Forbes: აშშ-ს კონგრესი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინაამღდეგ ახალ სანქციებს აწესებს

Forbes: აშშ-ს კონგრესი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინაამღდეგ ახალ სანქციებს აწესებს

access_time2020-06-29 20:00:07

მილსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“, რომელიც რუსეთიდან გერმანიაში მიდის, აშშ-ს კონგრესის სამიზნე კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე 2-პარტიულ საფუძველზე, გახდა.შტატების საკანონმდებლო ორგანომ ახალი სანქციების პაკეტის განხილვა დაიწყო, რომლის მიზანიცაა პროექტში მონაწილე კომპანიებზე ზეწოლის გზით მისი დასრულების ჩაშლა.


აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრებმა რესპუბლიკელებმა ადამ კიზინგრემა, მაიკ ტერნერმა, დემოკრატებმა რუბენ გალიეგომ და დენი ჰეკმა „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინაამღდეგ სანქციების ახალი პროექტი შემოიტანეს.


ამ ინიციატივას განსაკუთრებული აღტაცებით კიევში შეხვდნენ, სადაც ახალი გაზსადენის ბლოკირებაში სასიცოცხლოდ არიან დაინტერესებულები.


უკრაინულმა „ნაფტოგაზმა“ და რუსულმა „გაზპრომმა“ საკამათო საკითხები სასამართლოებში უკვე გადაწყვიტეს, თუმცა „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ უკრაინისთვის მაინც პრობლემას წარმოადგენს. ამ პროექტის ამოქმედება უკრაინის გავლით ევროპაში გაზის მიწოდების გარდაუვალ შემცირებას, შესაბამისად, ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებას გამოიწვევს. დღეს გაზის ტრანზიტისგან შემოსავლები მშპ-ს 10%-ს წარმოადგენს და უკრაინის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს საკმაოდ სოლიდური თანხაა.


ჯერ კიდევ 2019 წელს კონგრესმა სანქციების პირველი პაკეტი მიიღო, რითიც გაზსადენის მშენებლობა შეჩერდა მაშინ, როდესაც მარშრუტის დასრულებამდე მხოლოდ 160 კილომეტრია დარჩენილი.


ახალი კანონპროექტი წინამორბედის მიდგომას აგრძელებს. ამჯერად სანქციები ყველა კომპანიას შეეხება, რომელიც ამა თუ იმ ფორმით პროექტშია ჩართული. დოკუმენტში ეს საქმიანობაც განსაზღვრულია - „მილების მონტაჟი, სამშენებლო მოედნების მომზადება, საძირკვლების ამოთხრა, მონიტორინგი, ქვების ჩაყრა, მილების შედუღება“.



სანქციების ქვეშ ასევე სადაზღვევო რისკების შემფასებელი, დაზღვევის და გადაზღვევის მომსახურეობის მიმწოდებლებიც მოხვდებიან. ასევე პროექტისთვის ნებისმიერი სახის მანქანა-დანადგარების და ტექნოლოგიების მიწოდება აიკრძალება.დარტყმა ასევე ტესტირებას და სერტიფიცირებას შეეხება.ფაქტობრივად, შეზღუდვებს პროექტიდან ევროპული კომპანიების თითქმის მთლიანად გამოყვანა შეუძლია. კანონის მიღების შემდეგ მათ აშშ-ს ფინანსთა სამინისტროსგან მასშტაბიანი ჯარიმები ელოდება,რაც ამერიკასთან ყოველგვარი თანამშრომლობის საშუალების დაკარგვას ნიშნავს.რა თქმა უნდა, მათთვის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ - თან თანამშრომლობა ძალიან მომგებიანია, თუმცა, არა გაცილებით უფრო მსხვილი და მნიშვნელოვანი ამერიკული ბაზრის დაკარგვის ფასად.


პროექტის კენჭისყრის ვადები ჯერ დადგენილი არაა, თუმცა, სავარაუდოდ, მის მიღებას წინაამღდეგობა არ შეხვდება.საინტერესო იქნება ამაზე ევროპის რეაქცია, რადგანაც, რუსების გარდა, ამ დოკუმენტით პირველ რიგში ევროპა ზარალდება.


„ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს შტაბ-ბინა შვეიცარიის ქალაქ ცუგში მდებარეობს, მისი აქციების საკონტროლო პაკეტი „გაზპრომს“ ეკუთვნის. რუსულ ენერგოგიგანტს მსოფლიო გაზმოპოვების 15% ეკუთვნის. ის ნამდვილი მონსტრია.


გაზსადენის მმართველი რამდენიმე მსხვილი კომპანიის კონსორციუმს წარმოადგენს.მათ შორისაა ფრანგული Engie, ავსტრიული OMV, ბრიტანული Shell, და გერმანული Uniper და Wintershall. მათ პროექტში დიდ ფული ჩადეს, და შესაძლოა ეს ინვესტიციები დაიკარგოს.


„ჩრდილოეთ ნაკადი-2“  რამდენიმე რუსული გაზსადენის ერთობლიობის ნაწილია და მისი რეალიზება 2014 წელს დაიწყო. იმ პერიოდში რუსეთსა და უკრაინას შორის მწვავე დაპირისპირება იყო.უკრაინის ხელისუფლება ჩამოიშალა და  მის ნაცვლად პროდასავლური მთავრობა ჩამოყალიბდა. ამას რუსეთმა ყირიმის ანექსიით უპასუხა.


რუსეთი ქვეყნებს შორის კავშირების გაწყვეტის მასშტაბებს კარგად აცნობიერებდა.ჯერ კიდევ საბჭოთა დროში აშენებულ გაზსადენზე უარის თქმა და გაზის ევროპაში ტრანსპორტირების ალტერნატიული მარშრუტების შექმნა დააპირა.


ერთი-ერთი პროექტი „სამხრეთ სადენი“იყო, რომელშიც მონაწილეობაზე უარი  იტალიამ განაცხადა. ის შემდეგ თურქეთმა ჩაანაცვლა. შედეგად „თურქული ნაკადი“ აშენდა.თუმცა, მილსადენების პროექტებს შორის მთავარი და ყველაზე სტრატეგიული სწორედ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ არის, თუმცა, მისი რეალიზება გერმანიის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.


თავად მილები უკვე არსებულ „ჩრდილოეთ ნაკადი-1“-ს პარალელურად მონტაჟდება, რამაც უკრაინული „ნაფტოგაზი“ იმაში დაარწმუნა, რომ პროექტის საბოლოო მიზანია უკრაინულ ტრანზიტზე უარის თქმაა.ვაშინგტონიც ამ პროექტს ასევე უყურებს და შესაბამის ზომებსაც იღებს.


მოსკოვის აზრით, ამერიკელების მიზანია რუსეთისთვის ევროპის ბაზარზე წვდომის შეზღუდვა და მის ნაცლად საკუთარი თხევადი გაზის გაყიდვების ზრდა.


წყარო: forbes.com

მოამზადა თენგი აბლოთიამ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up