Forbes: ჩვენს დროში სოლიდური ბანკირი არის ის, ვინც კოტრდება ზუსტად ისევე, როგორც ყველა დანარჩენი

Forbes: ჩვენს დროში სოლიდური ბანკირი არის ის, ვინც კოტრდება ზუსტად ისევე, როგორც ყველა დანარჩენი

access_time2020-07-09 20:00:18

2003 წლის მარტში ჟენევაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, აზიაში აღმოჩენილ, იმ დროისთვის უცნობ ვირუსზე სასაუბროდ, ექსპერტთა ჯგუფი შეიკრიბა.პირველი შემთხვევები ჰონკონგში, ჩინეთში და ვიეტნამში დაფიქსირდა, შემდეგ ინფექციის კერა გერმანიაში, ფრანკფურტში აღმოაჩინეს.


შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ მსოფლოს ამ ახალი საფრთხის შესახებ უნდა გაეგო, თუმცა, დასაწყისისთვის, ვირუსისთვის სახელი უნდა შეერჩიათ. სპეციალისტებს რაიმე მარტივი და ადგილად დასამახსოვრებელი სურდათ. საბოლოოდ, ექსპერტები „მძირე რესპირატორულ სინდრომზე“ — SARS-ზე - შეთანხმდნენ.


ეპიდემია საკმაოდ სუსტი და ხანმოკლე აღმოჩნდა - 8000 დაავადებული და რამდენიმე ასეული გარდაცვლილი მსოფლიო მასშტაბში. ვირუსის გაკონტროლება მოკლე ვადებში  უკვე იმავე 2003 წლის ივნისში მოხერხდა, თუმცა, ამის მიუხედავად SARS-მა მსოფლიო ეკონომიკა 40 მლრდ. დოლარით დააზარალა.ამ ციფრში დაავადებულთა მკურნალობის დანახარჯები, სამუშაო ადგილების შემცირება, დაცარიელებული სასტუმროები  და შემცირებული ვაჭრობაც შედის.


“Bank of England”-ის მთავარი ეკონომისტის ენდი ჰალდანის თქმით, SARS-ის ეპიდემიის ეფექტი ძალიან ახლოსაა 2008 წლის კრიზისთან.


„მსგავსება საოცარია. მოულოდნელად, რაღაც გარე შოკი ხდება, შიში სისტემის პარალიზებას ახდენს  და ის ჩერდება. ზარალი ამ დროს შეიძლება ძალიან დიდი იყოს, იმის მიუხედავად, რომ თავად ეპიდემია სერიოზული არ აღმოჩნდა“- თვლის ის.


ასეთ სიტუაციებში ადამიანებს რეაგირების 2 ვარიანტი ახასიათებთ - გაქცევა ან დამალვა. გაქცევა ეპიდემიის შემთხვევაში დაინფიცირებული ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვებას ნიშნავს.
ეს თვისება ფინანსების სამყაროსაც ახასიათებს. გაკოტრების შიშით ინვესტორები სარისკო აქტივებს ყიდიან, რაც მათ ღირებულებას კიდევ უფრო ამცირებს.მეორე ვარიანტი - დამალვა, რომელიც გადამეტებული სიფრთხილეს ნიშნავს.ადამიანები ნაკლებად გადიან გარეთ და ჰიგიენის ნორმების დაცვას დიდ ყურადღებას აქცევენ.ფინანსებში და ეკონომიკაშიც იგივე ხდება - ბანკები „იმალებიან“  და სესხების გაცემას მკვეთრად ამცირებენ.დამალვის ტაქტიკა დანაკარგების მიუხედავად, ვირუსის გავრცელებას  და ფინანსური ზარალის შემდგომ ზრდას აფერხებს.ხალდანის თქმით, კრიზისიც და ეპიდემიაც დიდ სისტემურ რისკს წარმოშობს.


„ფინანსური სისტემა შესაძლოა ერთ სიტუაციაში ძალიან სტაბილური და მდგრადი იყოს, ხოლო მეორეში - ძალზე სუსტი. მას საშუალო სიმძიმის შოკების ადვილად გადატანის უნარი გააჩნია, თუმცა, სერიოზული ზეწოლის შედეგად ის ინგრევა. 2008 წელს Lehman Brothers-ის კრახის შემდეგ საბანკო სფეროს წარმომადგენლებმა ეპიდემიების მცნებებით აზროვნება დაიწყეს. დიდი ფინანსური კრიზისი ხომ სწორედ Lehman Brothers-ის ჩამოშლით დაიწყო და ეს გზა ეპიდემიას ძალიან ჰგავს“ - მიიჩნევს ფინანსისტი



თუ ეპიდემიისთვის დამახასიათებელი ფაქტორების ჩამონათვალს შევადგენთ, ფინანსური კრიზისის მომწიფებასთან მსგავსებას ადვილად დავინახავთ. „2008 წლის კრიზისს ხელი იმან შეუწყო, რომ მთელს სისტემას ძირითად მოთამაშეთა მცირე ჯგუფი აკონტროლებდა, რამაც ინფექციის, ანუ კრიზისის, სწრაფი გავრცელება განაპირობა.2006 წელს ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ბანკებს შორის შიდა ტრანზაქციების 75% მოდის სულ 66 ორგანიზაციაზე - და აქ საუბარია 1,3 ტრლნ. დოლარის ბრუნვაზე.ეპიდემიისთვის დამახასიათებელი ფაქტორები კიდევ ბევრია. მაგალითად, ვირუსის მატარებლების მჭიდრო კავშირები, რომლებიც დაავადების გავრცელებას ხელს უწყობენ.Lehman Brothers-ის დონის მსხვილ ორგანიზაციებს ფინანსური ეპიდემიის ფართო გავრცელება ძალიან ადვილად, მილიონზე მეტი კორპორატიული კლიენტის მეშვეობით შეეძლო.


ბანკმა თავის დროზე უამრავი სესხი გასცა, ეს იყო ნამდვილი ობობას ქსელი, სადაც ზუსტად არავინ იცოდა ვის ვისი ვალი ჰქონდა. 2008 წლისთვის ფინანსური სისტემა გაცილებით უფრო გლობალური და ინტეგრირებული გახდა. შედეგად, ამ დროისთვის ერთი ქვეყნის კრიზისი ავტომატურად სხვებზეც ვრცელდებოდა. ესეც ხომ ეპიდემიის თვისებაა“ - ამბობს “Bank of England”-ის მთავარი ეკონომისტი.


ეპიდემიების მათემატიკური მოდელირების ექსპერტის ნიმალან არინამიპატხი თვლის, რომ მჭიდრო საკრედიტო ურთიერთკავშირი 2008 წლის კრიზისის სწრაფი გავრცელების ერთადერთი მიზეზი არ ყოფილა.


„2008 წლისთვის, ფინანსურ სისტემაში აქტივების დივერსიფიკაციის აუცილებლობა საყოველთაოდ აღიარებული იყო, თუმცა, თავად ამ პროცესში არავითარი მრავალფეროვნება არ ყოფილა. საბოლოო ჯამში, ყველა ბანკმა ერთი და იგივე მოდელი გამოიყენა, ერთი და იგივე ტიპის აქტივები შეიძინა, რის გამოც თავად დივერსიფიცირების იდეამ აზრი დაკარგა. მოხდა ის, რაც ეპიდემიის დროს ხდება - ვირუსი სხვადასხვა გზებით, ერთნაირი წარმატებით, გადადის“ - მიიჩნევს ექსპერტი.


ბანკირები ასე ერთნაირად რატომ მოქმედებდნენ?


ჯერ კიდევ 1929 წელს ეკონომისტმა ჯონ კეინსმა დაადგინა, რომ საბანკო სექტორს ჯოგური ფსიქოლოგია ძალიან ახასიათებს.

„სამწუხაროდ, ჩვენს დროში სოლიდური ბანკირი არის, არა ის, ვინც საფრთხეს წინასწარ აცნობიერებს და მას თავს არიდებს, არამედ ის, ვინც კოტრდება ზუსტად ისევე, როგორც ყველა დანარჩენი“ - წერდა ის.


რაც იყო ბანკებისთვის დამახასიათებელი შორეულ 1929 წელს, კიდევ უფრო დამახასიათებელია გლობალიზაციის და მართვის სისტემების უნიფიცირების პერიოდში.. ჩვენ სწორედ ამ პერიოდში  ვცხოვრობთ.


როდესაც ბანკები ინვესტირებას ერთსა და იგივე აქტივებში ახორციელებენ, ამით ისინი ფინანსური ეპიდემიის გავრცელების მძლავრ კერებს ქმნიან. როდესაც კრიზისი იწყება და ერთი ბანკი აქტივების სასწრაფოდ გაყიდვას იწყებს, ეს ამავე ტიპის ინვესტიციებზე აგებულ სხვა ორგანიზაციებზეც ნეგატიურად მოქმედებს. გამოდის პარადოქსი - რაც უფრო მეტად დივერსიფიცირებულია საბანკო აქტივები, მით მეტია გლობალური დაინფიცირების რისკი.


2009 წელს უორენ ბაფეტმა განაცხადა, რომ დღეს ფინანსურ სისტემაში არსებული ურთიერთდამოკიდებულება საშიშ ზღვარს მიუახლოვდა და ამის გამო, საბანკო სისტემის სტრუქტურა კრიზისებს თავად წარმოშობს.


წყარო: forbes.ru

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up