Forbes: ბაიდენი-პუტინის შეხვედრით არაფერი შეცვლილა

Forbes: ბაიდენი-პუტინის შეხვედრით არაფერი შეცვლილა

access_time2021-06-17 19:00:23

სახელმწიფო ლიდერებს შორის პირად ურთიერთობებს დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს განსაკუთრებით აქტუალურია რუსეთ–ამერიკის ურთიერთობებში.

 

მაგრამ ბაიდენს და პუტინს შორის არათუ მეგობრული კონტაქტი, არამედ ნდობაც კი არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, პუტინთან შეხვედრის შეფასებისას ბაიდენმა ტერმინი „ინტერესთა ვერიფიცირება“ გამოიყენა.

 

შეხვედრის შემდეგ ორივე პრეზიდენტმა მოლაპარაკებების დეტალებზე საკუთარი ვერსია წარადგინა.

 

პუტინის გადასახედიდან, სანქციები რუსეთის წინაამღდეგ თავად ამერიკისთვის არის წამგებიანი, რადგანაც ბიზნესი მოგებას და შესაძლებლობებს კარგავს. ბაიდენის ლოგიკა სრულიად საპირისპიროა - მისი აზრით, უცხოელი ინვესტორები ცუდი რეპუტაციის მქონე ქვეყანაში არ შევლენ. მაგალითად, თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მოკვდება, ან თუ ამერიკელ ინვესტორს მაიკლ კალვის მუშაობის შესაძლებლობა არ მიეცემა.

 

პუტინის ლოგიკაში კაპიტოლიუმის შტურმი - ეს მოქალაქეების მხრიდან საკუთარი პოლიტიკური მოთხოვნების გამოხატვაა, ხოლო ბაიდენისთვის - ვანდალების თავდასხმა დემოკრატიულ პრინციპებზე.

 

პუტინმა რამდენიმეჯერ განაცხადა: „ჩვენ არ გვსურს იგივე გავიმეოროთ, რაც შტატებში მოხდა“, თუმცა, დღევანდელ რუსეთში ეს შეუძლებელია - რეპრესიული რეჟიმი საამისოდ ყველანაირ შესაძლებლობას გამორიცხავს.

 

რა თქმა უნდა, პრეზიდენტები ალექსეი ნავალნის საკითხს გვერდს ვერ აუვლიდნენ. პუტინის ლოგიკით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ციხეში ჩაჯდომა თავად სურდა და მან ამისთვის ყველაფერი გააკეთა. ბაიდენმა აქაც რიტორიკაზე უარი თქვა და ამერიკის პოზიცია მარტივად ჩამოაყალიბა - ნავალნი არ უნდა მოკვდეს.


 

პუტინის ლოგიკით, კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც რუსეთში მიიღეს, პირველად მიღებულ იქნა შტატებში - მართალია, ეს 1930-ან წლებში მოხდა, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.

 

ამერიკელებმა რუსეთი მტრად გამოაცხადეს. შესაბამისად, რუსეთში მათ მიერ დაფინანსებული ყველა ორგანიზაცია უნდა აიკრძალოს. ბაიდენის ლოგიკით - რა შუაშია აქ ნავალნი და რითი დასტურდება რომ მას ამერიკელები აფინანსებენ?

 

პუტინის ლოგიკით, ამერიკის მიზანია რუსეთის დასუსტება იმიტომ, რომ ის ძლიერი გახდა. ბაიდენის ლოგიკით, ვაშინგტონის მიზანი სულ სხვაა  - რუსეთი, როგორც მშვიდობისმოყვარე მეზობელი და მშვიდი პარტნიორი, რომელის თეზისებს „სუვერენიტეტის“ და „ათასწლიანი ისტორიის“ შესახებ ხელკეტად არ იყენებს.

 

ბაიდენის ლოგიკით, რუსეთი, რომელმაც ეკონომიკური აღმავლობის წლებში აუცილებელი რეფორმები არ ჩაატარა, დღეს ცხოვრების დონის მკვეთრ ვარდნას ტრადიციული ინსტრუმენტით  - ანტიამერიკანიზმით აკომპენსირებს.

 

მოკლედ, ჟენევის შეხვედრაზე არაფერი შეცვლილა - არც მხარეების პოზიციები, არც ფასეულობები, არც მიდგომები. ორივე ლიდერი საკუთარ თავზე ლაპარაკობდა, ხოლო პუტინის გამოსვლა უფრო რუსეთის შიდა აუდიტორიისთვის იყო განკუთვნილი.

ბაიდენის თქმით, ჟენევის შეთანხმებების ქმედითუნარიანობის შემოწმება 6 თვეში იქნება შესაძლებელი. მაქსიმუმი, რისი იმედიც შეიძლება გვქონდეს, ეს არის დაწყებული დიალოგის გაგრძელება და რუსული მხარის მეტ-ნაკლებად თავშეკავებული ქცევა კიბერ-სივრცეში.

 

ფაქტიურად, ბაიდენმა პუტინს შანსი მისცა, თუმცა, ცხადია, პუტინი ასე არ თვლის - შეხვედრის ინიციატორი ხომ არა ის, არამედ სწორედ ბაიდენი იყო. მისი ლოგიკით, რუსეთს ეს შეხვედრა დიდად არც სჭირდებოდა, შესაბამისად, არანაირი შანსის გამოყენებას არ აპირებს.

 

რაც მთავარია - ომი არ იყოს. შემთხვევითი, ცხელი, და არა ცივი. ამ კუთხით კი უკეთესი იქნება თუ ლიდერები ერთმანეთს ხშირ-ხშირად შეხვდებიან.  რუსი ხალხი თავისი სამხედრო ძლიერებით, რა თქმა უნდა, ამაყობს, თუმცა, შედეგად რუსებმა საკუთარი თავი შეაშინეს - მსოფლიო ომის საფრთხე რუსეთის მოქალაქეთა შიშებს შორის მეორე ადგილზეა.

 

შესაძლოა, ბაიდენი ამ შიშების ნაწილობრივ მაინც გაფანტავს.

 

 

წყარო: forbes





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up