Forbes: აშშ-ს ეკონომიკა 32,9%-ით ჩამოიშალა

Forbes: აშშ-ს ეკონომიკა 32,9%-ით ჩამოიშალა

access_time2020-07-31 19:45:54

აშშ-ს ეკონომიკა 2020 წლის მე-2 კვარტალში რეკორდული 32,9%-ით ჩამოიშალა - ეს მაშინ, როდესაც პირველი კვარტლის ბოლოს, უკვე კარანტინის დროს, ვარდნამ 5% შეადგინა - იუწყება აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრო.

 

უწყების მოხსენებაში ნათქვამია, რომ ეს მხოლოდ წინასწარი მონაცემებია, რომლებშიც ჯერ არაა გათვალისწინებული რამდენიმე ფაქტორი. საბოლოო მონაცემები 27 აგვისტოს გამოქვეყნდება.

 

თუმცა, შესაძლო მცირე კორექტირების მიუხედავად, აშკარაა, რომ ასეთი ეკონომიკური ვარდნა შტატებში არც დიდ დეპრესიას, არც მეორე მსოფლიო ომს და არც 2008-2009 წლების კრიზისის არ გამოუწვევია.

 

მაგალითად, 2008 წლის კრიზისის დრო, ყველაზე ცუდი თვე აგვისტო იყო, როდესაც ვარდნამ 8,4% შეადგინა.

 

თუმცა, დღევანდელი ვარდის სიმძიმის მიუხედავად, ექსპერტები უარესს ელოდნენ - მაგალითად, Dow Jones-ის მიერ გამოკითხული ეკონომისტების და ფინანსისტების საერთო აზრით, ამერიკის ეკონომიკა 34,7% უნდა დაცემულიყო.

 

„ეს ძალიან ღრმა და ბნელი ხვრელია, ჩვენ უკვე გამოვდივართ, მაგრამ ბევრი დრო დაგვჭირდება“ - მიიჩნევს Moody's Analytics-ის ანალიტიკოსი მარკ ზანდი.


 

აშშ-ში ყველაზე მკვეთრად სამომხმარებლო და ჯანდაცვითი ხარჯები შემცირდა, ამავე დროს პირადი შემოსავლები სახელმწიფო მხარდაჭერის წყალობით გაიზარდა.

 

კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ჯამური კერძო შემოსავალი 42,1%-ით გაიზრდა და 1,5 ტრლნ. დოლარი შეადგინა.

 

ეკონომიკის აღდგენის ტემპები კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდამ შეაფერხა.

 

ეპიდემიის ახალი აფეთქება, რომელიც ამერიკის ხელისუფლების ვირუსთან ბრძოლის უუნარობას ადასტურებს აჩვენებს, რომ აშშ-ს ეკონომიკა, სავარაუდოდ, სხვა ქვეყნებზე ნელა აღდგება, და პირველ რიგში ეს იმ ქვეყნებს ეხება, რომლების ვირუსს უკეთესად გაუმკლავდნენ.

 

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეპიდემია ვაქცინის გარეშე, მით უფრო დიდხანს ეკონომიკა კრიზისამდელ დონეს ვერ დაუბრუნდება.

 

„ჩვენ ვიცით, რომ ეკონომიკური აქტიურობა მაისში და ივნისში ძალიან გაიზარდა, რამაც მე-3 კვარტალში ძლიერი ზრდის წინაპირობა შექმნა. თუმცა, ინფიცირების ახალმა აფეთქებამ ეკონომიკაზე ძლიერი ნეგატიური გავლენა მოაცდინა,  შესაბამისად, უახლოეს პერიოდში სწრაფი ეკონომიკური ზრდა ნაკლებად სავარაუდოა“ - განაცხადა Capital Economics-ის ექსპერტმა ენდრიუ ჰანტერმა.

 

 

Forbes.ru


თეგები:
აშშ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up