Forbes: ბიზნესმენები, რომლებიც მსოფლიოს ვირუსის გადატანაში ეხმარებიან

Forbes: ბიზნესმენები, რომლებიც მსოფლიოს ვირუსის გადატანაში ეხმარებიან

access_time2021-03-14 18:00:40

წელიწადზეა მეტია, რაც მსოფლიო პანდემიამ მოიცვა, რომელსაც ჯერ ბოლო არ უჩანს. უამრავი ბიზნესი გაკოტრდა, გლობალური ეკონომიკა დაეცა და არავინ იცის, ამ ისტორიიდან ღირსეულად ვინ გამოვა.

 

 

თუმცა, არიან ბიზნესმენები, რომლებმაც ადამიანებს ყოფა პანდემიის დროს გაუმარტივეს, და კაცობრიობას ვირუსზე გამარჯვების შანსი მისცეს.

 

 

ალბერტ ბურლა, Pfizer-ის გენერალური დირექტორი

 

 

ალბერტ ბურლამ, რომელიც ამ პოსტზე უკვე 25 წელი მუშაობას, ჯერ კიდევ 2020 წლის მაისში, პანდემიის მწვავე ფაზის ოდნავ შემსუბუქების დროს, განაცხადა, რომ Pfizer მზადაა 1 მლრდ. დოლარი ვაქცინის შექმნაზე დახარჯოს მაშინაც კი, თუ მისი ეფექტურობაში დარწმუნებული არ იქნება.

 

„სისწრაფეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“ - თქვა მაშინ ფარმაცევტული კომპანიის ხელმძღვანელმა. ამ განცხადებიდან მხოლოდ 7 თვეში Pfizer-ის ვაქცინამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

 

 

სტეფან ბანსელი, Moderna- გენერალური დირექტორი

 

 

მილიარდერი და ფარმაცევტული კომპანია Moderna-ს გენერალური დირექტორი ასევე ჩქარობდა ვაქცინის შექმნას.

 

როგორც წესი, ამ ტიპის პრეპარატების შექმნას წლები სჭირდება, თუმცა უკვე 2020 წლის იანვარში, ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში, შტატ მასაჩუსეთსში მდებარე კომპანია Moderna-მ მომავალი ვაქცინის საფუძველი უკვე შეიქმნა. ხოლო მარტში მისი ცდებიც დაიწყო.

 

9 თვის შემდეგ აშშ-ს რეგულატორმა ვაქცინის გამოყენებას მწვანე შუქი აუნთო.

 

 

ერიკ იუანი, Zoom-ის გენდირექტორი


 

 

როდესაც მსოფლიო თვითიზოლაციაზე გადავიდა და ეს მოსალოდნელზე დიდხანს გაგრძელდა, Zoom ერთ-ერთი ინსტრუმენტი გახდა, რომელმაც ბიზნესს საქმიანობის სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მისცა.

 

2020 წლის 1 აპრილს Zoom-ის მომხმარებელთა რაოდენობა, 200 მლნ.-ს მიაღწია, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 20-ჯერ აღემატებოდა.

 

 

აპურბა მეტა, მიტანის სამსახურის Instacart-ის დამაარსებელი და გენდირექტორი

 

 

პანდემიამ მიტანის სერვისი Instacart ცხოვრებისეული მნიშვნელობის აპლიკაციად აქცია.

კომპანია, რომელიც შტატებში რითეილერებთან აქტიურად თანაშმრომლობს, 9 წლის წინ აპურვა მეტამ შექმნა.  კორონავირუსის პანდემიის გამო კომპანიამ 5-წლიანი ზრდის მაჩვენებელს მხოლოდ 5 კვირაში გადააჭარბა.

 

დღეისთვის კომპანია 39 მლრდ. დოლარი ღირს.

 

 

რიდ ჰასტინგსი,  Netflix-ის დამაარსებელი და გენერალური დირექტორი

 

 

პანდემიამ ტრადიციული შოუ-ბიზნესი მძიმედ დააზარალა. კინო კომპანიებმა ფილმების გადაღება შეაჩერებს, კინოთეატრებში შუქი დიდი ხნით ჩაქრა.

 

თუმცა, პარალელურად სტრიმინგ-სერვისი Netflix, 60 წლის მილიარდერის რიდ ჰასტინგსის ხელმძღვანელობით აყვავდა. პირველი 6 თვის მანძილზე სერვისმა მეტი ხელმომწერი შეიძინა, ვიდრე მთელი 2019 წლის მანძილზე.

 

წლის ბოლოსთვის მისმა აუდიტორიამ 204 მლნ.-ს გადააჭარბა, საბაზრო კაპიტალიზაციამ კი 233 მლრდ. დოლარი შეადგინა.

 

 

ბრინ პატნემი, სახლის ფიტნესის სერვის Mirror-ის დამაარსებელი და გენდირექტორი

 

 

სახლის ფიტნესის პოპულარობა პიკს იმის შემდეგ მიაღწია, რაც რეალური სპორტული დარბაზები დაიხურა.

 

ბენეფიციარებს შორის სერვისი Mirror  აღმოჩნდა, რომელიც მომხმარებლებს სპორტის სხვადასხვა სახეობებში ონლაინ-კონსულტაციებს სთავაზობს. 2020 წლის მანძილზე კომპანიის შემოსავალმა 100 მლნ. დოლარს მიაღწია.

 

„ეს ისე იყო, თითქოს შობა აპრილში დადგა“ - განაცხადა ბრინ პატნემმა.

 

 

ტოდ მაკკინონი, უსაფრთხოების კომპანია Okta- დამაარსებელი და გენდირექტორი

 

 

კომპანია Okta-ს მომსახურეობა ძალიან მნიშვნელოვანია დისტანციური მუშაობის დროს.

კერძოდ ის ონლაინ-რეჟიმში მომუშავე ადამიანების იდენტიფიცირების, პიროვნების დადასტურების, თანამშრომელთა კონტროლის და კიბერუსაფრთხოების ზომების მიღების შესაძლებლობას იძლევა.

 

დღესითვის Okta-სთან ისეთი გიგანტები თანამშრომლობენ, როგორც  FedEx, MGM, LVMH, Equifax, Western Union. კლიენტების შორისაა ასევე ჟურნალ Forbes.


თეგები:
Pfizer Moderna Zoom



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up