Forbes: ბიტკოინის კურსის ვარდნამ კრიპტოპლატფორმების მომგებიანობა შეამცირა

Forbes: ბიტკოინის კურსის ვარდნამ კრიპტოპლატფორმების მომგებიანობა შეამცირა

access_time2021-07-02 20:00:48

ბოლო თვეები ბიტკოინისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა – 12 მაისიდან მთავარმა კრიპტოვალუტამ ხანგძლივი გაძვირების შემდეგ, გაიაფება დაიწყო  – 58 000–დან მისი კურსი ივნისის ბოლოსთვის 30 000 დოლარს ჩამოსცდა.

 

ბიტკოინის კურსს ერთდროულად რამდენიმე ფაქტორმა „დაარტყა“ – პირველი ის იყო, რომ
Tesla– დამაარსებელმა ილონ მასკმა თავისი ბრენდის ავტომობილების გაყიდვები ბიტკოინზე შეაჩერა – მისი თქმით, ამის მიზეზია კრიპტოინდუსტრიის მიერ ენერგიის დიდი რაოდენობის მოხმარება, რაც საწვავის მოპოვების ზრდას და ბუნებისთვის დამატებითი ზიანის მიყენებას ნიშნავს.

 

მეორე ფაქტორია აშშ–ს  იუსტიციის სამინისტროს და საგადასახადო სამმართველოს მიერ მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟის Binance–ს წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება, ხოლო მესამე – ჩინეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით ბანკების და საგადამხდელო სისტემებისთვის კრიპტოვალუტაში ტრანზაქციების, ხოლო ცალკეულ რეგიონებში ვირტუალური ფულის მოპოვების აკრძალვა.

 

ბიტკოინის ვარდნამ კრიპტოპლატფორმების მომგებიანობა მკვეთრად შეამცირა – ჯერ კიდევ მაისში მათი შემოსავლიანობა 20%–ს აღწევდა, ივნისის ბოლო კი  – მაქსიმუმ 2,5%–ს. კრიპტოპინდუსტრია კაპიტალების გადინებას განიცდის – 2021 წლის 14 მაისისთვის ბიტკოინებით ვაჭრობის, ტრანზაქციების და ბრუნვის პლატფორმებში კაპიტალდაბანდებამ 153 მლრდ. დოლარს გადააჭარბა, უკვე 30 ივნისს კი ეს მაჩვენებელი 103 მლრდ.–მდე შემცირდა.

 

ყველაფერი ძალიან მარტივია – კრიპტოვალუტის გაიაფება იწვევს იმას, რომ ნაკლები ადამიანი ინახავს დანაზოგებს ვირტუალურ ფულში, ეს კი ნიშნავს ტრანზაქციებისა და მათთან ერთად, შემოსავლების შემცირებას.


 

თუმცა, ექსპერტების აზრით, ამ ეტაპზე კრიპტოვალუტას სერიოზული, ფატალური რისკები არ ემუქრება – გაიაფებულიც კი, ბიტკოინი მაინც საკმაოდ ძვირი რჩება და მოპოვების ხარჯების მუდმივი ზრდის პირობებშიც კი, 30 000 დოლარი 1 ბიტკოინში ცოტა არ არის.

 

ყველაფრის მიუხედავად, ციფრული აქტივების ინფრასტრუქტურა საკმაოდ მდგრადია და მთავრობების მხრიდან ზეწოლის შემდგომი ზრდის პირობებშიც კი, კრიპტოვალუტას 2015–2020 წლების სტატუსის დაბრუნება შეუძლია  – ეს არის ალტერნატიული საგადამხდელო საშუალების ნიშა იმათთვის, ვინც ტრადიციულ ფინანსურ სისტემას არ ენდობა, სახელმწიფოს და მსხვილი კორპორაციების გარეშე,  მხოლოდ კერძო პირებისთვის, სტარტაპებისთვის და მცირე ბიზნესისთვის.

 

სავარაუდოდ, ეს მოაცილებს კრიპტობაზრიდან მოკლევადიან ინვესტორებს, რომლებსაც სწრაფი მოგება აინტერესებთ და მასში მხოლოდ ფუნდამენტალური, გრძელვადიანი მოთამაშეები დარჩებიან.

 

სპეკულიანტების და სწრაფი მოგების მოყვარულთა გასვლა კრიპტობიზნესიდან შესაძლოა დარგისთვის სასარგებლოც კი აღმოჩნდეს.

 

forbes.ru

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

 


თეგები:
ბიტკოინი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up