Forbes: ჩინეთთან სავაჭრო ომი თავად აშშ-ს აზიანებს

Forbes: ჩინეთთან სავაჭრო ომი თავად აშშ-ს აზიანებს

access_time2020-10-06 20:00:14

დონალდ ტრამპამდე აშშ-ს ჩინეთთან კონსტრუქციული ურთიერთობები ჰქონდა, რომელსაც საფუძვლად ეკონომიკური მოგება და საერთაშორისო წესრიგი ედო. თუმცა, რამდენიმე წელიწადში ორმა ქვეყანამ მეგობრობიდან მტრობამდე დიდი გზა გაიარა.

 

ანალიტიკოსი დენიელ ერგინი ამას დიდ შეცდომად მიიჩნევს.

 

„ჩვენი ეკონომიკები უკიდურესად გადაჯაჭვულია. შეუძლებელია კარი უბრალოდ მიაბრახუნო და თქვა „ჩვენ მივდივართ". ვერსად ვერ წავალთ. ჩვენ ჩინელების ტრილიონობით ვალი გვაქვს, ჩინურ ფასიან ქაღალდებს ამერიკელებისთვის დივიდენდები მოაქვს“, - განაცხადა მან.

 

მისი აზრით, თუ ჯო ბაიდენი აშშ-ს პრეზიდენტი გახდება, მას ძალიან საშიშ ტერიტორიაზე მოუწევს სიარული. ჩინეთი არის ამერიკის ეკონომიკური პარტნიორიც და კონკურენტიც. ბაიდენი რიტორიკის სიმწვავეს შეამცირებს და ურთიერთობების ნორმალიზებას შეეცდება. პრაქტიკული თვალსაზრისით, ამერიკის ენერგეტიკული სექტორი ძალიან მიმზიდველია ჩინელებისთვის და მათ შესაძლოა ამ დარგში ტრილიონები ჩადონ.

 

ჩინეთის სანავთობო იმპორტის მესამედი ამერიკაზე მოდის. თუმცა, დღეს ნავთობის ბაზარზე უზარმაზარი კონკურენციაა და ჩინეთი არაა ვალდებული მაინც და მაინც ამერიკული ნავთობი იყიდოს.

 

ჯერ კიდეც ტრამპთან კონფლიქტამდე პეკინი რუსეთს ყურადღებით უყურებდა, შტატებთან ურთიერთობების გაფუჭებამ კი ეს ტენდენცია გააძლიერა, მოსკოვი კი ყოველთვის მზადაა ჩინელებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის.


 

ეს გასაგებიცაა, რუსეთის ბიუჯეტის 60%-ს ენერგომატარებლების ექსპორტი ავსებს და ამ კუთხით ჩინეთზე უკეთეს პარტნიორს ვერც ინატრებ.

 

შესაბამისად, ამერიკული ნავთობის ექსპორტი ჩინეთში შემცირდა, ხოლო რუსული გაიზარდა. 2005 წელს რუსეთზე ჩინეთის ნავთობმოხმარების 5% მოდიოდა, მაგრამ ეს წილი 25-წლიანი შეთანხმების წყალობით მნიშვნელოვნად გაიზრდება. აშშ კი მესამე და ზედმეტის როლში აღმოჩნდა.

 

„სანამ ტრამპი ჩინეთს კორონავირუსის გამო წყევლის  - პუტინი და სი ცზიანპინი ბლინებს ერთად აცხობენ“ - განაცხადა საერთაშორისო კომპანიების ადვოკატმა რობერტ ამსტერდამმა.

 

 

დღეს ჩინეთს რუსული ნავთობი და გაზი სჭირდება, თუმცა, მას არანაკლებად სჭირდება მაღალტექნოლოგიური ამერიკული ექსპორტი, რომელიც ქვეყნის მომავალს ემსახურება.

 

ამერიკასაც სჭირდება ჩინეთი, რადგანაც მასზე მოდის აშშ-ს საგარეო ვაჭრობის 5%, ჩინეთში კი ამერიკული ტრანსნაციონალური კორპორაციების ქარხნები მუშაობს - მათ შორისაა Apple, Boeing, Caterpillar, Microsoft, Tesla.

 

„ტრამპმა სავაჭრო პრობლემის სწორი დიაგნოზი დასვა, მაგრამ მისი წამალი არ მუშაობს. საბაჟო ტარიფები, ეს ჩინეთზე წნეხია არაა. არამედ წნეხია ამერიკელ მომხმარებელზე. ჩინელებს კარგად ესმით, რომ ტრამპის მუქარების მიუხედავად, ის ურთიერთობებს ვერ დაანგრევს. პარალელურად კი ჩინეთი ამერიკულ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს“ ,-  თვლის ამსტერდამი.

 

აშშ-ს ურთიერთობები ათწლეულების მანძილზე ისეთი ცუდი როგორც დღეს, არასდროს ყოფილა, ისევე როგორც პეკინის მეგობრობა მოსკოვთან. თუმცა, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება და ადრე თუ გვიან ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში დაბრუნდება.


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up