Forbes: ბანკები, რომლებიც კორონავირუსით დაზარალებულებს შეღავათებს სთავაზობენ

Forbes: ბანკები, რომლებიც კორონავირუსით დაზარალებულებს შეღავათებს სთავაზობენ

access_time2020-03-13 20:00:47

მთელს მსოფლიოში COVID-19 -ის გავრცელებასთან ერთად ბანკების მომხმარებლებში და არამარტო, ფინანსურ მდგომარეობაზე ღელვა უფრო და უფრო იმატებს.ორშაბათს FDIC-მა (ფედერალური დეპოზიტების დაზღვევის კორპორაცია) საფინანსო ინსტიტუტებს მოუწოდა მომხმარებლების მდგომარეობის გათვალისწინება კორონავირუსის ფონზე,  რაც ნიშნავს ჯარიმების მოხსნას, სესხების გადავადებას, ანაბრებიდან თანხების ადრეული განაღდების გადასახადის მოხსნას და ა.შ.


Forbes.ge-ს მიხედვით,  მსოფლიოს რამდენიმე ბანკი უკვე ატარებს ღონისძიებებს კორონავირუსით დაზარალებულებისთვის ფინანსური სიძნელეების თავიდან ასარიდებლად.


ამერიკის ბანკი


ამერიკის ბანკს არ შეუქმნია კორონავირუსის წინააღმდეგ დახმარების ვებგვერდი, თუმცა Forbes-სთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით შეყოვნებული ხელფასების შემთხვევაში ბანკი კლიენტების მდგომარეობას ითვალისწინებს.


„ჩვენ ვაკვირდებით  მოვლენების განვითარებას და  ყოველთვის მზად ვართ, რომ ჩვენს კლიენტებს მხარი დავუჭიროთ შემოსავლის დაკარგვისა და ფინანსური სიძნელეების პერიოდში. ყველა თანამშრომელი, რომელსაც  პირდაპირი შეხება აქვს ჩვენს კლიენტებთან სპეციალურად არიან დატრენინგებული შესაბამისი დახმარების აღმოსაჩენად კლიენტებისთვის და მათი უნიკალური პერსონალური საჭიროებებისთვის. ჩვენი მუდმივი პრაქტიკის ნაწილია, ის რომ დაყოვნებული ხელფასების შემთხვევაში კლიენტის მდგომარეობას ვითვალისწინებთ“- ნათქვამია ბანკის განცხადებაში.


Capital One

მომხმარებლებისთვის გაგზავნილ ელექტრონულ შეტყობინებაში Capital ONE-მა მათ მოუწოდა, ციფრული საშუალებების გამოყენებისკენ.  მომხარებელები, რომლებიც ფინანსურ სიძნლეებს წააწყდნენ კორონავირუსის გამო, მომხმარებლები  ბანკს უკავშირდებიან ცხელი ხაზით უკავშირდებიან. თუმცა შეტყობინებაში რამე სახის კონკრეტულ შეღავათზე საუბარი არ ყოფილა.



Capital One-ი სააგენტოსთან აცხადებს, რომ მომხმარებლები კონსულტაციის საშუალებას მიიღებენ - მინიმუმის გადახდის დახმარება, სესხის გადანაწილება, დამატებითი გადასახადის შემცირება.



Chase


Chase ბანკში აცხადებენ რომ „ყველაფერი კეთდება შესაძლებლობის ფარგლებში“, რათა ფილიალები მუდმივად ღია და დეზინფიცირებული იყოს, ქოლ-ცენტრები და მობილური აპლიკაციები კი უწყვეტად და შეუფერხებლად მუშაობდეს.წლების მანძილზე ქარიშხლებისა და ხანძრების შედეგად დაზარალებულებისთვის ბანკმა შეამცირა პროცენტები, გადახდის ვადები შეცვალა და კრედიტები გაახანგრძლივა. ამ ეტაპზე ბანკი ყველა შემთხვევას ცალ-ცალკე განიხილავს.


Citibank


ყოველთვიური გადასახადის გაუქმება როგორც მუდმივი კლიენტებისთვის, ასევე მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, ჯარიმების გაუქმება ადრეული განაღდებისთვის, ბანკირები არასამუშაო დროსაც მუშაობენ, ხოლო საკრედიტო ბარათების მფლობელებს შეუძლიათ ლიმიტის გაზრდა - ეს ის ღონისძიებებია, რასაც Citibank-ი მომხმარებლებს სთავაზობს.იპოთეკური სესხის მომხმარებლებს შეუძლიათ ბანკის დახმარების პროგრამით ისარგებლონ.  


Fifth Third Bank


ბანკმა კორონავირუსით დაზარალებულების დახმარების ვებგვერდი შექმნა.„ჩვენ ორიენტირებული ვართ ჩვენი თანამშრომლებისა და კლიენტების უსაფრთხოებაზე და ბიზნესის ხანგრძლივობაზე, კრიტიკულად საჭირო სერვისები მუდმივად იქნება ხელმისაწვდომი. თუ რომელიმე ფილიალი დაიხურება, დამატებითი ლოკაციის შესახებ მოხმარებელი ინფორმირებული იქნება.“ - ნათქვამია ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.


PNC Bank , US Bank-ი და Wells Fargo  - კორონავირუსის გამო პოტენციური ფინანსური სიძნელეების მქონე ხალხს დაკავშირებას სთხოვს, რა შემთხვევაშიც  კლიენტების,  რომელთაც სესხების გადახდა უჭირთ ბანკის თანამშრომლების მხრიდან დახმარება.


Forbes.com

მარიამ მორგოშია

თეგები:
ბანკები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up