Forbes: ინვესტორები რუსეთის მიმართ ახალ სანქციებს ელოდებიან

Forbes: ინვესტორები რუსეთის მიმართ ახალ სანქციებს ელოდებიან

access_time2020-09-17 20:00:51

ინვესტორებს, რომლებიც რუსულ ბაზარზეა არიან ორიენტირებული, სიფრთხილე მართებთ, რადგან მოსკოვს შესაძლოა ახალი სანქციები დაუწესდეს. გერმანიის ხელისუფლებამ კრემლი ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამლვაში თითქმის გახსნილად დაადანაშაულა და საერთაშორისო საზოგადოებას ამ ფაქტზე მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდა. თუმცა, ეს გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ -ს ჯერ არ ეხება, მაგრამ შესაძლოა ზეწოლა არა ბერლინმა, არამედ ვაშინგტონმა გააძლიეროს. ეს კი რუსული ფასიანი ქაღალდების ყველა მფლობელს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.


მსოფლიო კრიზისის ფონზე, რუსეთთან მომუშავე ინვესტორები მოგებას იღებდნენ რუსული სახელმწიფო ობლიგაციების დაბალი ფასების და მაღალი პროცენტების წყალობით, მაგრამ დღეს სიტუაცია იცვლება და ბოლო თვეებში რუსული  ბაზრის ინდექსი 6%-ით დაეცა.


„როდესაც საუბარია რუსეთზე, სანქციების საფრთხე ყოველთვის არსებობს, თუმცა სავარაუდოდ უახელოეს პერიოდში ამის რისკი კიდევ გაიზრდება“, - მიიჩნევს BNP Paribas-ის ექსპერტი ლუის პეიშოტო.


ძირითადი მაჩვენებლები ადასტურებენ, რომ რუსეთს სოლიდური ფინანსური რეზერვი გააჩნია, რომელიც მას რთულ სიტუაციებში სტაბილურობის შენარჩუნებაში ეხმარება - ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ ქვეყანა უკვე რამდენიმე წელია სანქციების პირობებში ცხოვრობს.


მსხვილი სახელწიფო კომპანიები, პირველ რიგში „გაზპრომი“. დიდ ფინანსებს ფლობენ და მათი გაკოტრება მოსალოდნელი არაა. „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-სთვის ამერიკის მიერ მიყენებული დარტყმის შერბილება შესაძლებელი სწორედ „გაზპრომის“ფულით გახდა. ამერიკული მასმედიის ცნობით, ვაშინგტონი ბრიუსელთან და ბერლინთან „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-თან მიმართებაში ნავალნის მოწამლვის გამო სასჯელის სახით სანქციების გამოცხადებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს ატარებს.



იმის გათვალისწინებით, რომ ევროპაში გაზის მოხმარების 40% რუსეთზე მოდის, „ჩრდილოეთ ნაკადი“-ს ამოქმედების შემთხვევაში რუსეთში ევროპისთვის ენერგომატარებლების ძირითადი მიმწოდებელი გახდება. კიოლნის ენერგეტიკის ინსტიტუტის გათვლებით, ამ შემთხვევაში გაზის ნაკადი ისეთი დიდი იქნება, რომ შესაძლოა ის 5%-თ გაიაფდეს.


„სანქციების გამკაცრების მუდმივი საფრთხის გამო, რუსეთის ბაზარი უახლოეს თვეებში დაძაბულ მდგომარეობაში იქნება. არავინ იცის როდის და რამდენად ძლიერი იქნება შეზღუდვები და ეკონომიკაზე ისინი რა გავლენას მოახდენენ“, - ამბობს ლუის პეიშოტო.


აშშ-ს თითქმის 6 თვე დასჭირდა იმისთვის, რომ სანქციები რუსეთს წინაამღდეგ სკრიპალების მოწამლვის გამო შემოიღო. გარდა ამისა, შემაფერხებელი ფაქტორი შესაძლოა ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები გახდეს.


  • რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში რუსეთის აქტიური კრიტიკოსი ჯი ბაიდენი გაიმარჯვებს?
  • გააგრძელებს თუ არა ის ტრამპის კურსს, რომელმაც მიზნად „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის განადგურება დაისახა?


ამ პოლიტიკის გაგრძელება მთლიანად ევროპის დიდი ნაწილის და კერძოდ გერმანიის უკმაყოფილებას გამოიწვევს იმ შემთხვევაში, თუ ბაიდენი მათ სანქციებთან მიერთების აუცილებლობაში ვერ დაარწმუნებს. ტრამპმა ეს ვერ შეძლო, მოახერხებს თუ არა ბაიდენი - ძნელი სათქმელია.


ამ დაპირისპირებაში გერმანელები ეროვნულ სუვერენიტეტზე ლაპარაკობენ. გახდება თუ არა მათთვის ალექსეი ნავალნის მოწამლვის ფაქტი თუკი ყველაზე დიდი ზიანი „გაზპრომს“ მიადგება?


თუმცა, რუსული საგაზო მონოპოლია ყველა შემთხვევაში მსოფლიო მნიშვნელობის გიგანტი დარჩება, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ით თუ მის გარეშე.


forbes.com

თენგიზ აბლოთია

თეგები:
რუსეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up