Forbes: ბაიდენის გეგმა ამერიკის ეკონომიკას დააზარალებს

Forbes: ბაიდენის გეგმა ამერიკის ეკონომიკას დააზარალებს

access_time2021-04-02 20:00:17

პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული გადასახადების ზრდა ამერიკის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზარალებს და ყველაზე მეტად ეს სწორედ იმ მწარმოებლებს შეეხება, ვის დახმარებასაც ბაიდენი ცდილობს.

 

ყველაზე მეტად კი მცირე ბიზნეს დაზარალდება, რადგანაც ამერიკაში საწარმოების მოგებაზე გადასახადი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება. ჩინეთი აღტაცებული იქნება.

 

პანდემიის შერბილების და ეკონომიკის აღდგენის ფონზე წარმოებაში მდგომარეობაც უმჯობესდება - მაშინ რა საჭიროა მათთვის დასახმარებლად 300 მლრდ. დოლარის გამოყოფა, შემდეგ კი გადასახადებით დახჩობა?

 

ბაიდენი ასევე მილიარდობით დოლარს ელექტრომობილების დამტენი 500 000 სადგურის მშენებლობაზე გამოჰყოფს. რა საჭიროა ეს, თანაც მაშინ, როდესაც ვაშინგტონი ავტოგასამართი სადგურების მშენებლობას არასდროს აფინანსებდა?

 

პრეზიდენტი ხშირად ამბობს „კარგით რა, ბიჭებო“, და ეს სწორედ ის შემთხვევაა - თუ რეალური მოთხოვნა არსებობს, კერძო ბიზნესი ამ დასატენ სადგურებს ვაშინგტონის სუბსიდიების გარეშე, დიდი სიამოვნებით და თანაც ბევრად უფრო იაფად ააშენებს.

 

 

ბაიდენის პროგრამა ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებლის მასობრივ მშენებლობას გულისხმობს, რაზეც ასევე მილიარდები დაიხარჯება. მაგრამ ამ დარგში ფინანსების დეფიციტზე მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლებებისგან მშენებლობის ნებართვის მიღება და მოქმედი წესები და კანონები - ბიუროკრატიული ბარიერების დაძლევაზე უამრავი დრო და ძალები იხარჯება.


 

ერთი პატარა მაგალითი, კალიფორნიაში მზის ბატარეების დაყენების ნორმატივების გამო, სახლის ღირებულება 9 000 დოლარით იზრდება.

 

თანაც, ეს რეგულაციები ინფრასტრუქტურული სამუშაოებს აფერხებენ, რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია არ იმჩნევს.

 

პრეზიდენტ ბაიდენის პროგრამა ეკონომიკას არათუ არ წაადგება, არამედ კიდევ უფრო დააზარალებს. რამდენად დააზარალებს გადასახადების ზრდა ადგილობრივ კომპანიებს, რომლებმაც უკვე ზრდა დაიწყეს - გასაგებია, გარდა ამისა, ეს ამერიკის ეკონომიკაში ინვესტირებას ნაკლებად მიმზიდველს უცხოური კომპანიებისთვისაც გახდის.

 

შედეგად, ბაიდენის გეგმის რეალიზება ამერიკის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას არათუ არ გაზრდის, არამედ შეამცირებს.

 

ამას ისიც დაუმატეთ, რომ გაზრდილი გადასახადების გამო ამერიკულ ბიზნესსაც ქვეყნის შიგნით ინვესტირების მოტივაცია შეუმცირდება. 

 

თეთრი სახლი ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზების პროცესში მოსალოდნელ პრობლემებსაც ყურადღებას არ აქცევს. საუბარია ისევ ბიუროკრატიულ ბარიერებზე, დოკუმენტაციის დამტკიცებაზე და სამუშაოების დაწყების ნებართვის მიღებაზე.

 

კერძო სექტორი აშშ-ს ინფრასტრუქტურის ორ მესამედს ფლობს და მისი აშენება-მოვლა ხელისუფლებაზე გაცილებით უკეთესად შეუძლია. როდესაც ამ საქმეს ხელს საჯარო მოხელეები კიდებენ - ხიდი, რომლის აშენებაც 2 წელიწადშია შესაძლებელი, 10 წელიწადში აშენდება.

 

ინფრასტრუქტურაში არავითარი კრიზისი არ არსებობს, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც საქმეებში მთავრობა ერევა.

 

 

წყარო: forbes.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up