაიდენის მეორე მსხვილი ეკონომიკური ინიციატივაა. რამდენიმე კვირის წინ კონგრესმა მის მიერ წარდგენილი პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკის და მოქალაქეების მხარდაჭერის გეგმა დაამტკიცა. მისი მოცულობა 1,9 ტრლნ. დოლარია.

 

ახალი ეკონომიკური გეგმის კონგრესში დამტკიცება ადვილი არ იქნება - რესპუბლიკელები გადასახადების ზრდას მხარს არ უჭერენ, ასევე მერყეობს დემოკრატების ზომიერი ნაწილიც.

 

ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ორივე პაკეტის მიღება 2021 წლის ზაფხულში მოხერხდება და ახალი გეგმა მილიონობით სამუშაო ადგილს შექმნის.



forbes.ru


თენგიზ აბლოთია


თეგები:
ჯო ბაიდენი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up