Forbes: აშშ-ს კონგრესმა მოსახლეობისა და ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 1,9 ტრილიონი გამოყო

Forbes: აშშ-ს კონგრესმა მოსახლეობისა და ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 1,9 ტრილიონი გამოყო

access_time2021-03-11 19:00:08

აშშ-ს კონგრესმა პანდემიისგან დაზარალებული მოსახლეობის და ეკონომიკის დახმარების პაკეტი, რომელიც 1,9 ტრლნ. დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, 10 მარტს დაამტკიცა. და პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაუგზავნა.

 

სავარაუდოდ, ჯო ბაიდენი პაკეტს ხელს 12 მარტს მოაწერს.

 

„კონგრესმა პრეზიდენტ ბაიდენის მიერ წარდგენილი ქვეყნის გადარჩენის გეგმა დაამტკიცა - ისტორიული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მოსახლეობას პირდაპირ დახმარებას გაუწევს და ჩვენს ეკონომიკას ბიძგს მისცემს“ - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

 

 

1,9 ტრლნ.-ნიან პაკეტს წარმომადგენელთა პალატის ხმა 220 წევრმა მისცა, წინაამდღეგ - 211-მა. ეს მკვეთრად გამოხატული პარტიული გადაწყვეტილებაა - მხარდამჭერებს შორის არც ერთი რესპუბლიკელი არ ყოფილა.

 

 

6 მარტს ბაიდენის გეგმა სენატმაც და ასევე მხოლოდ დემოკრატების წყალობით, დაამტკიცა.

 

კონგრესის მიერ მოწონებული გეგმა ეკონომიკისთვის და მოსახლეობისთვის დახმარების უკვე მოქმედ ზომებს ახანგრძლივებს და აფართოვებს.

 

კერძოდ, უმუშევრობის შემწეობის (300 დოლარი კვირაში) გადახდა გაგრძელდება და ასევე უმუშევრობის დაზღვევის პროგრამის მოქმედებაც გახანგძლივდება.

 

შემწეობის სახით თითო მოსახლეზე გამოყოფილი პირველი 10 200 დოლარი არ იბეგრება.

 

ამერიკელთა უმრავლესობა და მათი შვილები ერთჯერადად 1400 დოლარს მიიღებენ. ეს თანხმა შემცირდება იმათთვის, ვისი შემოსავალიც წელიწადში 75 000-დან 80 000 დოლარამდეა, იმათზე კი, ვისი შემოსავალიც 80 000 დოლარს აღემატება, ეს ზომა არ გავრცელდება.

 


20 მლრდ. დოლარი კორონავირუსის საწინაამღეგო ვაქცინის წარმოებას და გავრცელებას, 50 მლრდ. კი  - ტესტირებას და დაავადებულთა კონტაქტების დადგენას მოხმარდება.


 

გეგმა ბიზნესისთვის კომუნალური და ქირის გადასახადების დაფარვისთვის 25 მლრდ., ხოლო იპოთექურ მსესხებლების დახმარებაზე 10 მლრდ. დოლარის გამოყოფას გულისხმობს.

 

შტატების ადგილობრივი მთავრობები და აბორიგენი ტომები  ცენტრალური ბიუჯეტიდან 350 მლრდ. დოლარს მიიღებენ.

 

 

120 მლრდ. სასკოლო განათლების მხარდაჭერას მოხმარდება.

 

სასურსათო დახმარების პროგრამის დაფინანსება 15%-ით გაიზრდება.

 

30 მლრდ.-ს დახმარების სახით სარესტორნო ბიზნესი მიიღებს.

 

 

ფართოვდება სუბსიდიები მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის უზრუნველყოფისთვის.

 

წარმომადგენელთა პალატამ პაკეტი სენატის მიერ შეტანილი ცვლილებების მიღების შემდეგ დაამტკიცა. პროექტიდან ამოღებულ იქნა პუნქტი, რომელიც ქვეყანაში მინიმალური ხელფასის საათში 15 დოლარამდე გაზრდას ითვალისწინებდა.

 

 

წინა პაკეტების მოქმედება მარტის ბოლოს იწურება.  2020 წლის მარტში აშშ-ს მთავრობამ პანდემიის მიერ გამოწვეულ კრიზისთან ბრძოლის მიზნით 1,8 ტრლნ დოლარი გამოჰყო.

 

 

საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ნოემბერში წარმომადგენელთა პალატა 2 ტრლნ. ოდენობის პაკეტს განიხილავდა, თუმცა, მისი მიღება რესპუბლიკელებთან შეუთანხმებლობის გამო გადაიდო.

 


დეკემბერში კონგრესმა 900 მლრდ. დოლარად შეფასებული კიდევ ერთი პროგრამა დაამტკიცა, რომელიც კორონავირუსით დაზარალებული ყოველი ამერიკელისთვის თვეში 600 დოლარის გადახდას ითვალისწინებდა.

 

 

forbes.ru

 

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
ჯო ბაიდენი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up