Forbes: ჩინელი მილიარდერი ჯეკ მა: სამყაროს ზარმაცები ცვლიან

Forbes: ჩინელი მილიარდერი ჯეკ მა: სამყაროს ზარმაცები ცვლიან

access_time2021-07-17 18:00:47

ჯეკ მა - მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ჩინელი ბიზნესმენია. მან თანამედროვე ჩინეთის ცხოვრების წესი შეცვალა - სწორედ ჯეკ მამ მიაჩვია ჩინელები ინტერნეტს, დანერგა ონლაინ-ვაჭრობა, ონლაინ ანგარიშსწორება და ა.შ.

 

ის ხშირად გამოდის სტუდენტების წინაშე და მათ თავიანთ გამოცდილებას უზიარებს. აი მისი რჩევების და რეკომენდაციების მცირე ნაწილი:

 

1. სიღარიბე

თქვენ ღარიბები იმიტომ ხართ, რომ ამბიციები გაკლიათ. თქვენს მომავალს თქვენივე ამბიციების ძალა განსაზღვრავს.

 

ამბიციები - ეს არის ის თვისება, რომელიც ადამიანებს წარმატების მიღწევაში ეხმარება. როდესაც Alibaba-ს ვქმნიდი, ბევრმა მეგობარმა და ახლობელმა ამ იდეისთვის თავის დანებება მირჩია. მე ეს საქმე იმიტომ კი არ გავაგრძელე, რომ ჩემი ჩანაფიქრის გენიალურობაში დარწმუნებული ვიყავი, არამედ იმიტომ, რომ წააგებ თუ მოიგებ - ეს უკვე გამოცდილებაა და შესაბამისად, გარკვეულწილად გამარჯვებაც.

 

თქვენ ღარიბები იმიტომ ხართ, რომ არასაკმარისად ცდილობთ იყოთ მდიდრები, არ გყოფნით გამბედაობა დაისახოთ მართლაც დიდი მიზანი. თქვენ ღარიბები ხართ იმიტომ, რომ ამ გყოფნით გამბედაობა, შეუძლებელი შესაძლებლად აქციოთ.

 

თუ თქვენ საკმარისად ამბიციური ხართ, რისკზეც წახვალთ, რისკის გარეშე კი წარმატება შეუძლებელია.

 

თუ თქვენ 35 წლის ხართ და ვერაფერს ვერ მიაღწიეთ - არავინ შეგიცოდებთ. სამყარო ისეა მოწყობილი, რომ გაქვთ მხოლოდ 2 ვარიანტი - ან იზრდებით, ან იღუპებით. მოლოდინი - ეს თქვენი ახალგაზრდა წლების დაკარგვაა.

 

2. ოცნება

რამეს რომ მიაღწიოთ  - უნდა გქონდეთ ოცნება. 1995 წელს მე ვიმოგზაურე შტატებში და აღმოვაჩინე ინტერნეტი. ჩინეთში დაბრუნების შემდეგ შევატყობინე მეგობრებს, რომ უნივერსიტეტის მიტოვებას და ინტერნეტ-კომპანიის შექმნას ვაპირებ. 24 ადამიანიდან 23 ამის წინაამღდეგი იყო და მხოლოდ 1-მა მოიწონა ჩემი იდეა.


 

დღესაც მე ვხედავ უამრავ ჭკვიან ახალგაზრდა ადამიანს, რომელიც ღამ-ღამობით ათას სხვადასხვა გზაზე ფიქრობს, მაგრამ დილით უკვე გაკვალული გზით მიდის. თუ თქვენ არ დაიწყებთ მოქმედებას იმისთვის, რომ თქვენი ოცნება აღასრულოთ, შანსი არასდროს გექნებათ.

 

3. სიზარმაცე

იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო, გარკვეულწილად ზარმაცი უნდა იყო. ეს თავისებური სიზარმაცეა და ამ თვისებაში უმაღლესი მწვერვალის დაპყრობა უნდა ისწავლოთ.

 

გახსოვთ ჰენრი ედისონის სიტყვები - „გენიოსი არის 1% ნიჭი, და 99% შრომა“? წლების მანძილზე ამ მცდარი აზრის ტყვეობაში ვიყავი - ბევრს ვშრომობდი, თუმცა, უშედეგოდ.

 

წარმატება არაა შრომა. ამბობენ, რომ მოძრაობა - თავად ცხოვრებაა, მაგრამ ვინმეს გინახიათ სპორტსმენი, რომელიც დიდხანს ცხოვრობდა?

 

რეალობაში კი პროგრესს წინ ჭკვიანი და ზარმაცი ადამიანები ექაჩებიან.

 

მათ ზედა სართულებზე ფეხით ასვლა ეზარებათ - ამიტომაც გამოიგონეს ლიფტი.


მათ ფეხით სიარული ეზარებათ - ამიტომაც გამოიგონეს მანქანები, მატარებლები და თვითმფრინავები.


მათ ადამიანების სათითაოდ მოკვლა ეზარებათ - ამიტომაც გამოიგონეს ატომური ბომბი.


მათ ყოველდღიური გათვლების კეთება ეზარებათ  - ამიტომაც გამოიგონეს მათემატიკური ფორმულები.


მათ კონცერტებზე სიარული ეზარებათ - ამიტომაც გამოიგონეს აუდიოკასეტები და დისკები.

 

დედამიწაზე ყველა დიდხანს ცხოვრობს კუ, რომელიც საერთოდ არ მოძრაობს, ერთ ადგილას დგას, და საბოლოო ჯამში ასეული წლები ცოცხლობს.

 

ნებისმიერ ოფისში თანამშრომელი, რომელიც ყველაზე ადრე მოდის და ყველაზე გვიან მიდის - სულაც არაა ყველაზე მდიდარი. მასზე გაცილებით უფრო მდიდარია ის, ვინც მთელი დღე არაფერს აკეთებს და სამსახურში ყველაზე გვიან მოდის.

 

ზარმაცი - არა უბრალოდ ზარმაცია. უნდა იცოდეთ როგორ იყო ზარმაცები, ეს არაა მარტივი. მე ძალიან ზარმაცი ვარ, წონაშიც კი ვერ მოვიმატე და კუნთები ვერ გავიზარდე. აი ესაა სიზარმაცის უმაღლესი დონე!

 

forbes

თეგები:
ჯეიკ მა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up