Forbes: დაიწყო თუ არა Facebook-მა სრულმასშტაბიანი ცენზურა!?

Forbes: დაიწყო თუ არა Facebook-მა სრულმასშტაბიანი ცენზურა!?

access_time2020-11-14 20:00:18

ოქტომბერში Facebook-ის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ვაქცინაციის მხარდამჭერ პროგრამას იწყებს და პარალელურად ვაქცინაციის საწინაამღდეგო რეკლამის და განცხადებების განთავსებას აკრძალავს.

 

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სოციალურმა ქსელმა სრულმასშტაბიანი ცენზურა შემოიღო და მომხმარებელს თავის შეხედულებებს თავს ახვევს?

 

თავად მარკ ცუკერბერგმა 2018 წელს განაცხადა, რომ საკუთარი კომპანიის ქმედებებს ცენზურად არ მიიჩნევს.

 

ხშირად მეკითხებიან - ვაგებთ არა ჩვენ პასუხს კონტენტზე, რომელსაც ჩვენი მომხმარებლები აზიარებენჩემი პასუხია - დიახ, რა თქმა უნდა, ვაგებთ. ისე არა, როგორც მას-მედია, რადგანაც ჩვენთან არც  რედაქციული პოლიტიკა არ რედაქცია, რომელიც მასალებს არჩევს, არ არსებობს. თუმცა, გარკვეული პასუხისმგებლობა ჩვენც გვეკისრება - თვლის ის.

 

მისი თქმით, სოციალურ ქსელში მილიარდობით ადამიანია და ისევე როგორც სახელმწიფოში, აქაც საჭიროა ქცევის წესების დადგენა.

 

მაგალითად, ჩვენ უნდა შევზღუდოთ სიძულვილის ენა, საზოგადოებრიბი აზრით მანიპულირება, ძალადობის და სიძულვილის პროპაგანდა. ჩვენი პრიორიტეტი არაა მხოლოდ მოგების მიღება - ჩვენ ვაგებთ პასუხს იმაზეც, რაც ჩვენს პლათფორმზე ხდება“ - თვლის Facebook-ის დამაარსებელი.

 

მაშ როგორც უნდა დადგინდეს - რისი გამოქვეყნება შეიძლება და რისი არა?  Facebook-ის პირველ წლებში სტანდარტები ერთ გვერდზე იყო ჩამოყალიბებული - იკრძალება პორნოგრაფია, გინება, შეურაცხყოფა და მოწოდებები ძალადობისკან.

 

ეს აკრძალვა მათ შორის ბავშვების ძუძუთ კვებას შეეხებოდა, რაც 2008 წელს ქალთა დიდმა ჯგუფმა გააპროტესტა.


 

დღეს სტანდარტების ჩამონათვალი 50 გვერდამდეა გაზრდილი, თუმცა, არის საკითხები, რომლებსაც ვერც ერთი რეგულაციით ვერ დაარეგულირებ.

 

 

Facebook - მონაცემთა გიგანტური მასივია, რომელშიც დედამიწის მოსახლეობის მესამედი თავის აზრებს აზიარებს. შეუძლებელია ყველა მომხმარებლის ფანტაზიის და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ადამიანების რეაგირების სრული გაკონტროლება.

 

შეუძლებელია ისეთი ზომების მიღება, რომლებიც ყველას მოეწონება - ვიღაც აუცილებლად უკმაყოფილო დარჩება.

 

Facebook იდეალურ სამყაროს არ ქმნის - ის მხოლოდ ისეთი მექანიზმის შექმნას ცდილობს, რაც მეტ-ნაკლებად იმუშავებს. ერთიანი და მკვეთრად განსაზღვრული წესები არ არსებობს, დასაშვებია გამონაკლისები, როგორც აკრძალვების ასევე დაშვების კუთხით.

 

არ არსებობს ალგორითმი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს რა არის დასაშვები და რა არა, ვერც ერთი პროგრამა ვერ ამოიცნობს იუმორს, ირონიას, სარკაზმს, გაყალბებას,  არამეცნიურულობას, ამიტომაც ცოცხალი ფილტრი მოქმედებს  -ცუკერბერგის თქმით, კონტენტის კონტროლის სისტემაში 35 000 ადამიანი მუშაობს.

 

თუმცა, არც ესაა გამოსავალი. იმათ, ვისაც კონტენტის დაბლოკვის უფლება აქვთ, ასევე საკუთარი შეხედულებებიც გააჩნიათ - მკვეთრი და ზუსტი ინსტრუქციების არარსებობის პირობებში ხშირად გადაწყვეტილებების მიღება მათ პირად შეხედულებებზეა დამოკიდებული.  თანაც გასათვალისწინებელია, რომ კონტენტის დაბლოკვის ცენტრები ძირითადად ღარიბ ქვეყნებშია განთავსებული, მაგალითად ფილიპინებში.

 

წარმოიდგინეთ, რომ რელიგიური და კონსერვატიული ფილიპინელი ხედავს კონტენტს, რომელიც გეების უფლებას იცავს. გამოიყენებს თუ არა ის თავის ძალაუფლებას ამ ინფორმაციის დასაბლოკად? და თუ გამოიყენებს, ამის გაპროტესტებას ვინ შეძლებს?

 

დაძაბულობას არა მხოლოდ Facebook-ზე ცენზურის არსებობა ქმნის, არამედ ის, რომ ყველაფერი დამოკიდებულია სუბიექტურ აზრზე - იქნება ეს ცუკერბერგი თუ კონსერვატიული ფილიპინელი საშუალო ხელფასით.

 

ადამიანთა ჯგუფს აქვს ისეთი უფლებები, რომლების სხვებისთვის მიუწვდომელია.

 

სულ რაღაც 10 წლის წინ კერძო კომპანიისთვის ეს წარმოუდგენელი იყო.

 

Forbes.ru

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
facebook



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up