Forbes: ბაიდენმა ეკონომიკური დახმარების ახალი გეგმა წარადგინა

Forbes: ბაიდენმა ეკონომიკური დახმარების ახალი გეგმა წარადგინა

access_time2021-01-15 20:00:23

აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა პანდემიისგან დაზარალებული ეკონომიკის დახმარებისთვის კონგრესს 1,9 ტრლნ. დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართა.

 

„გეგმა ამბიციურია, თუმცა, მიღწევადი. ის ამერიკის ეკონომიკას გადაარჩენს და ქვეყანას ვირუსთან გამკლავების საშუალებას მისცემს“ - ნათქვამია ბაიდენის გარდამავალი ჯგუფის განცხადებაში.

 

ახალი პროექტი რამდენიმე ძირითად პუნქტს შეიცავს, მათ შორისაა ხარჯები კორონავირუსთან ბრძოლის გაძლიერებაზე (400 მლრდ. დოლარი), ადგილობრივი წარმოების დახმარება (440 მლრდ.) და მოსახლეობისთვის შემწეობების გამოყოფა (1 ტრლნ. დოლარი).

 

ეს პაკეტი თანხობრივად დეკემბერში, კონგრესის მიერ დამტკიცებულ გეგმას 2-ჯერ აღემატება. ბაიდენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მომავალი პრეზიდენტის გუნდში კიდევ ერთი პროგრამა მზადდება,  ამჯერად ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით. მასში გათვალისწინებულია სახსრების გამოყოფა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და კლიმატის ცვლილების წინაამღდეგ ბრძოლაზე. პროგრამა ასევე ითვალისწინებს 160 მლრდ. დოლარის გამოყოფას ვაქცინაციაზე, ტესტირებაზე და კორონავირუსის შეკავების სხვა ზომებზე. 350 მლრდ. დოლარით ხელისუფლების  ადგილობრივი ორგანოების დაფინანსება იგეგმება, ხოლო 130 მლრდ. დოლარი სკოლების მუშაობის აღდგენისთვის გამოყიფა.

 

გეგმა ასევე მინიმალური ხელფასის 1 საათში 15 დოლარამდე გაზრდას გულისხმობს. წინა გეგმით გათვალისწინებულ 600 დოლართან ერთად ამერიკელები თვეში დამატებით 1400 დოლარს მიიღებენ. ამას უმუშევრობის შემწეობაც დაემატება - კვირაში 400 დოლარი 2021 წლის სექტემბრამდე.


 

30 მლრდ. დოლარი გამოიყოფა მცირე ბიზნესისთვის ფართის  იჯარის ხარჯების დაფარად,  25 მლრდ.-ს მიიღებენ ორგანიზაციები, რომლებიც მშობლებს შვილების მოვლაში ეხმარებიან.

 

გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათების შემოღება შვებულებებზე და მკურნალობაზე.

 

წარმომადგენელთა პალატის თავჯდომარემ ნენსი პელოსიმ და სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა ბაიდენის მიერ წარდგენილ დოკუმენტს სრული მხარდაჭერა აღუთქვეს. მათ ასევე იმედი გამოთქვეს, რომ პროექტს მხარს რესპუბლიკური პარტიაც დაუჭერს.

 

დემოკრატების თქმით, ისინი შეეცდებიან პაკეტი  მარტის შუა რიცხვებამდე მიიღონ, როდესაც უმუშევრობის შემწეობების პროგრამის მოქმედების ვადა იწურება.

 

ამ კვირაში უმუშევრობის შემწეობების მიღებაზე განაცხადების რაოდენობამ 2020 წლის მარტიდან მაქსიმალური მაჩვენებელს  965 000-ს  მიაღწია, რაც 2008-2009 წლის რეცესიის პერიოდის ციფრების მნიშვნელოვნად აღემატება.

 

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ შტატებში 23 მლნ.-ს, გარდაცვლილთა კი 386 900-ს გადააჭარბა. ამ ორივე მაჩვენებლით ამერიკა მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

 





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-04 21:30:17
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. გაზრდილი ფასები და შემცირებული მომხმარებელი - ბათუმის რესტორნებს მოგებაზე გასვლა აგვისტომდე შეუძლებლად მიაჩნიათ   ბათუმში რესტორნების შიდა სივრცეები 1-ლი მარტიდან გაიხსნა, კვების ობიექტებს...

ბათუმის დინამო ყველაზე ძვირად ღირებულია! ქართულ ლიგაში მოთამაშის საშუალო ფასი 138 ათასი ევროა

ბათუმის დინამო ყველაზე ძვირად ღირებულია! ქართულ ლიგაში მოთამაშის საშუალო ფასი 138 ათასი ევროა
access_time2021-03-04 21:00:45
„ტრანსფერმარკტმა“ ეროვნული ლიგის გუნდების ჯამური ფასები განაახლა და ცნობილი გახდა, რომ გერმანული ინტერნეტ-პორტალის შეფასებით, მთავარი ქართული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული კლუბი ბათუმის „დინამოა“. საქართველოს ვიცე-ჩემპიონის მოთამაშეების ჯამური ფასი 5,1 მილიონი ევროა. ყველაზე ნაკლები ჯამური ღირებულება კი „სამტრედიას“ აქვს. ბათუმის დინამო ასევე ლიდერობს მოთამაშეთა...

Huffington Post: რამდენად ეფექტურია სანქციები რუსეთის წინაამღდეგ?

Huffington Post: რამდენად ეფექტურია სანქციები რუსეთის წინაამღდეგ?
access_time2021-03-04 19:00:00
22 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები მიიღეს, ხოლო მარტში ევროგაერთიანების სამიტზე მოსკოვთან ურთიერთობების საკითხის განხილვა იგეგმება.   კრემლის მიმართ სტრატეგიის გამომუშავების პროცესში აუცილებელია შეკითხვის დასმა - რამდენად ეფექტურია ევროპის ანტირუსული სანქციები?   2014 წელს აშშ-მ და ევროკავშირმა ყირიმის ანექსიის გამო მოსკოვის წინაამღდეგ საკმაოდ მკაცრი ზომები მიიღო,...

რა მოელის წვეულებების კულტურას?

რა მოელის წვეულებების კულტურას?
access_time2021-03-04 20:00:14
„წვეულებებს ბოლო მოეღო“ - განაცხადა საფრანგეთის ერთ-ერთი რეგიონის პრეფექტმა პიერ პუესელმა პანდემიის გამო კომენდანტის საათის შემოღების დროს.   არის თუ არა ეს სიმართლე? რამდენად შეცვალა პანდემიამ ევროპის ღამის ცხოვრება?   ვითარების თუნდაც მოკლე და ზედაპირული ანალიზი ამ სიტყვებს ადასტურებს. კლუბები და ბარები დაკეტილია, მათი გახსნის ვადა კი გაურკვეველი რჩება. საფრანგეთის დასასვენებელი ადგილების და ღამის კლუბების ასოციაციის ცნობით, ქვეყანაში 430 ღამის კლუბი...

აფბა - ესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით რეალურ სურათს არ ასახავს

აფბა -  ესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით რეალურ სურათს არ ასახავს
access_time2021-03-04 17:30:18
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში“ -  აფბა მიაჩნიათ, რომ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორის (ესკო) მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით, ვერ ასახავს რეალურ სურათს და იგი ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ამის თაობაზე აფბას მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. ახალგაზრდა ფინანსისტებს მაგალითად მოჰყავთ თებერვლის თვე, როდესაც ესკოს მონაცემებით...


მსგავსი სიახლეები

up