Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა

access_time2020-10-22 20:00:48

აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ის წინაამღდეგ სასამართლოში ანტიმონოპოლური სარჩელი შეიტანა.

 

უწყების აზრით, კორპორაცია ონლაინ-ძიების ბაზარზე ხელოვნულ მონოპოლიას აჩენს.

 

Google არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებაც 1 ტრლნ. დოლარია. ის თითქმის მონოპოლოსტია მილიარდობით ინტერნეტ-მომხმარებლისთვის, კომპანია ისეთ სერვისებს ფლობს, როგორც  Chrome,  YouTube, Google maps, Google translate და ა.შ.

 

სწორედ Google-ს იყენებს ძიებისთვის მსოფლიოში ინტერნეტ-მომხმარებელთა 94%, რაც იუსტიციის სამინისტროს აზრით, მომსახურეობის ხარისხს აუარესებს და ადამიანებს არჩევანს უზღუდავს. იუსტიციის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ასეთი მასშტაბის დომინირება კომპანიის მხრიდან კონკურენტების წინაამღდეგ არაკანონიერი მეთოდების გამოყენების შედეგია.

 

კერძოდ - Google უკრძალავს სმარტფონების მწარმოებლებს სხვა საძიებო სისტემების დაყენებას Google- თან ერთად, რეკლამისგან მიღებული მოგებიდან უხდიდა მათ დიდ თანხებს თავისი სერვისებისთვის საუკეთესო პირობების შექმნისთვის  - მაგალითად, ბევრი სმარტფონიდან Google-ის მოხსნა ფიზიკურად შეუძლებელია.

 

უწყების აზრით,  ეს უწყვეტი და ზრდადი მონოპოლიზაციის ციკლს ქმნიდა, რის შედეგადაც ინტერნეტ-ძიების ბაზარზე Google ფაქტიურად სრულად დომინირებს.

 

ტექნოლოგიური გიგანტი დანებებას არ აპირებს. Google-ის მთავარი იურისტის კენტ უოკერის თქმით, ეს საჩივარი დიდი შეცდომაა.

 

„ადამიანები Google-ს იმიტომ იყენებენ, რომ მათ ეს სურთ, და არა იმიტომ, რომ მათ ამას ვინმე აიძულებს და არჩევანს არ უტოვებს. რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანია საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, ისევე, როგორც ამას, მაგალითად, შვრიის ფაფის მწარმოებლები აკეთებენ. მაგალითად, სუპერმარკეტებს ფულს იმაში უხდიან, რომ მათი პროდუქტი არა სადმე ბნელ კუთხეში, არამედ დახლის ყველაზე შესამჩნევ ადგილას იდოს. ეს ბიზნესია და არა მონოპოლია“ - განაცხადა მან.


 

მისი თქმით, ეს საჩივარი მომხმარებლებს ვერაფრით წაადგება და პირიქით, დაბალხარისხიან საძიებო სისტემებს წაახალისებს, სმარტფონებს გააძვირებს და რიგით მომხმარებლებს ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიებას გაურთულებს.

 

რითი ემუქრება სასამართლო დავა ინტერნეტ-გიგანტს?

 

აშშ-ს ანტიმონოპოლური კანონმდებლობა სანქციების რამდენიმე ვარიანტს ითვალისწინებს - ჯარიმებს, პოზიტიური ვალდებულებების დაკისრებას და სისხლის სამართლის საქმის აღძრას.

 

შესაძლოა, სახელმწიფომ Google-ს კონკურენტებისთვის ხელის შეშლა აუკრძალოს. მაგალითად, აიძულოს გაწყვიტოს სმარტფონების მწარმოებლებთან კონტრაქტები,  რომელიც მათ Google-ის, როგორც სასტარტო გვერდის დაყენებას ავალდებულებდა.

 

ასევე არაა გამორიცხული, რომ სასამართლომ კომპანიის გაყოფის გადაწყვეტილება მიიღოს.

 

სისხლის სამართლის დევნა კომპანიის ხელმძღვანელობას იმ შემთხვევაში ემუქრება, თუ სამინისტრო დაამტკიცებს, რომ Google ანტიმონოპოლურ კანონმდებლობას არღვევდა და ბაზრის სხვა მოთამაშეებთან კარტელურ შეთანხმებებში შედიოდა.

 

გარდა ამისა, თუ სასამართლო დაამტკიცებს, რომ Google ანტიმონოპოლურ კანონმდებლობას არღვევდა, ეს სხვა კომპანიების მხრიდან საჩივრების ტალღას გამოიწვევს, შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს საჩივარი დიდი უსიამოვნებების მხოლოდ დასაწყისია.

 

იმ შემთხვევაშიც კი, თუ Google გაყოფის თავიდან არიდებას შეძლებს, სასამართლო დანახარჯებს და ჯარიმებს ის მაინც ვერსად გაექცევა. გასული 3 წლის მანძილზე მაღალტექნოლოგიურმა გიგანტმა 11 მლრდ. დოლარის ჯარიმები უკვე გადაიხადა.

 

სასამართლო შესაძლოა რამდენიმე წლით გაიწელოს, მსგავსი დავა Microsoft-თან 3 წელზე მეტი გაგრძელდა.

 

გაყოფის შემთხვევაში Google აქტივების ნაწილზე კონტროლს დაკარგავს და მათ განვითარება ცალ-ცალკე მოუწევთ. როგორც წესი, ასეთი მსხვილი მოთამაშეების გაყოფა კონკურენციის მკვეთრ ზრდას იწვევს.

 

20 წლის წინ Microsoft-ის წინაამღდეგ საქმეც ხომ სწორედ ბრაუზერის საკითხს ეხებოდა, მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ Internet explorer-ს რაიმე საფრთხე ემუქრებოდა, თუმცა, სწორედ ამ დავის შედეგად გაჩნდა Google Chrome, რომელიც დღეს Internet explorer-ზე ბევრად უფრო პოპულარულია, თუმცა კომპანიის გაყოფას რიგითი მომხმარებელი თითქმის ვერ შეამჩნევს, შესაძლოა საძიებო სისტემაში მეტი რეკლამა იყო, მეტი არაფერი.

 





დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-01 21:00:43
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. 2000 გარდაცვლილი ერთ თვეში - კოვდიკოშმარი გრძელდება, პასუხისმგებლობას არავინ იღებს საქართველოში კოვიდით გარდაცვლითა რიცხვმა ნოემბერში 2000-ს გადააჭარბა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე 1 თვეში ამდენი ადამიანი სხვა დროს არასდროს...

ლარი დოლართან გაუფასურდა, ხოლო ევროსთან და ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან გაუფასურდა, ხოლო ევროსთან და ლირასთან გამყარდა
access_time2021-12-01 18:00:10
1-ელი დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1 თეთრით 3.1279-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1250 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.37 თეთრით 3.5414-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.13 თეთრით 4.1623-მდე, ხოლო ლარი თურქულ ლირასთან 0.20 თეთრით 0.2367-მდე გამყარდა. 1000 სომხურ დრამთან 1.15 თეთრით 6.4031-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.32 თეთრით 1.8380-მდე, 100 რუსულ რუბლთან 6.30 თეთრით 4.2290-მდე...

9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 14%-ით შემცირდა

9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 14%-ით შემცირდა
access_time2021-12-01 17:00:26
2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 606,7 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 131,2 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 31,9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით...

საქართველომ „ინტერ რაოსთან“ წაგებული $80.5 მილიონიანი დავა გაასაჩივრა

საქართველომ „ინტერ რაოსთან“ წაგებული $80.5 მილიონიანი დავა გაასაჩივრა
access_time2021-12-01 14:55:00
სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „ინტერ რაოსა“ და საქართველოს მთავრობას შორის დავა რუსული კომპანიის სასარგებლოდ გადაწყდა, ქართულმა მხარემ გაასაჩივრა. „სტოკჰოლმის არბიტრაჟმა გადაწყვეტილება 2021 წლის 19 აპრილს მიიღო, რომლის მიხედვითაც „ინტერ რაოს“ ეკუთვნოდა გარკვეული კომპენსაცია. ინტერ-რაო ითხოვდა კომპენსაციას 200 მილიონი აშშ...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინის ეკონომიკას ანგრევს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინის ეკონომიკას ანგრევს
access_time2021-12-01 20:00:29
საერთაშორისო სავალუტო ფონდებისგან სესხების აღებას უკრაინისთვის აზრი არ  აქვს, რადგან სსფ-ის მიერ წარდგენილი პირობები ქვეყნის ეკონომიკისთვის დამანგრეველია.   მაგალითად, ერთ-ერთი ვალდებულების მიხედვით, კიევმა გატანილ კაპიტალზე გადასახადი არ უნდა დააწესოს.   ფონდს მხოლოდ ერთი რამ, საგადასახადო ბაზის გაფართოება აინტერესებს, რაც უკრაინას დავალიანების სწრაფად დაფარვის საშუალებას მისცემს. არანაირ ეკონომიკურ განვითარებაზე საუბარი არ მიდის, რადგანაც...


მსგავსი სიახლეები

up