Forbes: აშშ-ს მთავრობა მოქალაქეებს თვეში 2000 დოლარს გადაუხდის

Forbes: აშშ-ს მთავრობა მოქალაქეებს თვეში 2000 დოლარს გადაუხდის

access_time2020-12-28 20:00:04

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პანდემიისგან დაზარალებული ეკონომიკის და მოქალაქეების ფინანსური დახმარების 900 მლრდ.-იან პროგრამას ხელი მოაწერა.


თეთრი სახლის პრეს-მდივანის მოადგილემ ჯად დირმა განაცხადა, რომ ახალი პროგრამა 2021 წლის სექტემბრამდე იმოქმედებს და ის კორონავირუსთან და მის ეკონომიკურ შედეგებთან ბრძოლაზე დანახარჯებს ზრდას გულისხმობს.


დახმარების პაკეტი აშშ-ს კონგრესმა 21 დეკემბერს, ორივე პარტიის თანხმობის პირობებში დაამტკიცა. დოკუმენტი წინა პაკეტთან შედარებით ბევრ სიახლეს გულისხმობს - მაგალითად, დამატებითი 300 დოლარის შემწეობის ყოველკვირეულად დარიგებას უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის მომავალი წლის მარტამდე.


ასევე ფინანსურ დახმარებას ბიზნეს-კომპანიები მიიღებენ, რომლებიც პანდემიის გამო მუშაობის განახლებას ვერ ახერხებენ. მცირე ბიზნესისთვის გათვალისწინებულია 284 მლრდ. დოლარის იაფი კრედიტების პროგრამა.


დემოკრატები და რესპუბლიკელები დახმარების პაკეტზე დიდ ხნის მანძილზე ვერ თანხმდებოდნენ, მის პირველ ვარიანტზე ხელი არც დონალდ ტრამპმა მოაწერა. მან კანონპროექტს სამარცხვინო უწოდა და ის კონგრესს დაუბრუნა.



პროექტში თავიდან ყოველი უმუშევრად დარჩენილი მოქალაქისთვის 600 დოლარის ოდენობის შემწეობა იყო გათვალისწინებული, რაც წინა პროგრამასთან შედარებით 3-ჯერ ნაკლებია.


თეთრი სახლის პრეს-მდივანის ჯად დირის თქმით, ტრამპის მიერ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, პროექტის საბოლოო ვარიანტი 28 დეკემბერს განსახილველად ისევ კონგრესს გადაეცემა.


შესწორებულ ვარიანტში უმუშევრებისთვის დახმარება 600-დან თვეში 2000 დოლარამდეა გაზრდილი. გარდა ამისა, ასეთი ოჯახების ყველა არასრულწლოვანი წევრი თვეში 600 დოლარის დახმარებას მიიღებს.


„შესაბამისად, ოჯახი სადაც 2 შვილია, თვეში 5200 დოლარს მიიღებს“,  - განაცხადა ჯად დირმა.


საინტერესო ისაა, რომ ტრამპის ინიციატივას დახმარების გაზრდის თაობაზე მხარი დემოკრატებმა დაუჭირეს, პრეზიდენტის ბევრი თანაპარტიელი-რესპუბლიკელი კი შეეწინაამღდეგა.


თუმცა, დრო არ ითმენს, რადგანაც დახმარების პაკეტს, რომელიც პანდემიისგან დაზარალებული 14 მლნ. ამერიკელისთვის უმუშევრობის შემწეობების გადახდას ითვალისწინებდა, 26 დეკემბერს ვადა გაუვიდა. შესაბამისად, შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩენილი მილიონობით ამერიკელი დახმარების ახალი პაკეტის მიღებას მოუთმენლად ელოდება. მათთვის ამ პროგრამის მიღებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგანაც კორონავირუსის ეპიდემიას შტატებში ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს და მათთვის სახელმწიფო დახმარება შემოსავლის ერთადერთი სტაბილური წყაროა.


forbes.ru

თენგის აბლოთია



თეგები:
აშშ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up