Forbes: ბელორუსულმა რევოლუციამ უძრავი ქონების ბაზარი ჩამოშალა

Forbes: ბელორუსულმა რევოლუციამ უძრავი ქონების ბაზარი ჩამოშალა

access_time2020-09-01 19:40:40

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელორუსიის უძრავი ქონების ბაზარზე გარიგებების რაოდენობამ რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია, ეს კი მომავალში ფასების ვარდნას გამოიწვევს.


პროტესტები ბელორუსიაში არ წყდება, მუშები გაფიცვებს აცხადებენ, ლუკაშენკო მათ დათხოვნით ემუქრება, თუმცა, ხალხმრავალი მიტინგები გრძელდება. კვირას, 30 აგვისტოს მინსკის ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი კიდევ ერთხელ გამოვიდა.


რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი ბელორუსიის უძრავი ქონების ბაზარზე?


„9 აგვისტოს შემდეგ ბინებზე მოთხოვნა აგვისტოს დასაწყისთან შედარებით 3-ჯერ შემცირდა“, - ამბობს მინსკის უძრავი ქონების სააგენტოს «Твоя столица»-ის წარმომადგენელი.


მისი თქმით, 9-12 აპრილს სააგენტოს უძრავი ქონების საიტებზე ბინების ძიების მაჩვენებელი რეკორდულად შემცირდა.


„დღეს ძირითათად ხორციელდება ის გარიგებები, რომლებიც შეთანხმებული ჯერ კიდევ 9 აგვისტომდე იყო. ახალი განაცხადები ბინების ყიდვის თაობაზე 10-15%-ით ნაკლებია, ვიდრე საშუალო თვიური მაჩვენებლები“, - განაცხადეს კომპანიაში.


ბელორუსიის დედაქალაქის უძრავი ქონების ბაზარზე 2020 წელს საკმაოდ კარგად დაიწყო. პირველ კვარტალში ფასები პირველად ბაზარზე 7%-ით - საშუალოდ 1 კვ.მ.-ზე 1400-დან 1700 დოლარამდე გაიზარდა, მეორადზე კი - 1440-დან 1500 დოლარამდე.



იანვარ-მარტში უძრავი ქონება თანმიმდევრულად ძვირდებოდა და ამას ხელს რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ინტერესი უწყობდა.


„როდესაც რუსეთში კრიზისია, ქვეყნის მოქალაქეები უცხოეთში მეტ ბინებს ყიდულობენ. თებერვალ-მაისში მინსკის უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის სტრუქტურაში რუსეთის მოქალაქეების წილი 6-დან 14%-მდე გაიზრდა, ანუ თითქმის 2,5-ჯერ. ბელორუსიის მიმართ რუსების ინტერესი განსაკუთრებით მაღალი ბოლო თვეებში იყო“ - განაცხადა რიელტორული სააგენტო Prian.ru-ს დირექტორმა ფილიპ ბერეზინმა.


თუმცა, მე-2 კვარტალში, ჯერ კიდევ საპროტესტო მოძრაობის დაწყებამდე, ბაზარი მკვეთრად ჩამოიშალა. ამ პერიოდში გარიგებების მოცულობა 41%-ით შემცირდა და ამის მიზეზები ბელორუსული რუბლის დევალვაცია და კორონავირუსის პანდემია იყო.


აქტიურობის შემცირებამ ფასების 7,1%-ით ვარდნა გამოიწვია, მაგრამ ბაზრის გამოცოცხლება კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შერბილებისთანავე, ივლისში დაიწყო.


„ივლისში ბაზარი წინა წლის მაჩვენებლებს დაუბრუნდა. ივლისში მეორად ბაზარზე 1100 ბინა გაიყიდა - ეს ტიპიური დონეა ამ სეზონისთვის“ - განაცხადეს სააგენტო «Твоя столица»-ში.


თუმცა, წინსვლა და ნათელი პერსპექტივები არჩევნებმა ჩაშალა.


„აგვისტოში, დღევანდელი პროგნოზებით, გარიგებების რაოდენობა საშუალოზე დაბალი იქნება. სავარაუდოდ, მეორად ბაზარზე 800-მდე ბინა გაიყიდება - 2020 წლის ივლისთან შედარებით კლება 20-25% იქნება, 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით კი - 35%“ - დაითვალეს სააგენტოს ანალიტიკოსებმა.


როგორია შემდგომი პროგნოზები? სავარაუდოდ, ბაზარზე ბევრი უფრო ხელმისაწვდომი ვარიანტი გამოჩნდება.


„მოთხოვნის შესუსტების ფონზე შესაძლებელია, ბაზარზე ბევრი შედარებით იაფი ბინა გაჩნდება მათი მხრიდან, ვისაც უძრავი ქონების სწრაფი გაყიდვა სურს“, - განაცხადეს «Твоя столица»-ში.


forbes.ru




თეგები:
ბელორუსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up