Forbes: ჯეფ ბეზოსის ეკოლოგიური ინიციატივა მწვავე კრიტიკის საგანი გახდა

Forbes: ჯეფ ბეზოსის ეკოლოგიური ინიციატივა მწვავე კრიტიკის საგანი გახდა

access_time2020-11-28 20:00:00

Amazon-ის დამაარსებელმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა ჯეფ ბეზოსმა ბუნებაზე ზრუნვა გადაწყვიტა და საქველმოქმედო ეკოლოგიური ფონდი Bezos Earth Fund შექმნა. ნოემბერში ფონდმა 16 ეკოლოგიური ორგანიზაცია უკვე შეარჩია, ისინი მისგან ჯამურად 1 მლრდ. დოლარს მიიღებენ.


თუმცა, ამ ინიციატივას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, ძირითადად ეკოლოგიური ორგანიზაციები, რომლებსაც ბეზოსისგან არაფერი მიუღიათ.


მილიარდერს 3 მიმართულებით აკრიტიკებენ:

  • პირველი თეზისია - გრანტები ისედაც მდიდარმა ორგანიზაციებმა მიიღეს, რომლებსაც დაფინანსება არც აქამდე აკლდათ. ბეზოსის მილიარდებიდან ღარიბ ორგანიზაციების, რომლებსაც გრანტები რეალურად სჭირდებათ, არც ერთი ცენტი არმიუღიათ.
  • მეორე თეზისი - ბეზოსის მოტივები არც თუ ისე სუფთაა, და მისი ეკოლოგიური ინიციატივების რეალური მიზანია არა ბუნების გადარჩენა, არამედ თავისი კომპანიის რეპუტაციის გაუმჯობესება. თანაც, Amazon-ს მავნე ნივთიერებების ატმოსფეროში გამოყოფის შემცირების კუთხით ძალიან ცუდი შედეგები აქვს, რაც მის ეკოლოგიურ საქმიანობას ჩრდილს აყენებს.
  • მესამე თეზისი - ქველმოქმედება ეკოლოგიაში უსარგებლოა და საქმეს არაფერი ეშველება მანამ, სანამ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა სახელმწიფო პოლიტიკა არ გახდება.


რამდენად დასაბუთებულია ეს ბრალდებები?


რა თქმა უნდა, რამდენი ფულიც არ უნდა გქონდეს - ყველას ვერ დაურიგებს, ვიღაცა მაინც უკმაყოფილო დარჩენა. სინამდვილეში გრანტები ცნობილმა ორგანიზაციებმა მიიღეს, რომლებსაც ეკოლოგიის დამცველთა სამყაროში კარგი რეპუტაცია აქვთ. მაგალითად, Environmental Defense Fund, რომელიც ბეზოსის ფულით კოსმოსში თანამგზავრების განათავსებს ატმოსფეროში მეტანის გამოყოფის მონიტორინგისთვის. ამ საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმისთვის ფონდმა მილიარდერისგან 100 მლნ. დოლარი მიიღო.



Rocky Mountain Institute-მა 10 მლნ. დოლარი„დეკარბონიზაციის პროგრამის“ რეალიზებისთვისმიიღებს. პროგრამის მიზანია საცხოვრებელისახლების გათბობის ეკოლოგიურად სუფთაენერგიის წყაროებზე გადაყვანა.


World Resources Institute 5 წლის მანძილზე 100 მლნ. დოლარს სასკოლო ავტობუსების ელექტრიფიცირებისთვის მიიღებს. ასევე ბეზოსის განსხვადასხვა თანხები უფრო მცირე ორგანიზაციებმა მიიღეს, რომლებიც განათლების, ქალთა უფლებების და მწვანე ენერგეტიკის დარგში მუშაობენ. ასე რომ პირველი ბრალდება ნაკლებად დასაბუთებულია.


რაც შეეხება მეორეს, ანუ, Amazon-ის რეპუტაციას დამის მიერ ბუნებისთვის მიყენებულ ზიანს, არც ეს არის ბოლომდე სიმართლე. კერძოდ, 2019 წლის მანძილზე Amazon-ს მიერ ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამოყოფა მართლაც 15%-ით გაიზარდა, თუმცა, გაყიდვების მატებამ 20% შეადგინა. შესაბამისად, პროცენტულად კომპანიამ ეს მაჩვენებელი არათუ არ გაზარდა, არამედ 4,5%-ით შეამცირა.


მესამე ბრალდება კი ზოგადად ეკოლოგიურ ქველმოქმედებას აუფასურებს. მისი არსი შემდეგში, გეშინოდეთ მდიდარი ფილანტროპების, რომლებიც თავიანთი კეთილი ინიციატივებით დედამიწაზე თავიანთი ბატონობისკენ სწრაფვასმალავენ.


„თუ ჩვენ 2030 წლისთვის მავნე გამონაბოლქვების 2-ჯერ შემცირება გვსურს, მთავრობამ თამაშის წესებიუნდა შეცვალოს, მილიარდერებმა კი უმჯობესია ეს ფული ბიუჯეტში გადაიხადონ. არა აქვს მნიშვნელობა მილიარდერები რას აკეთებენ, ბუნების გადარჩენისთვის ჩვენ ახალი კურსი გვჭირდება“ - წერს ბეზოსის ერთ-ერთი უმწვავესი კრიტიკოს, ეკოლოგი-პუბლიცისტი პერის მარქსი.


თავად ბეზოსი ამ კამპანიას არანაირად არეხმაურება. 2019 წელს Amazon-მა 100 000 ელექტროფურგონი შეუკვეთა, პირველი მანქანებიგზებზე 2021 წელს გამოჩნდება. ეს გარიგება ძალიან მნიშვნელოვანი სწორედ ეკოლოგიური ზიანის შემცირების თვალსაზრისით იყო.


2030 წელს კომპანია მთლიანად სუფთა ენერგიაზე გადასვლას და ატმოსფეროში გამონაბოლქვების ნოლამდე დაყვანას გეგმას. საბოლოო ჯამში, ჯეფ ბეზოსის სასარგებლოდ მთავარი არგუმენტი მისი საქმიანობის შედეგები გახდება.


forbes.ge


თეგები:
ჯეფ ბეზოსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up