FORBES: ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების სიაში საქართველო 44-ე ადგილზეა

FORBES: ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების სიაში საქართველო 44-ე ადგილზეა

access_time2018-12-20 18:05:28

Forbes ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს.

 

ამის შესახებ მასალას forbes.ge აქვეყნებს.

 

ვებ-პორტალის მიხედვით, წინა წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია 8 ადგილით გაუმჯობესდა და 161 ქვეყანას შორის 44-ე ადგილი დაიკავა.

 

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკის მთავარი აქტივობა სოფლის მეურნეობის პროდუქტების, მათ შორის ალკოჰოლური სასმელების წარმოებაა.

 

ამასთან, საქართველოს დახასიათებაში ვკითხულობთ, რომ საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, რომელიც თითქმის ყველა პროდუქციას სხვა ქვეყნებისგან იძენს, მათ შორის ბუნებრივ გაზსა და ნავთობს.


 

"საქართველოს ელექტროენერგიის წარმოების დიდი პოტენციალი აქვს. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობით, ქვეყანამ მუდმივი ენერგო-დეფიციტი აღმოფხვრა. დღეს საქართველო ბუნებრივი აირის იმპორტის კუთხით აზერბაიჯანზეა დამოკიდებული, ნაცვლად - რუსეთისა. საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, ისეთი პროექტები კი როგორიცაა მაგალითად, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ქვეყანას მეტ პოტენციალს სძენს, როგორც სავაჭრო და სატრანსპორტო ჰაბს ევროპასა და აზიას შორის. 2006-07 წლებში, საქართველოს ეკონომიკა თითქმის 10%-ით იზრდებოდა, რაც უმეტესად გაზრდილი უცხოური ინვესტიციების დამსახურება იყო. თუმცა, 2008 წლის აგვისტოს ომისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის ტემპი შენელდა. 2010 წლიდან ეკონომიკამ კვლავ ზრდის ტემპი აჩვენა, თუმცა FDI-ის მაჩვენებელი კვლავ არ აღემატება 2008 წლამდე არსებულ ტემპს. საქართველოში კვლავ მაღალია უმუშევრობის დონე. ამჯერად, ქვეყანა ეკონომიკური ზრდისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებას, რეგულაციების გამარტივებასა და პროფესიული განათლების განვითარებას გეგმავს, რათა მეტი ინვესტიცია მოიზიდოს", - წერს Forbes.

 

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოში ისტორიულ პრობლემას წარმოადგენდა გადასახადების მობილიზება. თუმცა 2004 წლიდან განხორციელებული რეფორმების შედეგად, ეს პრობლემა ნელ-ნელა აღმოიფხვრა და გამჭვირვალობის კუთხით საქართველოს მსოფლიო ბანკისგან ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება აქვს.

 

რაც შეეხება ქართული ოცნების მმართველობის პერიოდს, გამოცემა აღნიშნავს, რომ 2012 წელს ახალმა ხელისუფლებამ გააგრძელა კურსი, რომელიც ქვეყანაში დაბალ გადასახადებს, ნაკლებ რეგულაციებსა და ღია ბაზრის პრინციპს გააძლიერებდა.

 

Forbes-ის რეიტინგის შედგენისას ერთ-ერთი კრიტერიუმი ქვეყნის სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში არსებული პოზიციებია. კერძოდ, საქართველოზე გამოცემას შემდეგი რეიტინგები აქვს მოყვანილი: ვაჭრობის თავისუფლება - მეოთხე ადგილი მსოფლიოში; მონეტარული თავისუფლება - 70-ე ადგილი მსოფლიოში; საკუთრების უფლების დაცვა - 74-ე ადგილი მსოფლიოში; ინოვაციები - 83-ე ადგილი მსოფლიოში; ტექნოლოგიები - 45-ე ადგილი მსოფლიოში; ინვესტორების დაცვა - მეორე ადგილი მსოფლიოში; კორუფცია - 43-ე ადგილი მსოფლიოში; პერსონალური თავისუფლება - 66-ე ადგილი მსოფლიოში; საგადასახადო წნეხი - მე-16-ე ადგილი მსოფლიოში.

წელს Forbes ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნად გაერთიანებულ სამეფოს ასახელებს, მას მოსდევს შვედეთი და ჰონგ-კონგი.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პოზიცია წლევანდელ რეიტინგში გაუმჯობესებულია, Forbes საქართველოში ბიზნესის კეთებას უფრო ნეგატიურად აფასებს, ვიდრე ეს მაგალითად მსოფლიო ბანკის Doing Business-ის შემთხვევაშია, რომელშიც საქართველო მეექვსე ადგილს იკავებს. თუმცა, რეიტინგში საქართველო რეგიონის ყველა ქვეყანას უსწრებს: რუსეთი - 55-ე ადგილი, თურქეთი 57-ე ადგილი, აზერბაიჯანი 70-ე ადგილი, უკრაინა 77-ე ადგილი, სომხეთი 81-ე ადგილი, ყაზახეთი 65-ე ადგილი.


წყარო: forbes.ge 





„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

თემურ ბასილია “პროგრეს ბანკიდან” საეჭვო გადარიცხვებზე–“ან ეროვნული ბანკი ცრუობს, ან მისი საზედამხედველო ფუნქცია მხოლოდ ქაღალდზე არსებობს”

თემურ ბასილია “პროგრეს ბანკიდან” საეჭვო გადარიცხვებზე–“ან ეროვნული ბანკი ცრუობს, ან მისი საზედამხედველო ფუნქცია მხოლოდ ქაღალდზე არსებობს”
access_time2019-10-21 10:00:24
ამერიკაში მცხოვრები ფინანსისტი თემურ ბასილია „კომერსანტთან“ ბოლო დღეებში საკმაოდ რეზონანსულ თემაზე საუბრობს. საუბარია, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ ამერიკელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა დევიდ ბლოსმა  “პროგრეს ბანკის” ტრანზაქციების შესწავლისას მასში საეჭვო გადარიცხვები აღმოაჩინა. მისი თქმით, ბანკიდან პერიოდულად ფული ქრებოდა რამაც მას ეჭვები კიდევ უფრო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up