Forbes: „მსოფლიოს სურს, რომ თქვენ ჩვეულებრივები იყოთ“ - ჯეფ ბეზოსის ბოლო მიმართვა Amazon-ის აქციონერებისადმი

Forbes: „მსოფლიოს სურს, რომ თქვენ ჩვეულებრივები იყოთ“ - ჯეფ ბეზოსის ბოლო მიმართვა Amazon-ის აქციონერებისადმი

access_time2021-04-17 20:00:38

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ჯეფ ბეზოსმა, რომელმაც თებერვალში Amazon-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან წასვლის შესახებ განაცხადა, კომპანიის აქციონერებს ამ სტატუსით უკანასკნელად მიმართა.


აქციონერების შესახებ

Amazon-მა აქციონერებს დიდი ფული მოუტანა, კომპანია ამჟამად ბაზარზე 1,6 ტრლნ. დოლარი ღირს.


„მარტში კომპანიის ერთ-ერთმა აქციონერმა წერილი გამომიგზავნა, სადაც მომიყვა, რომ 1997 წელს შვილს Amazon-ის 2 აქცია აჩუქა. ამან მისი ოჯახისთვის გადამწყვეტი როლი ითამაშა. მას შემდეგ აქციებს ფასი მუდმივად იზრდება. ალბათ უკეთესი იქნებოდა მაშინ მეტი აქციები ეყიდა“, - წერს ბეზოსი.


მისი თქმით, ის ამაყობს იმით, რომ მრავალი ადამიანის გამდიდრება შეძლო.


„ბევრმა ადამიანმა Amazon-ისგან მიღებული მოგება სწავლაზე, სახლის შეძენაზე, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დახმარებაზე, ქველმოქმედებაზე და კიდევ ბევრ რამეზე დახარჯა. მე ვამაყობ იმით, რომ ჩვენ ბევრი ადამიანის გამდიდრება მოვახერხეთ. ეს მნიშვნელოვანია და მათ ცხოვრებას აუმჯობესებს. თუმცა, ეს ჩვენს მიერ მოტანილი ერთადერთი სარგებელი არაა“, - წერს ბეზოსი.


ცხოვრებაში და ბიზნესში წარმატებაზე


„თუ თქვენ ბიზნესში და სინამდვილეში, ცხოვრებაში, წარმატების მიღწევა გსურთ, იმაზე მეტი უნდა შექმნათ ვიდრე მოიხმართ. თქვენი მიზანი უნდა იყოს სარგებლის მოტანა ყველასთვისვის. ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც სარგებელს არ ქმნის იმათთვის, ვისაც შეეხება, დიდხანს ვერ იცოცხლებს მაშინაც კი, როდესაც გარეგნულად წარმატებულად გამოიყურება“, - მიიჩნევს მილიარდერი.


ბეზოსის გათვლებით, 2020 წელს Amazon-მა კლიენტებს 164 მლრდ. დოლარის სარგებელი მოუტანა, ამ თანხად ბიზნესმენმა კლიენტების მიერ მათთვის საჭირო საქონლის შეძენაზე დაზოგილი დრო შეაფასა.


თანამშრომელთა სარგებელი მან 91 მლრდ. დოლარად შეაფასა, ამ თანხაში ხელფასები და ბონუსები შედის, აქციონერებმა კი 2020 წელს წმინდა მოგების სახით 21,3 მლრდ. დოლარი მიიღეს.


თანამშრომელთა მუშაობის პირობებზე

„როდესაც კითხულობს ახალ ამბებს ჩვენს კომპანიაზე, შესაძლოა შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს ჩვენ თანამშრომელთა შრომის პირობები არ გვადარდებს, მაგრამ ასე არაა. ჩვენ გვსურს მსოფლიოში საუკეთესო დამსაქმებლები ვიყოთ. სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებ საქმიანობას, როგორც Amazon-ის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი“,  - წერს ჯეფ ბეზოსი აქციონერებს.


Amazon-ის დამაარსებლის თქმით, ის პირველ რიგში გამომგონებელია და მხოლოდ შემდეგ ბიზნესმენი და მეწარმე.


„მე გამომგონებელი ვარ და ეს ისაა, რაც მე ყველაზე კარგად გამომდის და სიამოვნებას მანიჭებს“ - წერს ბეზოსი.


 მიმართვის ბოლოს ის აქციონერებს აქტიურ მუშაობას ურჩევს იმისთვის, რომ Amazon-მა თავისი განსხვავებულობა შეინარჩუნოს.


„მსოფლიოს სურს, რომ თქვენ ჩვეულებრივები იყოთ. არ დაუშვათ ეს და ყოველთვის გახსოვდეთ - თვითმყოფადობა ფასობს“,  - წერს ბეზოსი.


forbes.ru

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
ჯეფ ბეზოსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up