Forbes და Bloomberg ილონ მასკის ქონებაზე ვერ შეთანხმდნენ

Forbes და Bloomberg ილონ მასკის ქონებაზე ვერ შეთანხმდნენ

access_time2020-11-27 20:00:34

Tesla-ს აქციების ფასის მკვეთრი ზრდის მიუხედავად, კომპანიის დამაარსებელი და გენერალური დირექტორი ილონ მასკი მსოფლიოში მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანი მაინც არაა, როგორც ამის შესახებ მსოფლიოს Bloomberg-მა აუწყა. ასეთი დასკვნა ჟურნალ Forbes-მა გააკეთა.


მისი გათვლებით, მასკი მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში არა მეორე, არამდე მესამე ადგილზეა. მისი ქონება 126,8 მლრდ. დოლარს შეადგენს და მას Amazon-ის დამაარსებელი ჯეფბეზოსი (182 მლრდ.) და ფრანგული LVMH (Louis VuittonMoët Hennessy) მფლობელი ბერნარ არნო (140,6 მლრდ.) უსწრებენ.


24 ნოემბერს Bloomberg წერდა, რომ მასკმა ბილ გეითს გაუსწრო და მილიარდერებს შორის მეორე ადგილზე გავიდა. Microsoft-ის შემქნელმა კი, ამ რეიტინგით, მესამე ადგილი დაიკავა. მისი ქონება 127,7 მლრდ, დოლარად შეფასდა, მაშინ როდესაც მასკის - 127,9 მლრდ.


Forbes-ის დასკვნის თანახმად, ილონ მასკი რა თქმა უნდა, ძალიან მდიდარია. თუმცა, მისი ქონება თითქმის 1 მლრდ. დოლარით ნაკლებია და ის არა მეორე, არამედ მესამე ადგილზეა. ჟურნალის ექსპერტმა ეს მოსაზრება რამდენიმე ფაქტორით ახსნეს. ჯერ ერთი, Tesla-ში წილის თითქმის ნახევარი დაგირავებულია მასკის პირადი სესხების უზრუნველყოფაში, შესაბამისად, ის 25%-ით ნაკლებია, ვიდრე Bloomberg-მა დაითვალა. მეორეც, Forbes ასევე 10%-ით ნაკლებად აფასებს მასკის წილს SpaceX-ში - აეროკოსმოსური კონცერნის ღირებულება 46 მლრდ, დოლარს შეადგენს, მასკის წილი კი 48%, ანუ, 20 მლრდ, დოლარია.



Tesla-ს მოგება სტაბილურად იზრდება უკვე მეხუთე კვარტალი ზედიზედ. კომპანიის აქციების ზრდის წყალობით, მასკის ქონება რამდენიმე დღეში 13,5 მლრდ. დოლარით გაიზარდა. გაყიდვების ზრდის გარდა ამას ასევე ხელი შეუწყო ინფორმაციამ, რომ კომპანია წლის ბოლომდე ამერიკის უმსხვილესი კომპანიების ინდექს S&P-ში შევა. 


მანამდე მასკმა მარკ ცუკერბეგრს გაუსწრო, 19 ნოემბერს Facebook-ის დამაარსებლის ქონებამ 103 მლრდ. დოლარი შეადგინა.


49 წლის ილონ მასკი Tesla-ს აქციების 21%-ს ფლობს. 2020 წლის მანძილზე ავტოგიგანტის ღირებულება 460%-ით გაიზარდა, შესაბამისად, ამ წელს ავტომწარმოებლის კაპიტალიზაციის ზრდის წყალობით, 100 მლრდ. დოლარით გამდიდრდა. მეტად, ვიდრე რომელიმე სხვა მილიარდერი.


Tesla Motors ილონ მასკმა 2003 წელს შექმნა. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ელექტრომობილების და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, ასევე მზის ბატარეების დამუშავება და წარმოება.


forbes.com

თენგიზ აბლოთია

თეგები:
ილონ მასკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up