Forbes: ჯო ბაიდენი - ფულის მფლანგველი და სესხების მოყვარული

Forbes: ჯო ბაიდენი - ფულის მფლანგველი და სესხების მოყვარული

access_time2021-06-19 20:00:13

2017 წლის იანვარში, როდესაც აშშ-ის ისტორიაში პირველად პრეზიდენტი მილიარდერი გახდა, ჯო ბაიდენის ქონება საკმაოდ მოკრძალებული იყო - $2,5 მლნ, რომელშიც ძირითადად საპენსიო დანაზოგები და უძრავი ქონება ჭარბობდა.

 

თუმცა, უკვე 2017 წლის ბოლოსთვის მომავალი პრეზიდენტის და მისი მეუღლის ჯილის ერთობლივი კაპიტალი $11,1 მლნ.-ით, 2018-ში - $4,6 მლნ.-ით, 2019-ში $1 მლნ.-ით, ხოლო 2020-ში - $630 000-ით გაიზარდა.

 

ამის მიუხედავად, ბაიდენების ოჯახი სიმდიდრის ამერიკული საზომებით არ გამოირჩევა - მიღებული შემოსავლიდან $7 მლნ. გადასახადებზე, $1,3 მლნ. ქველმოქმედებაზე, $180 000 ოჯახის მომსახურე პერსონალის ხელფასებზე, $80 000 კი იპოთექაზე წავიდა. მაგრამ ასეა თუ ისე, ეს მაინც მეტია, ვიდრე 2017 წლის დასაწყისში - ფინანსური დეკლარაციებიდან ჩანს, რომ ბაიდენის ქონება 8 მლნ. დოლარია.

 

თუ გაინტერესებთ, როგორ გაუძღვება ქვეყნის ფინანსებს მართვას ესა თუ პრეზიდენტი, საკმარისია ნახოთ, როგორც მართავს ის თავის ფულს. დონალდ ტრამპის ფინანსური ისტორია, რომელიც სავსეა გიჟური ხარჯებით და ჩავარდნილი პროექტებით, ნათლად მეტყველებდა, რომ ის ეროვნულ ბიუჯეტს ნაკლებად გაუფრთხილდებოდა.

 

ასეც იყო - ჯერ კიდევ პანდემიამდე ბიუჯეტის დეფიციტი 60%-ით გაიზარდა - მათ შორის კორპორაციული გადასახადის შემცირების გამო, რომელიც მომგებიანი პირველ რიგში მსხვილი ბიზნესისთვის და მილიარდერებისთვის იყო.

 

ბაიდენს სხვა პრიორიტეტებიც აქვს - ის მზადაა ფული არა მდიდრებს, არამედ საშუალო ფენას დაურიგოს, თუმცა, მისი პირადი ფინანსების ანალიზი აჩვენებს, რომ მას, ისევე როგორც ტრამპს, ვალების აღების არ ეშინია და ფულის ხარჯვა უყვარს. ასე რომ, არავის გაუკვირდეს, თუ ამერიკის ვალი ზრდას განაგრძობს.

 

ბაიდენს სულ 3 სახლი აქვს, და სამივე ვალითაა ნაყიდი - 1972 წელს მან 180 000 დოლარად სახლი ქალაქ უილმინგტონშო შეიძინა და ეს მაშინ, როდესაც იმ დროს ის სენატორი იყო და მისი ხელფასი წელიწადში 43 000 დოლარი იყო. 1996 წელს მან ეს სახლი 1,2 მლნ. დოლარად გაყიდა და ახალი  აიშენა - ასევე საბანკო ვალით.

 

წლების მანძილზე ბაიდენის ოჯახი იღებდა სესხებს, რომლებიც მის ფინანსურ შესაძლებლობებზე ბევრად მეტი იყო. მომავალი პრეზიდენტის 3 შვილი კერძო სკოლებში და კოლეჯებში სწორედ კრედიტის ხარჯზე სწავლობდა.

 


2001 წელს ბაიდენის ოჯახი რამდენიმე სესხის დაფარვაში წელიწადში 700 000 დოლარზე მეტს იხდიდა.

 

ლოგიკური თვალსაზრისით, ფინანსების ასეთი მართვა კატასტროფაა - ბაიდენი ბევრს ხარჯავდა და ძალიან ცოტას ზოგავდა, თუმცა, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით ეს სავსებით ლოგიკურია. „ჯო საშუალო კლასიდან“ ცდილობდა ეცხოვრა ისე, როგორც ცხოვრობდნენ უმაღლესი კლასის წარმომადგენლები  - დიდ სახლებს ყიდულობდა, შვილებს კარგ და პრესტიჟულ სასწავლებლებში ასწავლიდა, ამიტომაც სესხებსაც იღებდა.

 

„ბაიდენის ოჯახის საგადასახადო დეკლარაციებში თქვენ ნახავთ წყვილს, რომელმაც საპენსიო დანაზოგების, სიცოცხლის დაზღვევის და მცირე დანაზოგების სახით რაღაც ქონება შეაგროვა, მაგრამ ეს არაა გააზრებული გეგმის და გამდიდრების სტრატეგიის შედეგი“, - ამბობს ფინანსისტი და ადვოკატი მეგან გორმანი.

 

როდესაც ის ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტი გახდა, მას დამატებით შემოსავალი გაუჩნდა ხელფასის სახით და მან ასევე წელიწადში 26 400 დოლარად სახლი უილმინგტონში გააქირავა.

 

თუმცა, როგორც უკვე ითქვა, 2017 წელს ვიცე-პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ის განსაკუთრებული სიმდიდრით არ გამოირჩეოდა და კაპიტალის დიდი ნაწილი 2017 წლის შემდეგ დააგროვა.

 

მისი და მისი მეუღლის დამატებითი შემოსავლების წყარო საჯარო საქმიანობა გახდა - ისინი წიგნებს წერდნენ და უნივერსიტეტებში ლექციებს კითხულობდნენ, თუმცა, ისევ და ისევ მეტს ხარჯავდნენ, ვიდრე შოულობდნენ - მაგალითად, 2017 წლის ივნისში ბაიდენებმა 2,7 მლნ. დოლარად შტატ დელავერის კურორტ რეხობოტ-ბიჩში ვილა იყიდეს.

 

ზოგადად ბაიდენი გამდიდრებისთვის ბევრს არაფერს აკეთებდა - მაგალითად, არ ყიდულობდა აქციებს, და ფულს საინვესტიციო ფონდებში არ აბანდებდა.

 

2019 წლის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად ბაიდენებს 200 000 დოლარი საინვესტიციო ფონდებში აქვთ ჩადებული, დანარჩენი თანხები კი საბანკო დეპოზიტებში და სადაზღვევო პოლისებში ინახება. ბაიდენები საფონდო ბაზარში ინვესტიციებისგან თავს იკავებდნენ, რის გამოც მათი ქონების მრავალჯერ გაზრდის შესაძლებლობა დაკარგეს.

 

2021 წლის მაისში წარდგენილი დეკლარაციის თანახმად, მისი ფულადი დანაზოგები 2,9 მლნ. დოლარამდეა, რაც ბევრად ნაკლებია, ვიდრე 5,5 მლნ. დოლარი, რომელიც მას წესით გამომუშავებული 17.3 მლნ. დოლარიდან უნდა დარჩენოდა. სავარაუდოდ, ბაიდენმა დაახლოებით 2,6 მლნ. დოლარი 3 წელიწადში დახარჯა.

 

სავარაუდოდ, ეს საჩუქრები იყო - ამერიკული კანონმდებლობით, წელიწადში 30 000 დოლარამდე ღირებულების საჩუქრების გაცემა შესაძლებელია დეკლარაციაში მითითების გარეშე. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა საჩუქრები შვილებს და შვილიშვილებს, რაც ჯამში ყოველწლიურად 200 000 დოლარამდე ავიდოდა.

 

თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ ბაიდენმა ეს ფული უბრალოდ დახარჯა საკუთარი სიამოვნებისთვის, სტრატეგიული დაგეგმარების გარეშე. მაგალითად, 2018 წელს ბაიდენებმა რეხობოტ-ბიჩის სახლში ახალი აუზი აიშენეს, რომელიც მინიმუმ 75 000 დოლარი ღირდა, გარდა ამისა 2019 წელს მათ შტატ ვირჯინიის ქალაქ მაკლინში მდიდრული ვილა  5 საძინებლით თვეში 20 000 დოლარად იქირავეს.

 

დღეს ბაიდენების  ფინანსურ სტაბილურობას არაფერი ემუქრება - მათ, როგორც პრეზიდენტის ოჯახს, დღეში 2000 დოლარის ხარჯვა, და მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში 2 მლნ. დოლარის დაზოგვა შეუძლიათ.

 

წყარო: Forbes

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up